კომპიენი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კომპიენი Compiègne | |||
ქალაქის მერია | |||
| |||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||
რეგიონი | პიკარდია | ||
დეპარტამენტი (საფრანგეთი)|საფრანგეთის დეპარტამენტები|დეპარტამენტი | უაზა | ||
კოორდინატები | 49°24′54″ ჩ. გ. 2°49′23″ ა. გ. / 49.41500° ჩ. გ. 2.82306° ა. გ. | ||
მმართველი | Philippe Marini | ||
ფართობი | 53,10 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 41 მეტრი, 31 მეტრი, 134 მეტრი | ||
მოსახლეობა | 40 517 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 763 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 60200 | ||
საფოსტო ინდექსი | 60200[1] | ||
ოფიციალური საიტი | mairie-compiegne.fr | ||
კომპიენი (ფრანგ. Compiègne) — ქალაქი ჩრდილოეთ საფრანგეთში, პიკარდიის რეგიონის უაზის დეპარტამენტში. მდებარეობს ამიენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 65 კილომეტრში, ხოლო პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 71 კმ-ში. ქალაქში გაედინება მდინარე უაზა. კომპიენის მახლობლად მდებარეობს ვრცელი კომპიენის ტყე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]888 წელს კომპიენში ტახტზე ავიდა საფრანგეთის მეფე ედი. 1430 წელს, ასწლიანი ომის პერიოდში, კომპიენის გასათავისუფლებლად ჯარით მიმავალი ჟანა დ’არკი ბურგუნდიელებმა ტყვედ აიყვანეს. 1630 წელს აქ გადაასახლეს ლუი XIII-ის დედა მარია მედიჩი, საიდანაც ერთი წლის შემდეგ მარია მედიჩი ბრიუსელში გაიქცა.
1794 წელს დაპატიმრეს და 17 ივლისს სიკვდილით დასაჯეს კონტრევოლუციაში ბრალდებული 16 მონაზონი, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა კომპიენელი მოწამეების სახელით.
1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში, რკინიგზის ვაგონში ხელი მოაწერეს კომპიენის ზავს, რომლის ძალითაც პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. 22 წლის შემდეგ, 1940 წლის 22 ივნისს ამავე ვაგონში, ხელი მაწერეს მეორე ზავს, რომლის მიხედვითაც ჰიტლერმა მოახდინა საფრანგეთის ოკუპაცია. მოგვიანებით კომპიენში საკონცენტრაციო ბანაკი ჩამოყალიბდა.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კომპიენის სასახლე
- კომპიენის საიმპერატორო თეატრი
- კომპიენის წმინდა ჟაკის ეკლესია
- კომპიენის წმინდა ანტუანის ეკლესია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- City council website
- Le musée du château/The Château museum დაარქივებული 2013-01-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- SAND Project site დაარქივებული 2006-08-26 საიტზე Wayback Machine.
- Memorial to Nazi/French Internment Camp and Deportations During WW2
- Steven Lehrer's Compiègne site
- INTERREG
- ↑ Base officielle des codes postaux — La Poste, 2018.