შინაარსზე გადასვლა

კურფიურსტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჩევის ილუსტრაცია (მაცხნიდან მარჯვნივ: კელნის, მაინცის და ტრირის არქიეპისკოპოსები, პფალცის, საქსონიის და ბრანდენბურგის მთავრები და ბოჰემიის მეფე).

კურფიურსტები (გერმ. Kurfürsten, სიტყვასიტყვით — ამომრჩეველი მთავრები < Kur — ამორჩევა და Fürst — მთავარი) — „საღვთო რომის იმპერიაში“ მთავრები, რომელთაც XIII საუკუნიდან მიენიჭათ მეფის (იმპერატორის) არჩევის უფლება. კურფიურსტები იყვნენ: ტრირის, კელნის და მაინცის არქიეპისკოპოსები, საქსონიის, პფალცის, ბრანდენბურგის საერო მთავრები და ბოჰემის (ჩეხიის) მეფე. კურფიურსტების უფლებები და განსაკუთრებული პრივილეგიები იურიდიულად კარლ IV-ის ოქროს ბულით (1356) გაფორმდა. რაიხსტაგში კურფიურსტების კოლეგიამ შეადგინა პირველი კურია. იმპერიის გაუქმებასთან ერთად (1806) კურფიურსტთა კოლეგია გაუქმდა. ფორმალურად კურფიურსტების ტიტული მხოლოდ ჰესენ-კასელის მფლობელებმა შეინარჩუნეს 1988 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]