შინაარსზე გადასვლა

კონგი: თავის ქალის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კონგი: თავის ქალის კუნძული“
რეჟისორი ჯორდან ვოგტ-რობერტსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება კინგ კონგი
მერიან კუპერი
ედგარ უოლესი
ისტორია
როლებში
კომპოზიტორი ჰენრი ჯეკმანი
ოპერატორი ლარი ფონგი
მონტაჟი რიჩარდ პირსონი
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 28 თებერვალი, 2017 (2017-02-28) (Odeon Leicester Square)
  • 10 მარტი, 2017 (2017-03-10) (აშშ)
  • 24 მარტი, 2017 (2017-03-24) (ჩინეთი)
ხანგრძლივობა 118 წთ[1]
ქვეყანა
  • აშშ
  • ჩინეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 185 მილიონი აშშ დოლარი[2][3]
შემოსავალი 566.7 მილიონი აშშ დოლარი[3]

კონგი: თავის ქალის კუნძული (ინგლ. Kong: Skull Island) — 2017 წლის ფილმი, გადაღებული რეჟისორ ჯორდან ვოგტ-რობერტსის მიერ, დენ გილროის, მაქს ბორენსტაინის და დერეკ კონოლის სცენარის მიხედვით, ჯონ გეტინსის ამბის მიხედვით. იგი არის კინგ კონგის სერიის ახლად გაშვება და Legendary-ს MonsterVerse-ის სერიის მეორე ფილმი. როლებს ასრულებენ ტომ ჰიდლსტონი, სემიუელ ლეროი ჯექსონი, ჯონ გუდმენი, ბრი ლარსონი, ძინ ტიანი, ტობი კებელი, ჯონ ორტიზი, კორი ჰოუკინსი, ჯეისონ მიჩელი, ში უიგემი, თომას მანი, ტერი ნოტერი და ჯონ კრისტოფერ რაილი. სიუჟეტის მიხედვით, მეცნიერები და ვიეტნამის ომის ვეტერანები მოგზაურობენ წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე და ხვდებიან გიგანტურ გორილა კონგს.

ფილმის გადაღება დაიწყო 2015 წლის 19 ოქტომბერს, ჰავაის კუნძულებზე და ვიეტნამის სხვადასხვა კუთხეებში. მისი პრემიერა გაიმართა 2017 წლის 28 თებერვალს, ლონდონის Odeon Leicester Square-ში. ფილმი გამოვიდა 2017 წლის 10 მარტს, 2D, 3D, IMAX 3D და Dolby Cinemas-ის ფორმატებში. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს, ხოლო შემოსავალმა 566.7 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა (185 მილიონის ბიუჯეტით).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]