ლიეტუვის მაზრები
ლიეტუვის მაზრები (ლიეტუვ. Lietuvos apskritys; მხ. რ. apskritis) — 10 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომლებადაც იყოფა ლიეტუვა დღეის მდგომარეობით.
მაზრის მეთაური მაზრის უფროსია (apskrities viršininkas), რომელსაც ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობა ნიშნავს. მისი მთავარი ამოცანა — მაზრის ტერიტორიაზე ლიეტუვის კონსტიტუციისა და კანონების დაცვის უზრუნველყოფაა.
მაზრები 7 ქალაქის, 2 კურორტისა და 43 რაიონის, ასევე რვა ახლადჩამოყალიბებული თვითმმართველობის ტერიტორიებს აყალიბებს (savivaldybė). თვითმმართველობა მამასახლისობად (seniūnija) იყოფა. მსხვილი ქალაქების (ვილნიუსი, კაუნასი, ალიტუსი, კლაიპედა, პანევეჟისი, შიაულიაი) თვითმმართველობა თითო ქალაქის ტერიტორიას მოიცავს. კურორტების (პალანგა და ნერინგა) თვითმმართველობაში ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიც შედის.
ამგვარად, მაზრა თავის თავში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს მოიცავს. მაგალითად, ვილნიუსის მაზრა ქალაქის თვითმმართველობასა და ვილნიუსის რაიონის თვითმმართველობას, ასევე ელექტრენის, ტრაკაის, უკმერგის, შელჩინისა და შირვინტის თვითმმართველობებს მოიცავს. თავის მხრივ, ვილნიუსის რაიონი, შედგება დაბა ნემენჩინეს, ადგილების ბეზდონისის, მაიშაგოლას, მიცკუნაის, შუმსკასის და სოფლების ტერიტორიებისაგან და 23 სამამასახლისოდ არის დაყოფილი.
მაზრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# | მაზრა (media help) |
დედაქალაქი | არე კმ² (რიგი) |
მოსახლეობა 2001 (მონაცემებით)[1] |
მოსახლეობა 2008 [2] |
მოსახლეობა კმ²-ზე [2] |
მუნიციპალიტეტები |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ალიტუსის მაზრა (listen • info) |
ალიტუსი | 5,425 (6) | 187,769 | 177,040 (7) | 32.6 (8) | |
2 | კაუნასის მაზრა (listen • info) |
კაუნასი | 8,089 (3) | 701,529 | 673,706 (2) | 83.3 (2) | |
3 | კლაიპედის მაზრა (listen • info) |
კლაიპედა | 5,209 (7) | 385,768 | 378,843 (3) | 72.7 (3) | |
4 | მარიამპოლის მაზრა (listen • info) |
მარიამპოლე | 4,463 (8) | 188,634 | 181,219 (6) | 40.6 (5) | |
5 | პანევეჟისის მაზრა (listen • info) |
პანევეჟისი | 7,881 (4) | 299,990 | 284,235 (5) | 36.1 (7) | |
6 | შიაულიაის მაზრა (listen • info) |
შიაულიაი | 8,540 (2) | 370,096 | 349,876 (4) | 41.0 (4) | |
7 | ტაურაგეს მაზრა (listen • info) |
ტაურაგე | 4,411 (9) | 134,275 | 127,378 (10) | 28.9 (9) | |
8 | ტელშიაის მაზრა (listen • info) |
ტელშიაი | 4,350 (10) | 179,885 | 173,383 (8) | 39.9 (6) | |
9 | უტენის მაზრა (listen • info) |
უტენა | 7,201 (5) | 185,962 | 172,580 (9) | 24.0 (10) | |
10 | ვილნიუსის მაზრა (listen • info) |
ვილნიუსი | 9,729 (1) | 850,064 | 848,097 (1) | 87.2 (1) |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Number of population by county, city (town) and municipality. Department of Statistics to the Government of the Republic of Lithuania (2005-12-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2008-07-30.
- ↑ 2.0 2.1 M3010211: >>>არე და მოსახლეობა მთლიანად ტერიტორიული ადმინისტრაციის მიხედვით. Department of Statistics to the Government of the Republic of Lithuania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-03. ციტირების თარიღი: 2008-07-30.