შინაარსზე გადასვლა

მანადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
მანადო
Si Tou Timou Tumou Tou
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა Bunaken[1] , Bunaken Kepulauan[1] , Malalayang[1] , Mapanget[1] , Paal Dua[1] , Sario[1] , Singkil[1] , Tikala[1] , Tuminting[1] , Wanea[1] და Wenang[1]
კოორდინატები 1°29′35″ ჩ. გ. 124°50′29″ ა. გ. / 1.49306° ჩ. გ. 124.84139° ა. გ. / 1.49306; 124.84139
დაარსდა 14 ივლისი, 1623
ფართობი 166.87 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 5±1 მეტრი
მოსახლეობა 461 636 (2015)[2]
სასაათო სარტყელი UTC+8
საფოსტო ინდექსი 25000
ოფიციალური საიტი http://www.kotamanado.go.id/
მანადო — ინდონეზია
მანადო

მანადოინდონეზიის პროვინციის, ჩრდილოეთ სულავესის დედაქალაქი. იგი სულავესის მეორე უდიდესი ქალაქია მაკასარის შემდეგ. 2020 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 451 916 ადამიანს შეადგენს.[3] ქალაქის ფართობი 157.26 კმ²-ია..[4] მანადოს მეტროპოლიურ ტერიტორიაზე 2023 წელს 1 377 815 ადამიანი ცხოვრობდა.[4] ქალაქი მანადოს ყურის გასწვრივაა განლაგებული და მთიანი ტერიტორიებითაა გარშემორტყმული.[5]

მანადო ინდონეზიის ტურიზმის 5 მთავარ პრიორიტეტს შორისაა,[6] ხოლო ბუნაკენის ეროვნული პარკი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ტურისტებს შორის პოპულარული ღირსშესანიშნაობებია ტუნანის ჩანჩქერი სოფელ ტალავაანში და მთა ტუმპა. ქალაქს სამ რატულანგის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება, რომელიც მანადოს მრავალ შიდა და აღმოსავლეთ აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დანიშნულების ადგილთან აკავშირებს. ქალაქი ასევე ცნობილია იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენენ და აქ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი საშობაო დღესასწაული იმართება. მანადო ასევე ცნობილია როგორც ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული და მშვიდობიანი ქალაქი.[7]

მანადოს რუკა 1679 წელს

მანადოს სახელწოდება მომდინარეობს სანგირული სიტყვიდან მანარო, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „შორეულ სანაპიროზე“ ან „შორ მანძილზე“. თავდაპირველად ამ სახელით მთავარი კუნძულიდან მოშორებით მდებარე ორ კუნძულს მოიხსენიებდნენ. შემდეგში ეს სახელი სულავესზე შექმნილ დასახლებას ეწოდა, ხოლო კუნძულს მანადო-ტუა (ძველი მანადო) უწოდეს.[8] გორონტალოს ენაზე ქალაქის სახელწოდებაა მოლადუ.[9]

პირველად მანადო მოხსენიებულია ფრანგი კარტოგრაფის, ნიკოლას დესლინის მიერ შექმნილ მსოფლიო რუკაზე, რომელზეც კუნძული მანაროუ (დღევანდელი მანადო-ტუა) არის აღნიშნული. ჩრდილოეთ სულავესში ევროპელების ჩასვლამდე ეს ტერიტორია ტერნატეს სულთნის დაქვემდებარებაში იყო, რომელიც ადგილობრივებისგან ხარკს კრეფდა და მაცხოვრებლებს შორის ისლამს ავრცელებდა. შემდგომში პორტუგალიელებმა სულთანი თავიანთ ვასალად აქციეს, მინაჰასების ტომებზე გაავრცელეს მმართველობა და ვენანგში ქარხანაც დააარსეს.

მანადოს გერბი ნიდერლანდების კოლონიური ხანის დროს

ამასობაში ესპანელები ფილიპინებზე ფუძნდებოდნენ და მინაჰასას ნაყოფიერი ნიადაგის გამო ყავის დასათესად იყენებდნენ. შემდეგში ესპანეთმა მანადო კომერციის ცენტრად აქცია ჩინელი ვაჭრებისთვის, რომლებიც ყავას ჩინეთში ყიდდნენ. 1550-იან წლებში ადგილობრივი მოკავშირეების დახმარებით ესპანელებმა ამურანგში პორტუგალიელთა ციხესიმაგრე აიღეს. ესპანელმა მოსახლეებმა მანადოში ფორტი დააარსეს, რის შემდეგაც ესპანეთმა მთელ მინაჰასაზე დაამყარა კონტროლი. მანადო ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც XVI საუკუნეში არქიპელაგის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი ინდო-ევრაზიული თემები დაფუძნდნენ.[10] მანადოს პირველი მეფე (1630) მუნტუ უნტუ მეტისის ვაჟი იყო.[11]

ზავის პირობების თანახმად, ესპანეთმა მინაჰასა პორტუგალიელებს დაუბრუნა 350 000 დუკატის სანაცვლოდ.[12] მინაჰასელმა აბორიგენებმა ნიდერლანდებთან სამოკავშირეო ხელშეკრულება დადეს და რამდენიმე წელიწადში მანადოდან პორტუგალიელები განდევნეს.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, მანადო ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია (Af) მოქცეული და გამოკვეთილი მშრალი სეზონით არ ხასიათდება. ყველაზე ნალექიანი თვე იანვარია, რომლის საშუალო ნალექიანობის მაჩვენებელი 465 მილიმეტრია, ხოლო ყველაზე მშრალი თვე სექტემბერია, რომლის საშუალო ნალექიანობის მაჩვენებელი 121 მილიმეტრს უდრის. წვიმების სიუხვეზე გავლენას ახდენს მუსონი. ეკვატორთან სიახლოვის გამო ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე თითქმის თანაბარია. ყველაზე ცხელი თვე აგვისტოა (საშუალო ტემპერატურა 26.6 °C (79.9 °F)), ხოლო ყველაზე ცივი თვეები იანვარი და თებერვალია (საშუალო ტემპერატურა 25.4 °C (77.7 °F)).

ჰავის მონაცემები — მანადო, ჩრდილოეთი სულავესი, ინდონეზია (1961-1990)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 29.4 29.5 30.0 31.4 31.4 31.2 31.3 32.0 32.3 31.7 30.9 30.1 30.9
საშუალო დღიური °C 25.4 25.4 25.7 26.4 26.4 26.2 26.1 26.6 26.4 26.3 26.3 25.8 26.1
საშუალო დაბალი °C 22.3 22.2 22.3 22.4 22.4 22.3 21.8 21.9 21.2 21.8 22.3 22.5 22.1
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 427 361 338 266 268 277 170 121 149 256 290 365 3 288
საშუალო თვიური მზიანი საათები 129 119 155 168 168 144 176 210 179 172 157 152 1 929
წყარო: Deutscher Wetterdienst[13][14][15]

ადინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მანადოს პანორამა
მანადოს პანორამა

ქალაქი 11 რაიონად იყოფა, მათ შორის ბუნაკენ-კეპულაუანის (ბუნაკენის კუნძუელბი) და პაალ-დუას ახალ რაიონებს, რომლებიც 2012 წელს შეიქმნა. ცხრილში მოცემულია მოსახლეობის რაოდენობა 2010, 2020 და 2022 წლისთვის. ცხრილში ასევე მოცემულია რაიონების ადმინისტრაციული ცენტრები, ურბანული სოფლების რაიოდენობა და მათი საფოსტო კოდები.

Kode
Wilayah
რაიონის
სახელი
(კეცამატანი)
ფართობი
კმ2
მოსახლეობა
აღწერა
2010
მოსახლეობა
აღწერა
2020
მოსახლეობა
მიახლ.
2022
ადმინისტრაციული
ცენტრი
სოფლების
რაოდენობა
საფოსტო
კოდი
71.71.09 მალალაიანგი 17.12 54,959 61,891 62,202 მალალაიანგ-სატუ 9 95115 - 95163
71.71.06 სარიო 1.75 23,198 21,740 21,724 სარიო 7 95113 - 95116
71.71.07 ვანეა 7.85 56,962 59,757 59,829 ვანეა 9 95117 - 95119
71.71.04 ვენანგი 3.64 32,796 32,601 32,633 ტიკალა-კუმარაკა 12 95111 - 95124
71.71.05 ტიკალა 7.10 69,734 30,174 30,196 ტიკალა-ბარუ 5 95124 - 95129
71.71.11 პაალ-დუა 8.02 (a) 44,015 44,180 რანომუუტი 7 95127 - 95129
71.71.08 მაპანგეტი 49.75 53,194 63,275 64,380 პანიკი-ბავაჰი 10 95249 - 95259
71.71.03 სინგკილი 4.68 46,721 52,732 53,025 სინგკილი 9 95231 - 95234
71.71.02 ტუმინტინგი 4.31 52,089 53,759 53,984 ბიტუნგ-კარანგ-რია 10 95238 - 95239
71.71.01 ბუნაკენი 36.19 20,828 25,669 26,130 მოლასი 5 95231 - 95249
71.71.10 ბუნაკენ-კეპულაუანი 16.85 (c) 6,303 6,323 ბუნაკენი 4 95231 - 95246
ჯამი 157.26 410,481 451,916 454,606 87

ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა მინაჰასას ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. მანადოს აბორიგენი მოსახლეობა ტომბულუს ტომიდანაა. ტომბულუს ენა მინაჰასური ენებიდან ერთ-ერთია და ფართოდ იყენებენ მანადოს რამდენიმე ურბანულ სოფელში, მათ შორის: ვენანგში, ტუმუმპაში, მაჰაკერეტში, ტიკალა-არესში, რანოტანაში, ვინანგუნში, ვავონასაში, პინაესაანში, პაკოვაში, ტელინგში, ტიტივუნგენში და სხვა სოფლებში. მალალაიანგის ტერიტორიაზე ძირითადად ბანტიკის ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მანადოს სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: სანგირები, გორონტალოები, მონგონდოუები, ბაბონტეჰუები, ტალაუდები, ტიონუდები, სიაუები და ბორგოები. ქალაქში ებრაელთა მცირე თემიც ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. The Master Book of Indonesian Territory Data 2015
  3. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  4. 4.0 4.1 Badan Pusat Statistik, Jakarta, 28 February 2024, Kota Manado Dalam Angka 2024 (Katalog-BPS 1102001.7171)
  5. In the shadows of volcanoes: Manado Bay and its harbour. ციტირების თარიღი: 14 December 2010
  6. Kusumawardhani, Amanda. (21 November 2019) Kembangkan 5 Destinasi Prioritas, Jokowi Tekankan Soal Kebersihan.
  7. Onker, Michelle de. Wali Kota Kaget Manado Jadi Kota Paling Toleran di Indonesia id-ID. ციტირების თარიღი: 2023-03-23
  8. Makaliwe, Willem Hendrik (1981). „A preliminary note on genealogy and intermarriage in the Minahasa regency, North Sulawesi“. Journal of the Humanities and Social Sciences of Southeast Asia. 137 (2–3): 244–258. doi:10.1163/22134379-90003499. ISSN 0006-2294.
  9. Tour De Moladu, Marten: Jangan Sangkut Pautkan dengan Politik. ციტირების თარიღი: 2024-05-12
  10. Wahr, C.R. Minahasa (history) Website დაარქივებული 24 July 2011 საიტზე Wayback Machine.
  11. Wahr, C. R. Minahasa (history) Website დაარქივებული 21 May 2013 საიტზე Wayback Machine.
  12. Milburn, William (1813). Oriental commerce: containing a geographical description of the principal places in the East Indies, China, and Japan, with their produce, manufactures, and trade. New York: Black, Parry & Co, გვ. 406. 
  13. Station 97014. Federal Ministry of Transport and Digital Infrastructure. ციტირების თარიღი: 29 July 2017
  14. Station 97014. Federal Ministry of Transport and Digital Infrastructure. ციტირების თარიღი: 29 July 2017
  15. Station 97014. Federal Ministry of Transport and Digital Infrastructure. ციტირების თარიღი: 29 July 2017