მარკო რუბიო
მარკო ანტონიო რუბიო (დ. 28 მაისი, 1971) - ამერიკელი პოლიტიკოსი და იურისტი, 2011 წლიდან შეერთებული შტატების უფროსი სენატორი ფლორიდადან. რესპუბლიკური პარტიის წევრი. 2006 წლიდან 2008 წლამდე იყო ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი. 2016 წელს რუბიო წარუმატებლად იყრიდა კენჭს რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებისთვის. მან საპრეზიდენტო პრაიმერისში მინესოტაში, კოლუმბიის ოლქში და პუერტო რიკოში გაიმარჯვა.
რუბიო არის კუბელი ამერიკელი. ის დაიბადა მაიამიში. 1990-იან წლებში დასავლეთ მაიამის საქალაქო კომისრად მუშაობის შემდეგ, იგი ფლორიდის წარმომადგენელთა პალატაში 111-ე ოლქის წარმომადგენლად 2000 წელს აირჩიეს. მოგვიანებით იგი ფლორიდის შტატის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სპიკერად აირჩიეს; სპიკერად რუბიო ორი წლის განმავლობაში - 2006 წლის ნოემბრიდან 2008 წლამდე მსახურობდა. ორი ვადის შეზღუდვის გამო ფლორიდის საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შემდეგ, რუბიო ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში ასწავლიდა.
რუბიო აშშ-ის სენატში 2010 წელს აირჩიეს. 2015 წლის აპრილში მან ხელახლა არჩევის ნაცვლად საპრეზიდენტო კანდიდატურა წამოიწყო. მან შეაჩერა საპრეზიდენტო კამპანია 2016 წლის 15 მარტს, ფლორიდის რესპუბლიკელების პრაიმერის დროს დონალდ ტრამპთან დამარცხების შემდეგ. შემდეგ მან მიიღო მონაწილეობა სენატში ხელახლა არჩევისთვის და გაიმარჯვა. რესპუბლიკური საპრეზიდენტო პრაიმერის დროს ტრამპის კრიტიკის მიუხედავად, რუბიომ მას არჩევნებამდე მხარი დაუჭირა. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს ლათინურ ამერიკასთან მიმართებით საგარეო პოლიტიკაზე გავლენის გამო, მას უწოდეს „ლათინური ამერიკის ჩრდილოვან სახელმწიფო მდივანს“. [1] რუბიო გახდა ფლორიდის უფროსი სენატორი 2019 წლის იანვარში, ყოფილი სენატორის ბილ ნელსონის დამარცხების შემდეგ. ის ხელახლა მესამე ვადით 2022 წელს აირჩიეს დემოკრატი კანდიდატი ვალ დემინგსის დამარცხების შედეგად. რუბიომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს მხარის აიოვას კოკუსამდე რამდენიმე დღით ადრე დაუჭირა.
2011 წელს სენატორი რუბიო აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას.[2] 2013 წელს, ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, რუბიომ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და შეეხო ISAF-ის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მხარდაჭერასა და წვლილს ამ საკითხში.[3]
2024 წლის ნოემბერში The New York Times-მა რუბიო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე დონალდ ტრამპის კანდიდატად დაასახალა მის მეორე ადმინისტრაციაში . [4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Baker, Peter; Wong, Edward (January 26, 2019). „On Venezuela, Marco Rubio assumes U.S. role of ouster in chief“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 13, 2020. ციტირების თარიღი: January 26, 2019.
- ↑ Senate Move To Push NATO Membership For Georgia Fails
- ↑ The President of Georgia met with an American Senator, Marco Rubio
- ↑ Haberman, Maggie; Swan, Jonathan (November 11, 2024). „Trump Expected to Name Marco Rubio as Secretary of State“. The New York Times.