შინაარსზე გადასვლა

ლისაბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლისაბონი
პორტ. Lisboa
დროშა გერბი

ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
რეგიონი ლისაბონი
შიდა დაყოფა კამპო-დე-ორიქი, აჟუდა, ესტრელა, ალვალადე, არეირო, ბენფიკა, ბეატუ, ლუმიარი, ავენიდა-ნოვა, ბელემი, სანტა-მარია-დუშ-ოლივაიში, ალკანტარა, კამპოლიდე, სანტა-კლარა, სანტა-მარია-მაიორი, სანტო-ანტონიო, სან-ვიცენტე, კარნიდე, პარქუ-დაშ-ნაჩოესი, აროიოსი, სან-დომინგუშ-დე-ბენფიკა, მისერიკორდია, პენია-დე-ფრანსა და მარვილა
კოორდინატები 38°42′28″ ჩ. გ. 9°08′20″ დ. გ. / 38.70804194° ჩ. გ. 9.13901611° დ. გ. / 38.70804194; -9.13901611
მმართველი Carlos Moedas
პირველი ხსენება 205 BCE
ფართობი 100.05±0.01 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 100±100 მეტრი
მოსახლეობა 545 923 (2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC±00:00 და UTC+1
საფოსტო ინდექსი 1000–1900
ოფიციალური საიტი http://www.cm-lisboa.pt/
ლისაბონი — პორტუგალია
ლისაბონი

ლისაბონი (პორტ. Lisboa) — პორტუგალიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი, ასევე ლისაბონის რეგიონის დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 545 796 ადამიანს (2021), ხოლო მთელ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 2,8 მლნ ადამიანზე მეტი. ლისაბონი აღიარებულია ალფა დონის გლობალურ ქალაქად, ფინანსური, კომერციის, მედიის, გასართობი, ხელოვნების, საერთაშორისო ვაჭრობის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში მისი მნიშვნელობის გამო.[2] ლისაბონი არის პორტუგალიის ორი ქალაქიდან ერთ-ერთი (პორტუსთან ერთად), რომელიც გლობალურ ქალაქად არის აღიარებული.[3][4] არის კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი, მზარდი ფინანსური სექტორით.[5] გარდა ამისა, უმბერტო დელგადოს აეროპორტი 2018 წელს 29 მილიონ მგზავრს მოემსახურა და იყო პორტუგალიის ყველაზე დატვირთული აეროპორტი, მე-3 ყველაზე დატვირთული იბერიის ნახევარკუნძულზე, ევროპის მასშტაბით კი მე-20 ყველაზე დატვირთული.[6] საავტომობილო მაგისტრალების ქსელი და სარკინიგზო სისტემა პორტუგალიის მთავარ ქალაქებს ლისაბონისთან აკავშირებს.[7] ლისაბონი სამხრეთ ევროპის მე-9 ყველაზე დატვირთული ქალაქია, ტურისტთა რაოდენობით, რომის, სტამბოლის, ბარსელონას, მილანის, ვენეციის, მადრიდის, ფლორენციისა და ათენის შემდეგ, 2017 წლის მონაცემებით ქალაქში 3 320 300 ტურისტი იმყოფებოდა.[8] ლისაბონის რეგიონს აქვს მშპ-ის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე პორტუგალიის ნებისმიერ სხვა რეგიონს. მისი მშპ შეადგენს 96,3 მილიარდ აშშ დოლარს, შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე 32 434 დოლარს.[9][10] ქალაქი მთლიანი შემოსავლის რაოდენობით, მსოფლიოში მე -40 ადგილს იკავებს..[11] ქალაქი ასევე არის ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, როგორც მისი მთავრობის ადგილი, ასევე სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციის.

ლისაბონის კოორდინატებია 38°42′49″ ჩ. გ. 9°08′21″ დ. გ. / 38.7138194° ჩ. გ. 9.1393861° დ. გ. / 38.7138194; -9.1393861 მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტახოს შესართავთან, ატლანტის ოკეანიდან 15 კმ.. ლისაბონის დასავლეთ ნაწილში არის „მოსნანტოს ტყის პარკი“, რომელიც გადაჭიმულია 10 კვადრატულ კილომეტრზე და ერთ-ერთი უდიდესი დაცული პარკია ევროპაში, რომელსაც მუნიციპალიტეტის 10% უკავია. ქალაქს 100,05 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.[12]

ქალაქში კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიდედვით ხმელთაშუა ზღვის კლიმატია[13] ზომიერი, წვიმიანი ზამთრითა და ცხელი, მშრალი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა 17,4°C -ია, დღის საშუალო ტემპერატურა 21,3°C, ხოლო ღამის 13,5 °C. ყველაზე ცივ თვეში, იანვარში, დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 10-დან 18 °C- მდეა, ღამით ყველაზე დაბალი ტემპერატურა 3-დან 13 °C- მდეა და ზღვის საშუალო ტემპერატურა 15 °C-ია.[14] ყველაზე თბილ თვეში, აგვისტოში, დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, ჩვეულებრივ, მერყეობს 25-დან 32 °C- მდე, ღამით ყველაზე დაბალი ტემპერატურა 14-დან 20°C- მდეა და ზღვის საშუალო ტემპერატურა 20 °C-ია.[14]

ევროპულ დედაქალაქებს შორის, ლისაბონი მიეკუთვნება ისეთ ქალაქებს, რომელთაც აქვთ ცხელი ზამთრი და ზომიერი ღამის ტემპერატურა, საშუალოდ 8,3 °C-ით. ყვლაზე დაბალი ტემპერატურა, რაც ქალაქში დაფიქსირებულა იყო და 1985 წლის იანვარში და შეადგენდა −1 °C-ს, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა იყო 44 °C, დაფიქსირდა 2018 წლის აგვისტოში.[15] მზიანი საათები რაოდენობა წელიწადში 2 806-ია. საშუალოდ დეკემბრის დღიური მზის ხანგრძლივობა 4,6 საათია, ხოლო ივლისში საშუალოდ 11,4 საათი.[16]ნალექის საშუალო წლიური მაჩვენებელი 774 მმ-ია. ნოემბერი ყველაზე ნალექიანი თვეა.

ლისაბონის ტერიტორიაზე იყო იბერიული ტომის, ლუზიტანიელების მთავარი დასახლება ოლისიპო, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში დაიპყრო რომის რესპუბლიკამ. ძვ.წ. I საუკუნეში განლაგებული იყო იულიუს კეისრის (ძვ.წ 100-44) სამხედრო ბანაკი. ქალაქის ტიპის დასახლებაზე ინფორმაცია ახალი ერის დასაწყისში ჩნდება. მას ეწოდება „Ulisea“, რომლის წარმომავლობაც უცნობია. ლინგვისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „Ulisea“ - ოდისევსს უნდა უკავშირდებოდეს. პლინიუს უმცროსთან გვხვდება სახელი „Olissipo“. სხვა ვერსიით, ქალაქის სახელის მნიშვენლობა უკავშირდება ფინიკიურ სიტყვებს „Alis ubo“, რაც ითარგმნება, როგორც „უსაფრთხო ნავსადგომი“. ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მართლაც დაადასტურა ფინიკიელების ყოფნა თანამედროვე ლისაბონის ტერიტორიაზე.

VI საუკუნეში ტერიტორია დაიპყრეს ვესტგუთებმა, ხოლო VIII საუკუნეში არაბებმა. 1147 წელს ლისაბონი არაბებს წაართვა პორტუგალიის მეფე ალფონსუ I-მა. 1255-1256 წლებში ის დედაქალაქად აქცია ალფონსუ III-მ. XV-XVII საუკუნეებში ლისაბონი გახდა დიდი სავაჭრო ცენტრი. 1640 წელს ლისაბონში მოხდა დიდი აჯანყება, რომლის შედეგადაც პორტუგალია ესპანეთის ბატონობისგან გათავისუფლდა. 1703 წელს ინგლისთან დადებული ხელშეკრულებით ლისაბონი ფაქტობრივად დიდი ბრიტანეთის სამხედრო და სავაჭრო ბაზა გახდა. 1755 წელს ქალაქი მიწისძვრამ დაანგრია. 1807-1808 წლებში ოკუპირებული იყო საფრანგეთის მიერ. XIX საუკუნეში ლისაბონი რევოლუციური მოძრაობების ცენტრი გახდა. 1910 წელს ლისაბონში მომხდარი აჯანყების შედეგად პორტუგალია რესპუბლიკად გადაკეთდა.

1300 წელს ქალაქის მოსახლეობა იყო დაახლოებით 35 000. ჩვ.წ. 1400 წელს 60 000, ხოლო ჩვ.წ 1500 წელს მოსახლეობა 70 000 -მდე გაიზარდა. 1528-1590 წლებში შორის 70 000 - დან 120 000 - მდე მერყეობდა.1600 წელს 150 000 ადამიანს შეადგენდა, ხოლო თითქმის 1700 წელს 200 000-ს.[17][18][19] დღესდღეობით ქალაქის მოსახლეობის სიმჭიდროვეა 6 458 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე.

ლისაბონის ადმინისტრაციულ ცენტრში 552 700 ადამიანი ცხოვრობს,[20] მხოლოდ 100,05 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე.[21] ურბანულ არეალში 2 666 000 ადამიანი ცხოვრობს, ეს არის ევროკავშირის მეთერთმეტე უდიდესი ურბანული ტერიტორია პარიზის, ლონდონის, რურის რეგიონის, მადრიდის, მილანის, ბარსელონის, ბერლინის, რომის, ნეაპოლისა და ათენის შემდეგ.[22] ლისაბონის მთელი მეტროპოლიტენის არეალზე დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ლისაბონის მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე 3 121 876 მოსახლე იმყოფება.[23] სხვა წყაროები ასევე აჩვენებენ დაახლოებით მონაცემებს, „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 2 797 612-ია,[24] გაეროს ეკონომიკური და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით - 2 890 000,[25] ევროსტატის ოფისის მონაცემებით - 2 839 908,[26] ხოლო ბრუკინგსის ინსტიტუტის თანახმად 2 968 600.[27]

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება წლების მიხედვით.
43 900 1552 1598 1720 1755 1756 1801 1849 1900 1930 1960 1981 1991 2001 2011
30,000 100,000 100,000 150,000 185,000 180,000 165,000 203,999 174,668 350,919 591,939 801,155 807,937 663,394 564,657 545,245

ლისაბონი მთელი ქვეყნის ეშპ-ის 45%-ს აწარმოებს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გათვლით მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენი ქვეყნისა და ევროკავშირის შესაბამის საერთო მაჩვენებლებს. ლისაბონის რეგიონი პორტუგალიის ყველაზე მდიდარი რეგიონია. ლისაბონი არის საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრი.

ლისაბონის მეტრო

ხელსაყრელი მდებარეობის გამო ლისაბონი საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის კვანძად იქცა. ის ქვეყნის მთავარი ნავსადგური და სატრანსპორტო ცენტრია.

ლისაბონის მეტრო აკავშირებს ქალაქის ცენტრს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებთან, ასევე ზოგიერთ გარეუბანთან, რომლებიც ლისაბონის მეტროპოლიტენის არეალში შედიან, მაგალითად, ამადორასა და ლუარს. ქალაქის მეტრო ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალებაა. ლისაბონის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისვლას დაახლოებით 25 წუთი სჭირდება. 2018 წლის მდგომარეობით, მეტრო მოიცავს ოთხ ხაზს, რომლებიც იდენტიფიცირებულია ინდივიდუალური ფერებით (ლურჯი, ყვითელი, მწვანე და წითელი) და 56 სადგურს, რომელთა სიგრძე საერთო ჯამში 44,2 კილომეტრია. შემოთავაზებულია რამდენიმე გაფართოების პროექტი.

ქალაქში ტრამვაი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტრადიციული ფორმაა, რომელიც 1901 წელს დაინერგა. თავდაპირველად შემოიტანეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან.[28] ადრეული ტრამვაის ნახვა დღესაც შესაძლებელია „Museu da Carris“- ში (საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუზეუმი). მე-15 ხაზის გარდა, ლისაბონის ტრამვაის სისტემაში ჯერ კიდევ მცირე, ოთხ ბორბლიანი დიზაინის მქონე მანქანები მოძრაობენ, რომელიც დათარიღებულია XX საუკუნის დასაწყისით. ეს გამორჩეული ყვითელი ტრამვაი თანამედროვე ლისაბონის ერთ-ერთი ტურისტული ნიშანია და მათი ზომა კარგად შეესაბამება ცენტრალური ქალაქის ციცაბო ბორცვებსა და ვიწრო ქუჩებს.[29][30]

ადგილობრივი ავტობუსის მომსახურებას ლისაბონის შიგნით ახორციელებს კომპანია „Carris“-ი. ავტობუსები ქალაქის ცენტრს აკავშირებენ მის გარეუბნებთან, თუმცა ზოგიერთი მათგანი სხვა ქალაქებშიც გადაადგილდება.

უმბერტო დელგადოს აეროპორტი მდებარეობს ქალაქის საზღვრებში. ეს არის TAP პორტუგალიის სათავო ოფისი და ასევე არის „Easyjet“, „Azores Airlines“, „Ryanair, EuroAtlantic Airways“, „White Airways“ და „Hi Fly“- ის ცენტრი. შემოთავაზებულია მეორე აეროპორტის მშენებლობაც, მაგრამ პროექტი არ განხორციელდა პორტუგალიისა და ევროპული ეკონომიკური კრიზისის გამო, ასევე გრძელი მსჯელობის იმის შესახებ, საჭიროა თუ არა ახალი აეროპორტი. ასე რომ, სამომავლოდ ლისაბონს ექნება ორი აეროპორტი, ამჟამინდელი აეროპორტი ჩრდილოეთით, ხოლო ახალი ქალაქის სამხრეთით.

ლისაბონიდან გადის ოთხი კომერციული მატარებლის ხაზი. მთავარი სარკინიგზო სადგურებია „სანტა აპოლონია“, „როსიო“, „Gare do Oriente“, „Entrecampos“ და „Cais do Sodré“.

განათლება და კულტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„ლისაბონის ახალი უნივერსიტეტის“ მთავარი კამპუსი

საერთაშორისო სკოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლისაბონში, სპეციალურად უცხოელი მაცხოვრებლებისთვის, განკუთვნილია მრავალი საერთაშორისო სკოლა, მათ შორისაა: „კარლუცის ამერიკული საერთაშორისო სკოლა“ (ერთადერთი ამერიკული სკოლა პორტუგალიაში), „წმინდა ჯულიანის სკოლა“ (ბრიტანული), „წმინდა დომინიკის საერთაშორისო სკოლა“ (ბრიტანული), „ლისაბონის გერმანული სკოლა“ (გერმანული), „Instituto Español Giner de los Rosos“ (ესპანური) და „Lycée Français Charles Lepierre “(ფრანგული).

უმაღლესი განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არის სამი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლისაბონის უნივერსიტეტი, რომელიც პორტუგალიის უდიდესი უნივერსიტეტია, შეიქმნა 2013 წელს „ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტისა“ და „ლისაბონის კლასიკური უნივერსიტეტის“ (რომელიც ცნობილი იყო როგორც ლისაბონის უნივერსიტეტი) გაერთიანებით. „ლისაბონის ახალი უნივერსიტეტი“ დაარსდა 1973 წელს. ლისაბონის კიდევ ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია „ნოვას ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლა“ (Nova SBE), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. მესამე სახელმწიფო უნივერსიტეტი არის „აბერტას უნივერსიტეტი“. გარდა ამისა, არსებობს „ISCTE“ - „ლისაბონის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი“ (დაარსდა 1972 წელს). ძირითადი კერძო უნივერსიტეტებია: „პორტუგალიის კათოლიკური უნივერსიტეტი“, რომელიც ფოკუსირებულია სამართალსა და მენეჯმენტზე, ასევე „ლუსიადას უნივერსიტეტი“, „ლუსოფონას უნივერსტი“ და „ლისაბონის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი“.

ჩარიცხულ სტუდენტთა საერთო რაოდენობა ქალაქში, 2007-2008 სასწავლო წლისთვის 125 867 იყო, რომელთაგან 81 507 იყო ლისაბონის საზოგადოებრივ ინსტიტუტებში.[31]

ქალაქში მდებარეობს „პორტუგალიის ეროვნული ბიბლიოთეკა“, სადაც 3 მილიონზე მეტი წიგნი და ხელნაწერი ინახება. ბიბლიოთეკაში არის იშვიათი წიგნები და ხელნაწერები, მაგალითად, გუტენბერგის ორიგინალური ბიბლია და ერაზმუს როტერდამელის ორიგინალი წიგნები, ასევე კრისტოფ პლატინისა და ალდუს მანუტიუსის ნაშრომები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა არის „Torre do Tombo“, ეროვნული არქივი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქივი. სხვა ბიბლიოთეკებია: „Arquivo Histórico Ultramarino“ და „Arquivo Histórico Militar“.

ლისაბონში მრავალი მუზეუმია, მათ შორის არქეოლოგიური, ანტიკური ხელოვნების, თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმები.

ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, გორაკზე შემორჩენილია რომაული კედლების ფრაგმენტები, რომლებიც ჩართულია IX საუკუნის არაბულ ციხესიმაგრეში (XIV საუკუნიდან სან-ჟორჟის ციხე-დარბაზი). მნიშვნელოვანი ძეგლებია რომანული ტაძარი (1160-1186), კარმელიტების გოტიური მონასტერი (1389-1423), მეფის ძველი სასახლე (გადაკეთებულია XVI საუკუნეში), ბაროკოს სტილის სასახლეები და ეკლესიები. ჟერონიმუშის მონასტერი(1502-1520) და ბელენის ციხესიმაგრე (1515-1520), რომლებიც მანუელინოს სტილის გრანდიოზული ნაგებობებია, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ლისაბონის ცენტრი რეგულარული გეგმითაა განაშენიანებული 1755 წლის მიწისძვრის შემდეგ. დგას ჟოზე I-ის და აღმოჩენათა ძეგლები.

  • (1841) Almanak estatistico de Lisboa em 1841 (pt). OCLC 802761639.  (Directory)
  • (1874) „Lisboa“, Portugal antigo e moderno: diccionario... (pt). Mattos Moreira, გვ. 102–430.  (+ Index and Timeline)
  • Eduardo Freire de Oliveira (1882–1911), Elementos para a historia do municipio de Lisboa, Typographia Universal, https://catalog.hathitrust.org/Record/007911009 (17 volumes) + Index
  • Carlos Augusto da Silva Campos, რედ. (1886), Almanach Commercial de Lisboa, https://books.google.com/books?id=86ILAQAAIAAJ
  • Lisboa Antiga (2nd რედ.), 1902, https://catalog.hathitrust.org/Record/008862645
  • (1903) Lisboa, Portugal Pittoresco e Illustrado (pt). Empreza da Historia de Portugal.  (+ via HathiTrust)
  • (1924) რედ. Raul Proença: Lisboa e arredores, Guia de Portugal (pt). Biblioteca Nacional de Lisboa. OCLC 958948526. 
  • (1933) რედ. Robélia de Sousa Lobo Ramalho: Lisboa, Guia de Portugal artístico (pt). 
  • Maria da Conceição de Oliveira Marques (1969–1972). „Introdução ao estudo do desenvolvimento urbano de Lisboa, 1879–1938“ [Introduction to the study of urban development in Lisbon]. Arquitectura (პორტუგალიური) (112, 113, 119, 124). OCLC 959151800.
  • (1974) Lisboa em 1758: Memórias Paroquiais de Lisboa (pt). Coimbra Editora. OCLC 252645744. 
  • Maria João Madeira Rodrigues (1978), Tradição, transição e mudança: A produção do Espaço urbano na Lisboa oitocentista, Boletim Cultural, Assembleia distrital de Lisboa, OCLC 84483453
  • (1994) Dicionário da história de Lisboa (pt). Carlos Quintas & Associados. ISBN 9729603006. 
  • José-Augusto França (1997). Lisboa: Urbanismo e arquitetura (pt). Livros Horizonte. 
  • Maria Helena Lisboa (2002). Os engenheiros em Lisboa. Urbanismo e arquitetura (1850–1930), Cidade de Lisboa (pt). Livros Horizonte. ISBN 972-24-1214-0. 
  • Rita Gago (2005). „O surgimento do conceito de urbanismo: teorias e práticas na Câmara Municipal de Lisboa“ [Emergence of the concept of urbanism: theories and practices in the Lisbon City Council]. Cadernos do Arquivo Municipal (პორტუგალიური). Lisbon. 8. ISSN 0873-9870.
  • Dejanirah Couto (2006). História de Lisboa, 10th (pt), Gótica. ISBN 9727920462. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. PordataFundação Francisco Manuel dos Santos.
  2. The World According to GaWC 2010. Globalization and World Cities Research Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 23 November 2012.
  3. The World According to GaWC 2010. Globalization and World Cities Study Group and Network, Loughborough University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 3 March 2009.
  4. Inventory of World Cities. Globalization and World Cities (GaWC) Study Group and Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 October 2013. ციტირების თარიღი: 1 December 2007.
  5. "Avance del Plan Territorial Sectorial de la Red Intermodal y Logística del Transporte de la Comunidad Autónoma del País Vasco" დაარქივებული 8 September 2013 საიტზე Wayback Machine. – Eusko Jaurlaritza – Gobierno Vasco
  6. Aeroportos portugueses atingiram 51,8 milhões de passageiros em 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 25 March 2018
  7. Alta Velocidade em Síntese. Rave.pt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 October 2010. ციტირების თარიღი: 21 November 2010.
  8. Euromonitor Resources Page. ციტირების თარიღი: 7 April 2020.
  9. Global Metro Monitor (22 January 2015). ციტირების თარიღი: 26 February 2017
  10. Global city GDP rankings 2008–2025. Pricewaterhouse Coopers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 16 December 2009.
  11. "Ranking: The richest cities in the world" დაარქივებული 23 March 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები – City Mayors.com
  12. IGP, რედ. (2011), Carta Administrativa Oficial de Portugal, Lisbon, Portugal: Instituto Geográfico Português
  13. World Map of Köppen−Geiger Climate Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2020.
  14. 14.0 14.1 Lisbon average sea temperature დაარქივებული 7 March 2018[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები – seatemperature.org.
  15. G.Coutinho and Tapada weather stations meassure the Lisbon highest temperature record (5 August 2018). ციტირების თარიღი: 24 February 2019
  16. Climatological Normals of Lisbon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2020.
  17. Paul Bairoch (1991). Cities and Economic Development: From the Dawn of History to the Present. University of Chicago Press, გვ. 180. ISBN 978-0-226-03466-9. 
  18. Luis Frois SJ (2014). The First European Description of Japan, 1585: A Critical English-Language Edition of Striking Contrasts in the Customs of Europe and Japan by Luis Frois, S.J.. Routledge, გვ. 194. ISBN 978-1-317-91781-6. 
  19. (2013) Introduction to Global Politics. Routledge, გვ. 40. ISBN 978-1-136-51738-9. 
  20. Instituto Nacional de Estatística (INE) დაარქივებული 6 October 2014 საიტზე Wayback Machine. , Census 2011 results according to the 2013 administrative division of Portugal
  21. Áreas das freguesias, concelhos, distritos e país. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 5 November 2018
  22. Demographia: World Urban Areas დაარქივებული 5 August 2011 საიტზე Wayback Machine. , 2017
  23. Diário da República, 1.ª série — N.º 176 — 12 de setembro de 2013 დაარქივებული 27 April 2014 საიტზე Wayback Machine. – Assembly of the Republic (Portugal), 2013
  24. Metro eXplorer დაარქივებული 10 April 2015 საიტზე Wayback Machine. – OECD
  25. World Urbanization Prospects დაარქივებული 25 May 2017 საიტზე Wayback Machine. – Department of Economic and Social Affairs, United Nations, 2007
  26. "Population by sex and age groups on 1 January" დაარქივებული 22 August 2016 საიტზე Wayback Machine. – Eurostat, 2012
  27. 2014 Global Metro Monitor დაარქივებული 21 March 2015 საიტზე Wayback Machine. – Brookings Institution, 2015
  28. (1900) Electrical World. McGraw-Hill, გვ. 566. 
  29. [1] დაარქივებული 3 January 2007 საიტზე Wayback Machine. Information from Carris, Lisbon transportation company.
  30. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2011. ციტირების თარიღი: 10 March 2011. Details of Lisbon's trams, from Luso Pages
  31. Statistics on enrollment from GPEARI/Ministry of Science, Technology and Higher Education (MCES) (Excel spreadsheet, 2007/08 school year). Estatistics.gpeari.mctes.pt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 June 2009. ციტირების თარიღი: 17 November 2012.