ლეილა ალიევა
ლეილა ალიევა Leyla Əliyeva | |
---|---|
მშობლიური სახელი | Leyla Əliyeva |
დაბადების სახელი | Leyla İlham qızı Əliyeva |
დაბადების თარიღი |
3 ივლისი, 1984 მოსკოვი რუსეთი |
ალმა-მატერი | მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი |
საქმიანობა | ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი |
მეუღლე(ები) | ემინ აღალაროვი (2006-2015) |
შვილ(ებ)ი |
ალი მიქაილი ამინა |
მშობლები |
მამა: ილჰამ ალიევი დედა: მეჰრიბან ალიევა |
საიტი | www.leyla-aliyeva.az |
ლეილა ილჰამის ასული ალიევა (აზერ. Leyla İlham qızı Əliyeva; დ. 3 ივლისი 1984, მოსკოვი, რუსეთი) — აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის უფროსი ქალიშვილი. ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი და ასევე ჟურნალ „Baku“ მთავარი რედაქტორია, რომელიც დაფუძნდა 2011 წელს ლონდონში.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეილა ალიევას პირადი ვებ-საიტის ინფორმაციით, ალიევა დაიბადა 1985 წლის 3 ივლისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.[2] მაგრამ ბრიტანული კომპანიის ჩანაწერებით, ის დაიბადა ერთი წლით ადრე ანუ 1984 წლის 3 ივლისს, აქვე აღნიშნულია, რომ ინდივიდუალური დეტალები დამოწმებულია.[3]
2006 წლიდან 2008 წლამდე ლეილა ალიევა სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მაგისტრატურაზე (მგიმო; რომელიც ასევე მისმა მამმ დაასრულა). იგი ასევე მგიმოს აზერბაიჯანის კლუბის თავმჯდომარე იყო 2010 წლამდე.
2011 წლის ივლისში, ალიევამ მიიღო „Taraggi“-ის (პროგრესი) მედალი, რომელიც მას მიენიჭა მისი წვლილისთვის აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების განვითარებისთვის.[4]
ლეილა ალიევა სამი შვილის დედაა. მათი სახელებია: ალი, მიქაილი და ამინა.[5]
ვაშინგტონ პოსტის 2010 წლის მონაცემებით, ლეილა თავის დასთან არზუსთან და ძმასთან ჰეიდართან ერთად ფლობდა უძრავ ქონებას დუბაიში, რომელიც ღირს დაახლოებით $75 მილიონი.[6]
2015 წლის მაისში, ალიევამ გამოაცხადა Instagram-ის საშუალებით, რომ იგი დაშორდა აღალაროვს. მოგვიანებით აღალაროვმა დაწერა: „ჩვენ კვლავ მეგობრებთ და განვაგრძობთ ჩვენი შვილების ერთად აღზრდას“.[7]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰეიდარ ალიევის ფონდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალიევა ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტია,[8] რომელიც არაკომერციული ორგანიზაცია და ახორციელებს საქველმოქმედო, კულტურულ და პოლიტიკური ელჩობის პროექტებს, ხოლო ფონდის სათავეშია მეჰრიბან ალიევა, ქვეყნის პირველი ლედი და ლეილას დედა.
2007 წლის 10 მაისიდან, ლეილა ხელმძღვანელობს ფონდის წარმომადგენლობას რუსეთში.[9] როგორც ამ პროგრამის ნაწილი, ლეილა ატარებს საქველმოქმედო ინიციატივებს, სადაც ხშირად აქცენტს აკეთებს მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების მხარდაჭერაზე.[10]
2011 წლის 1 ნოემბერს, ალიევას გადაეცა „Key to Life“-ის ჯილდო აშშ-ის საქველმოქმედო ორგანიზაციისგან „ბავშვთა კიბო & სისხლის ფონდი“ (Children's Cancer & Blood Foundation).[11]
2012 წელს, ლეილა ალიევამ მოაწყო გამოფენა სახელწოდებით „გაფრენა ბაქოში“, სადაც წარდგენილი იყო 21 მხატვრის შემოქმედება რომელთა შორის ლეილას შემოქმედებაც იყო.[12] გამოფენა დაიწყო ლონდონში და შემდეგი გამოფენა გაიმართა 2012 წლის 12 აპრილს პარიზში, საფრანგეთში.[13]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეილა ალიევას YouTube-ის არხი
- ლეილა ალიევას Facebook-ის ოფიციალური გვერდი
- ლეილა ალიევას Instagram-ის გვერდი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Luft, Oliver. (2011-06-29) Condé Nast to publish international edition of Baku magazine - Media news. Media Week<. ციტირების თარიღი: 2014-03-24.
- ↑ Leyla Əliyevanın şəxsi veb-saytı. Leyla-aliyeva.az. ციტირების თარიღი: 2014-03-24.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 1, 1970. ციტირების თარიღი: February 5, 2016.
- ↑ Azərbaycan Prezidentinin Rəsmi internet səhifəsi - SƏNƏDLƏR » Sərəncamlar Azərbaycan diasporunun inkişafındakı xidmətlərinə görə bir qrup şəxsin təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı. ციტირების თარიღი: 2016-04-09.
- ↑ Leyla Aliyeva adopts girl from orphanage. Vestnik Kavkaza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-19. ციტირების თარიღი: 2016-04-09.
- ↑ Higgins, Andrew (March 5, 2010). „Pricey real estate deals in Dubai raise questions about Azerbaijan's president“. Washington Post. ციტირების თარიღი: September 28, 2012.
- ↑ Дочь президента Азербайджана сообщила о своем разводе через Instagram Russian. RIA Novosti (30 May 2015). ციტირების თარიღი: 30 May 2015.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-03. ციტირების თარიღი: 2016-10-16.
- ↑ Azerbaijan cultural center opens in Moscow (PHOTO) - Trend.Az. En.trend.az (2011-10-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2014-03-24.
- ↑ Xalq Qəzeti. Xalqqazeti.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-20. ციტირების თარიღი: 2014-03-24.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2012. ციტირების თარიღი: October 28, 2011.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 9, 2012. ციტირების თარიღი: July 25, 2012.
- ↑ В Париже открылась выставка "Полет в Баку: современное азербайджанское искусство" - ФОТО. ციტირების თარიღი: 2016-04-09.