კრივი
ტიპი | სპორტის სახეობა და სპორტი დამსწრე მაყურებლით |
---|---|
აღჭურვილობა | boxing glove და boxing ring |
ქვეყანა/რეგიონი | ინგლისი |
მოთამაშეების მინიმალური რაოდენობა | 2 |
მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა | 2 |
კრივი — სპორტის სახეობა, ორ სპორტსმენს შორის მუშტით ბრძოლა განსაკუთრებული წესების დაცვით. განვითარდა მუშტი-კრივიდან, რომელიც ცნობილი იყო ეგვიპტესა და ბაბილონში, ანტიკურ საბერძნეთში.
კრივი შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. კრივის წესები (უხელთათმანოდ) შეიმუშავეს XVIII საუკუნეში ინგლისში; 1867 წელს დაამტკიცეს ხელთათმანებით კრივის პირველი წესები. შეჯიბრება კრივში ტარდება 250-300 გრამიანი რბილი ხელთათმანებით რინგზე სამწუთიანი რაუნდით, რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებაა. გამარჯვება ეძლევა იმ მოკრივეს, რომელმაც წარმატებით ჩატარებული შეტევებით მოაგროვა მეტი ქულა, მოიგო ნოკაუტით ან თუ მოწინააღმდეგეს აღარ შეუძლია ბრძოლა, დისკვალიფიცირებულია ან უარს ამბობს ბრძოლის გაგრძელებაზე. კრივში აკრძალულია დარტყმა წელსქვევით, კეფაში, ზურგში, თავის დარტყმა. ბრძოლას სჯის რეფერი (მსაჯი რინგზე) და 3-5 მსაჯი რინგს გარეთ.
კრივი იყოფა ორ ნაწილად: სამოყვარულო და პროფესიონალური. სამოყვარულო კრივი იმით განსხვავდება პროფესიონალურისგან, რომ მასში არის სამი სამწუთიანი რაუნდი, ბრძოლა ტარდება 10 ან 12 ზომა ხელთათმანებით, მოკრივეებს აცვიათ ტრუსი და მაისური, რომელიც მათი კუთხის ფერის შესაბამისი უნდა იყოს და ახურავთ დამცავი შლემები. სამოყვარულო კრივში არის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიები, რომელებიც შესაბამისად კიდევ იუოფა წონით კატეგორიებად. ასაკობრივი კატეგორიებია: ბავშვები (შკოლნიკები) რომელშიც 13-14 წლის მოკრივეები გამოდიან, კადეტები, 15-16 წლის მოკრივეების ასაკობრივი კატეგორია, 17-18 ახალგაზრდები და ბოლოს სენიორები. სამოყვარულო კრივში არის უფრო მკაცრი წესები ვიდრე პროფეისონალურში. 3 ერთნაირ შენიშვნაზე მოკრივის მოწინააღმდეგეს ეწერება 2 ქულა. ხოლო 5 ერთინაირ შენიშვნაზე მოკრივეს აძლევენ დისკვალიფიკაციას.
სამოყვარულო კრივის მსოფლიო ფედერაციას ეწოდება AIBA. ამ ფედერაციის ეგიდით ტარდება ევროპის, მსოფლიო, ოლიმპიადის შესარჩევი და ოლიმპიური ჩემპიონატები. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც ჩატარდა მილანში, შედგა მოლაპარაკებები და დაფუძნდა ნახევრად პროფესიონალური კრივის ლიგა, რომელსაც ეწოდება WSB (world series of boxing). ამ ლიგაში მონაწილეობას იღებენ მოყვარულები და ჩხუბობენ პროფესიონალური წესებით 5 რაუნდს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ფრანგული) კრივის ლექსიკა დაარქივებული 2008-12-19 საიტზე Wayback Machine.
- (ფრანგული) Fiches pratiques de la boxe დაარქივებული 2009-01-22 საიტზე Wayback Machine.
- (ფრანგული) მსოფლიო კრივისა და მოკრივეების ისტორიები დაარქივებული 2012-01-04 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) Association internationale de boxe amateur (AIBA) დაარქივებული 2013-07-29 საიტზე Wayback Machine.
- (ფრანგული) მდოფლიო პრეფესიანალური კრივის ფედერაცია (WPBF) დაარქივებული 2013-07-27 საიტზე Wayback Machine.
- (ფრანგული) RDS Boxe (Canada)
- (ინგლისური) BoxRec.com - Site encyclopédique sur la boxe en langue anglaise
- (ფრანგული) Cultureboxe - Site qui propose un autre regard sur la boxe
- (ფრანგული) FranceboxeTV - Portail vidéo de la boxe en France დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.