ლეპანტოს ბრძოლა
ლეპანტოს ბრძოლა — კვიპროსის ომის (1570-1573 წწ.) უკანასკნელი დიდი ბრძოლა ოსმალეთსა და საღვთო ლიგის (ვენეცია, ესპანეთი, რომის პაპი, მალტა და იტალიის სახელმწიფოები: გენუა, ნეაპოლი, სიცილია, სავოია და სხვ.) ნიჩბიან ფლოტებს შორის. გაიმართა 1571 წლის 7 ოქტომბერს ლეპანტოდან 60 კმ-ის დაშორებით. ოსმალთა ფლოტმა შეუტია მოკავშირეთა ფლოტს, მაგრამ გალერების ფრონტის წინ წაწეულმა ვენეციის ექვსმა გალეასმა არტილერიული ცეცხლით დაარღვია ოსმალთა ფლოტის (არტილერია არ გააჩნდათ) საბრძოლო წყობა. მაშინ ოსმალეთის გალერები მოწინააღმდეგის პირველი ხაზის გალერების აბორდაჟზე გადავიდნენ. ხომალდებზე ორივე მხრიდან იყო 25-25 ათასი კაცი (მეზღვაურთა გარდა). გაიმარჯვეს გაერთიანებული ფლოტის ჯარისკაცებმა. ოსმალეთის ფლოტი განადგურდა, მათ დაკარგეს 224 ხომალდი, ხოლო მოკავშირეებმა – 15 გალერა. ამ ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად ოსმალებმა ააგეს ახალი ფლოტი და ომი წარმატებით დაამთავრეს. 1573 წლის საზავო ხელშეკრულებით ვენეციამ ოსმალეთს კ. კვიპროსი დაუთმო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 195.