შინაარსზე გადასვლა

ლარნაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლარნაკა
Λάρνακα

წმინდა ლაზარეს ეკლესია
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 34°55′00″ ჩ. გ. 33°38′00″ ა. გ. / 34.91667° ჩ. გ. 33.63333° ა. გ. / 34.91667; 33.63333
ადრეული სახელები კიტიონი
ფართობი 31.73 კმ²
ცენტრის სიმაღლე 26 მეტრი
ოფიციალური ენა ბერძნული ენა
მოსახლეობა 53 500 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +357 24
ოფიციალური საიტი larnaka.com
ლარნაკა — კვიპროსი
ლარნაკა

ლარნაკა (ბერძ. Λάρνακα, ძველად — კიტიონი) — ქალაქი კვიპროსში, ლარნაკის რაიონის (ეპარქიის, ბერძ. Επαρχία) ადმინისტრაციული ცენტრი. 53,5 ათ. მცხოვრები (2010). მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. სატრანსპორტო კვანძი, საზღვაო პორტი. ქალაქში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი.

ქალაქი, სავარაუდოდ, მიკენელმა ბერძნებმა დააარსეს ძვ. წ. XII საუკუნეში; შემდეგში ფინიკიელთა კოლონია გახდა, წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვის მსხვილ სავაჭრო ცენტრს. ძვ. წ. 58 წელს რომაელებმა დაიპყრეს; შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, შემდეგ კი ბიზანტიაში. ახ. წ. 1191 წელს, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულმა აიღო; 1192–1489 შედიოდა კვიპროსის სამეფოში. XV საუკუნის ბოლოდან ვენეციის კუთვნილებაა, 1571 წლიდან — ოსმალეთის იმპერიისა. XVI საუკუნიდან ახლანდელი სახელწოდებითაა ცნობილი [შესაძლოა ლარნაკის (სარკოფაგი) მიხედვით; ქალაქში მდებარეობს წმ. ლაზარეს სარკოფაგი, რომელიც, გადმოცემით, ლარნაკის პირველ ეპისკოპოსად ითვლება]. XIX საუკუნეში აყვავება განიცადა, XX საუკუნის დასაწყისიდან გახდა კვიპროსის ფაქტობრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი. ქალაქის სწრაფი განვითარება 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც თურქეთმა კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა (1974), რის გამოც ნიქოზიაში საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა, ხოლო ქალაქ ფამაგუსტას პორტზე კონტროლი თურქებმა დაამყარეს.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ცენტრში შემონახულია ძველი კიტიონის ანტიკური კედლებისა და ტაძრების ნანგრევები, პამბულის ბორცვზე — აკროპოლისისა, აგრეთვე მღვიმის აკლდამა (სავარაუდოდ მიკენური პერიოდისაა, გამოიყენებოდა როგორც ადრექრისტიანული ტაძარი. არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია: წმ. ლაზარეს ეკლესია (IX საუკუნის ბოლო, რესტავრირებული XVII ს-ში, კანკელი1773–1782 წწ; თაღედი1750 წ, სამრეკლო1857 წ), ბიზანტიური ეკლესია „პაგანია ქრისტოპოლიტისა“ (XII–XIII სს; გადაკეთებული 1768 წ, რესტავრირებული 1851 წ), ფორტი (XIV ს-ის ბოლო, გადაკეთებული 1625 წ; ამჟამად შუა საუკუნეების კვიპროსის მუზეუმი), ეპისკოპოსის სასახლე, მაცხოვრის ტაძარი (1460 წ, გადაკეთებული 1854 წ), წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (1715, გადაკეთებული 1853 წ), ტუზლას მეჩეთი (თავდაპირველად ბიზანტიური ბაზილიკა, XII–XIII სს-ში გადაკეთებული კათლიკურ სანტა-კროჩეს ტაძრად, XVI ს-ში — მუსლიმურ მეჩეთად), ბუიუქის მეჩეთი (გადაკეთებული XVI ს-ში წმ. ეკატერინეს XIII–XIV საუკუნეების ტაძრიდან), ვენეციური შადრევანი (XVI ს), წმინდა მიწის ფრანცისკელთა მონასტერი (1596 წ; სანტა-მარიე-დელე-გრაციეს ეკლესია — 1724 წ, გადაკეთებული XIX ს), წმ. იოსების ყოფილი კათოლიკური მონასტერი (1844), პაგანია ფანერომენის ეკლესია (XX ს-ის დასაწყისი); გაშენება XVII–XX სს. ლარნაკის განაპირას მდებარეობს წმ. გიორგის სამონასტრო ეკლესია (მარილიანი ტბის სანაპიროზე; XII ს-ის შუა ხანები, გადაკეთებული XIV ს-ში, რესტავრირებული XV ს-ის შუა ხანებში და 1706 წ; XII ს-ის ფრესკების ფრაგმენტები), აკვედუკი (1747–1750 წწ), კონდოსის წმ. გიორგის ეკლესია (1833). მუზეუმებიდან აღსანიშნავია: არქეოლოგიური (1969), შუა საუკუნეების, დ. პიერიდისის (უძველესი კერძო მუზეუმი; კერამიკის ნაკრები), ბუნებრივი ისტორიის. მუნიციპალური კულტურული ცენტრი მოიცავს სამხატვრო გალერეას და პალეონტოლოგიის მუზეუმს. ლარნაკაში მდებარეობს სტადიონი „ანტინოს პაპადოპულოსი“ (დაახლ. 10 ათ. ადგილი), რომელზეც გამოდის კვიპროსის არაერთგზის ჩემპიონი გუნდი ფეხბურთში, ჩემპიონთა ლიგის (2008–2009) მონაწილე „ანორთოსისი“ (დაარსდა 1911 წელს).

ეკონომიკაში დომინირებს მომსახურების სექტორი, უმთავრესად ტურისტული ბიზნესი (ქალაქი კვიპროსის ტურისტების 10%-ს იღებს). მოქმედებს ქიმიური (საყოფაცხოვრებო ქიმია), კვების (მარილის, სასმელების, რძის პროდუქტების წარმოება, თევზრეწვა), მსუბუქი (მ. შ. ფეხსაცმლის, ტექსტილის) მრეწველობის საწარმოები; კომპანია „Elkora“-ის ქარხანა (ელექტრო- და მზის წყალგამათბობლები).

წლიური ამინდი — ლარნაკა (რეკორდული ტემპერატურები 1881–დღემდე)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
რეკორდ. მაღალი °F 73 79 87 93 101 104 106 106 103 95 89 80
საშუალო მაღალი °F 62 62 66 73 80 87 90 91 88 83 73 65
საშუალო დღიური °F 54 53 57 63 70 77 81 82 78 73 64 57
საშუალო დაბალი °F 46 44 48 53 61 68 72 73 68 63 55 49
ნალექი დუიმი 3.1 1.6 1.4 0.7 0.3 0.1 0 0 0.3 0.5 2.1 3.7
რეკორდ. მაღალი °C 22.6 26.2 30.3 34.1 38.3 40.1 41.1 40.9 39.7 34.8 31.5 26.6
საშუალო მაღალი °C 16.8 16.8 19.1 22.5 26.5 30.3 32.4 32.7 30.9 28.1 22.6 18.3
საშუალო დღიური °C 12.1 11.8 13.9 17.1 21.2 25.0 27.3 27.6 25.4 22.6 17.5 13.7
საშუალო დაბალი °C 7.5 6.9 8.7 11.7 16.0 19.8 22.2 22.6 19.9 17.1 12.5 9.2
ნალექი მმ 77.6 40.9 34.4 17.7 8.8 2.7 0.6 0.4 7.1 13.8 53.1 94.5
წყარო: Meteorological Service (Cyprus)[1] 30 ივნისი, 2019
Source #2: Meteo Climat (record highs and lows)[2] 17 დეკემბერი, 2018

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Meteorological Service – Climatological and Meteorological Reports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26.
  2. Station Maceio French. Meteo Climat. ციტირების თარიღი: 17 December 2018.
  3. Se llevan a cabo gestiones para realizar hermanamiento entre Lárnaca y Acapulco Spanish. ციტირების თარიღი: 2 February 2017.
  4. Partner (Twin) towns of Bratislava. Bratislava-City.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 July 2013. ციტირების თარიღი: 5 August 2013.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Αδελφοποιήσεις – Twinnings. Central Union of Municipalities & Communities of Greece. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 14 April 2014.