შინაარსზე გადასვლა

მაკარიოს III (ანტიოქიის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაკარიოს III (ერისკაცობაში — მაკარიოსი იბნ ალ-ზაიმ ალ-ჰალაბი ალ-ანტაქი; დ. საახლოებით 1600 — გ. 12 იანვარი, 1672) — ანტიოქიის პატრიარქი 1647 წლიდან. ფინანსური დახმარების მიღების მიზნით ორჯერ იმოგზაურა რუსეთში. პირველად — 1654–1656 წლებში (ეს მოგზაურობა აღწერა მისმა ვაჟმა პავლე ალეპოელმა); მეორე მოგზაურობის დროს 1664–1666 და 1669 წლებში საქართველოშიც იყო. დასავლეთ საქართველოში ის აქტიურად ერეოდა ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში, გამოდიოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ. მაკარიოსის მიერ არაბულ ენაზე დაწერილ თხზულებაში შესულია ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ.

  • ასათიანი ნ., მასალები XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1973;
  • Жузе П. К., Грузия в ХЖИИ столетии по изображениюМакария, Казань, 1905 (Оттиск из журнала «Православный собеседник»);