ლითოსფერო
თემა
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/72/Earth-crust-cutaway-ka.svg/250px-Earth-crust-cutaway-ka.svg.png)
ლითოსფერო — დედამიწის ყველაზე გარე, მაგარი გარსი. შედგება დანალექი, გრანიტული და ბაზალტური შრეებისაგან. განასხვავებენ ოკეანურ და კონტინენტურ ქერქს. ოკეანურ ქერქს გრანიტის შრე არ ახასიათებს. დედამიწის ქერქის მაქსიმალური სისქე 70 კმ-ია (მთიან მხარეებში), 30-40 კმ ვაკეების ქვეშ, ოკეანის ქვეშ — 5-10 კმ.