შინაარსზე გადასვლა

კოშკიღელის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოშკიღელის ღვთისმშობლის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომის უბან ლიკანში, უბნის დასავლეთით. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში. არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე ლიკანის ეკლესიის აგება ივარაუდება VII-IX საუკუნეებით. ამჟამად ეკლესია საკმაოდაა დაზიანებული და ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.

ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ეკლესიის მთავარი ნაწილია აფსიდით დასრულებული ნავი. დამატებითი სადგომები აქვს დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. მოგვიანებით ეკლესიას დასავლეთის მხრიდან მიადგეს სამრეკლო, რასაც გვაუწყებს სამრეკლოს შესასვლელის მარცხენა ბოძზე არსებული ასომთავრული წარწერა, რომლის მიხედვითაც ვგებულობთ, რომ აღნიშნული სამრეკლო ადგილობრივი ფეოდალის ქიშვად ავალიშვილისა და მისი მეუღლის, ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის ასულის, თამარის მიერ ყოფილა აშენებული. წარწერა ასე იკითხება

ვიკიციტატა
„ქ. იპრიანა ლიკნისა ღ(მრ)თისმშობელმა და აღვაშენე სა{მ}რეკლო ესე, მე, ქიშვად ავალიშვილმა და თანამეცხედრემან, მეფეთა [მე]ფის ასულმა თამარ და მათთა მშობელთა...“

სამრეკლოზე ასასვლელად მიშენებულია ქვაყორის კიბე, სამრეკლოს ზედა ნაწილი კი მონგრეულია.

კოშკიღელის ღვთისმშობლის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]