კირიბატი
კირიბატის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: Te Mauri, Te Raoi ao Te Tabomoa | ||||||
ჰიმნი: Teirake Kaini Kiribati |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სამხრეთი ტარავა 1°28′ ჩ. გ. 173°02′ ა. გ. / 1.467° ჩ. გ. 173.033° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | კირიბატული ენა, ინგლისური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ანოტე ტონგი | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | ტეიმა ონორიო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 812,34 კმ2 (186-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 105 432 (197-ე) | ||||
- | 2010 აღწერა | 103 058 | ||||
- | სიმჭიდროვე | 126,87 ად კაცი/კმ2 (73-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $206 მილიონი (213-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2,358 (136-ე) | ||||
ვალუტა | ავსტრალიური დოლარი (AUD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+12:00, UTC+13:00, UTC+14:00 | |||||
ქვეყნის კოდი | KIR | |||||
Internet TLD | .ki | |||||
სატელეფონო კოდი | +686 |
რესპუბლიკა კირიბატი (ინგლ. Republic of Kiribati, გამოითქმის IPA: [ˈkiribas]) — წყნარი ოკეანის სახელმწიფო მიკრონეზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება მარშალის კუნძულებისა და მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ტერიტორიულ წყლებს, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით - ნაურუს, სოლომონის კუნძულებისა და ტუვალუს ტერიტორიულ წყლებს, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით - ტოკელაუს, კუკის კუნძულებისა და საფრანგეთის პოლინეზიისს ტერიტორიულ წყლებს. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანის ნეიტრალურ წყლებს, ასევე აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულებს. სანაპირო ზოლის სიგრძეა 1143 კმ. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა (გეზ) — დაახლოებით 3,5 მილიონი კმ². შიდა წყლები - დაახ. 22 კმ საბაზისო ხაზიდან. კირიბატის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 33 მცირე ატოლი, რომელთაგან 20 დაუსახლებელია. მათგან 16 კუნძული და ატოლი გილბერტის კუნძულებშია, 8 კუნძული ფენიქსის კუნძულებში და 8 კუნძული კი ლაინის კუნძულებშია. კირიბატის ეკუთვნის განცალკევებით მყოფი კუნძული ბანაბა. საერთო ფართობია — 812,34 კმ². კირიბატის მოსახლეობაა — 103 058 ადამიანი.[1] (2010, აღწერა). დედაქალაქი - სამხრეთი ტარავა. დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან გამოცხადდა 1979 წლის 12 ივლისს, ამავე წელს მას ოფიციალურად ეწოდა რესპუბლიკა კირიბატი. 1983 წელს ძალაში შევიდა მეგობრობის შესახებ შეთანხმება აშშ-სა და კირიბატის რესპუბლიკას შორის, რის თანახმადაც აშშ უარს აცხადებდა ლაინისა და ფენიქსის კუნძულებში განლაგებული 14 კუნძულის პრეტენზიაზე და აღიარა ისინი კირიბატის რესპუბლიკის შემადგენელ ნაწილად.
დასახელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის თანამედროვე დასახელება წარმოიქმნა გილბერტის კუნძულების დამახინჯებული ინგლისური დასახელებისაგან — „Gilbert Islands“, რომელიც ადგილობრივ კირიბატულ ენაზე წარმოითქმის როგორც [kiri:ba:s], ხოლო იწერება როგორც Kiribati.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგადი გეოგრაფია და გეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის ყველა კუნძული — ატოლებია (ბანაბას კუნძული — ამოწეული ატოლი). ჩარლზ დარვინის თეორიის თანახმად, ატოლების ჩამოყალიბება ხდებოდა ვულკანური კუნძულების ჩაძირვის შედეგად, რომელთა ზედაპირზე თანდათანობით იზრდებოდა მარჯანი. ჯერ ხდებოდა გაქვავებული რიფების ფორმირება, ხოლო შემდგომში ბარიერული რიფების, რომლებიც თანდათანობით ივსებოდა მარჯანით. შედეგად იქმნებოდა ატოლის ხმელეთი[2]. მეცნიერებმა მარშალმა და იაკობსონმა დაუშვეს, რომ ატოლი ტარავა ჩამოყალიბდა დაახლოებით 2500 წლის წინ[3]. გილბერტის კუნძულები წარმოიქმნენ მიკრონეზიული შემაღლების მთების წყალქვეშა მწვერვალზე. ფენიქსის კუნძულები — წყნარი ოკეანის ფილაქნის სამხრეთი ნაწილის მთის ქედებზე, ლაინის კუნძულები მდებარეობენ ოკეანის ზედაპირთან ამოწეულ წყალქვეშა მთის ქედების მწვერვალებზე, რომელიც აღმოსავლეთიდან ზღუდავს წყნარი ოკეანის ცენტრალურ ქვაბულს.
კირიბატის რესპუბლიკა შედგება 32 დაბალი ატოლისაგან და 1 ბანაბას ამოწეული ატოლისაგან. ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 812,34 კმ²-ს[4]. მანძილი ქვეყნის ყველაზე დასავლეთით მდებარე კუნძულსა და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულს შორის შეადგენს დაახლოებით 4000 კმ-ს.
32 ატოლი და 1 ბანაბას კუნძული დაყოფილია კუნძულების 4 ჯგუფად:
- 16 კუნძული შედის გილბერტის კუნძულებში, ატოლ ტარავას ჩათვლით;
- კუნძული ბანაბა (ეს ულაგუნო მარჯნის კუნძული, რომელიც მდებარეობს ატოლ ტარავადან დაახლოებით 400 კმ-ში დასავლეთით, გილბერტის კუნძულებთან მჭიდრო სოციალური და პოლიტიკური კავშირების გამო ხშირად განიხილება, როგორც ამ კუნძულების ერთ-ერთი კუნძული.) — კუნძულ ნაურუსთან ახლოს მდებარე;
- 8 კუნძული შედის ფენიქსის კუნძულებში;
- 8 კუნძული შედის ლაინის კუნძულებში (ან ცენტრალური პოლინეზიური სპორადები) (რიფი კინგმენი, კუნძული ჯერვისი და პალმირას ატოლი, ასევე შედიან ლაინის კუნძულებში, მაგრამ ეკუთვნიან აშშ-ის ტერიტორიას.).
გილბერტის კუნძულები — კუნძულთა ჯგუფი მიკრონეზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. საერთო ფართობია — დაახლოებით 279 კმ². არქიპელაგის საზღვრებში შეიძლება გამოიყოს სამი ქვეჯგუფი, რომლებიც განსხვავდება ნალექების რაოდენობით: გილბერტის კუნძულების ჩრდილოეთის კუნძულები (მაკინი და ბუტარიტარი), გილბერტის კუნძულების ცენტრალური კუნძულები (ყველა ატოლები მარაკეიდან არანუკამდე) და გილბერტის კუნძულების სამხრეთი კუნძულები (ნონოუტიდან არორაემდე)[5]. ამ კუნძულების ატოლ ტარავას ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — სამხრეთი ტარავა.
გილბერტის კუნძულებიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 1480 კმ-ში მდებარეობს ფენიქსის კუნძულები — არქიპელაგი 9 დაუსახლებელი და 1 დასახლებული (კანტონი) ატოლებისაგან პოლინეზიაში. შემდეგ აღმოსავლეთით განლაგებულია ლაინის კუნძულები (ან ცენტრალური პოლინეზიური სპორადები), მსოფლიოში ყველაზე დიდი შობის კუნძულისა (ან კირიტიმატი) და კირიბატიში ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულის კაროლაინის ჩათვლით.
ლაინის კუნძულების ყველა კუნძული, კირიტიმატის, ტაბუაერანისა და ტერაინას კუნძულების გარდა, და ფენიქსის კუნძულების ყველა კუნძული, ატოლ კანტონის გარდა, დაუსახლებელია. ატოლებს, გამოყოფილებს უამრავი ვიწრო სრუტეებით, უპირატესად აქვთ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ წაგრძელებული ფორმა. კირიბატის ატოლების უმრავლესობაზე არსებობენ პატარა მარილიანი ლაგუნები, ან მთლიანად შემოფარგლული ხმელეთით (როგორც ატოლ მარაკეიზე), ან ნაწილობრივ (როგორც ატოლებზე ნონოუტი და ტაბიტეუეა). მარშალის კუნძულებთან და ტუვალუსთან შედარებით ლაგუნები გილბერტის კუნძულებზე არ არის ღრმა[6] (ატოლ ტარავას ლაგუნის მაქსიმალური სიღრმე შეადგენს 25 მეტრს)[7].
ქვეყნის უმაღლესი წერტილია — უსახელო ადგილი კუნძულ ბანაბაზე (81 მეტრი).
1979 წლამდე კუნძულ ბანაბაზე, რომელზეც იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ფოსფორიტების მარაგი, ხდებოდა ფოსფატების მოპოვება, რამაც მოიტანა მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემები. შედეგად ამ კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადასახლდა ფიჯის კუნძულ რამბიზე. ასევე სავარაუდოა, რომ კირიბატის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ოკეანის ფსკერზე არსებობს რკინა-მანგანუმის კონკრეციის, ასევე კობალტის მსხვილი დანაგროვი, მაგრამ დღეისათვის მათი მოპოვება ეკონომიკური არამიზნობრიობის გამო არ ხდება[8].
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გილბერტის კუნძულების დიდი ნაწილი, ლაინის კუნძულებისა და ფენიქსის კუნძულების რამდენიმე კუნძული განლაგებულია ეკვატორული ოკეანის კლიმატური ზონის მშრალ ზოლში[9].
ადგილობრივი მოსახლეობა ძველი დროიდან დაწყებული წელიწადში გამოყოფს ორ სეზონს. მათგან პირველია — Aumeang, რომელიც იწყება ცაზე კუროს თანავარსკვლავედის ვარსკვლავთა გროვაში პლეადების გამოჩენისთანავე. მეორე სეზონია — Aumaiaki, რომელიც იწყება ცაზე ღრიანკალის თანავარსკვლავედის გამოჩენისთანავე. პირველი სეზონი, როგორც წესი გრძელდება ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით, მეორე — აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით. უფრო წვიმიანია სეზონი Aumeang, ხოლო სეზონი Aumaiaki უფრო მშრალია. ქარების მიმართულების გამოკვლევები, რომლებიც მიმდინარეობდა ატოლ ტარავაზე 1978 წლიდან 1983 წლამდე, აჩვენებს იმას, რომ დეკემბრიდან მაისის ჩათვლით უფრო ხშირია ქარები, რომლებიც ქრის აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ხოლო აპრილ—ნოემბერში — აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ამასთან ქარი დეკემბრიდან მაისის ჩათვლით ქრის ძლიერად[10].
კირიბატის კლიმატი დამოკიდებულია კონვერგენციის ორ ზონაზე: ტროპიკულ შორის ზონა, რომელიც განსაზღვრავს ნალექების დონეს ჩრდილოეთ ატოლებზე, და სამხრეთ წყნარი ოკეანის, რომელიც განსაზღვრავს ნალექების დონეს სამხრეთ ატოლებზე. ეს ორი ცნება აკავშირებს ორ ანომალიას — მოვლენებს ელ-ნინიო და ლა-ნინია. ელ-ნინიოს დროს კონვერგენციის ტროპიკულ შორის ზონა მოძრაობს ჩრდილოეთით ეკვატორისკენ, ლა-ნინიას დროს — სამხრეთით ეკვატორიდან. ლა-ნინიას შემთხვევაში კირიბატის კუნძულებზე შეიმჩნევა ძლიერი გვალვა, ელ-ნინიოს შემთხვევაში კი — ძლიერი წვიმები.
გილბერტისა და ლაინის კუნძულების ჩრდილოეთ ატოლებზე, შობის კუნძულის გარდა, უფრო მეტი ნალექები მოდის, ვიდრე სამხრეთით მდებარე ატოლებზე. ნალექების დონე კირიბატიში მერყეობს 1100 მმ-დან გილბერტის კუნძულების სამხრეთში (ატოლი ტამანა) 3000 მმ-მდე წელიწადში ჩრდილოეთში (ატოლი ბუტარიტარი) და 4000 მმ-დან ლაინის კუნძულებზე (ატოლი ტერაინა) 800 მმ-მდე ფენიქსის კუნძულებზე (ატოლი კანტონი)[10][11]. ტროპიკული შტორმი ხდება საკმაოდ იშვიათად[9].
წელიწადში ყველაზე მშრალი თვეებია მაისი და ივნისი. წვიმის სეზონი გილბერტის კუნძულებზე გრძელდება ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით. პერიოდულად ხდება გვალვები (განსაკუთრებით გილბერტის კუნძულების ცენტრალურ და სამხრეთ კუნძულებზე, ფენიქსის კუნძულებზე და შობის კუნძულზე), რომლებიც ახდენს დამღუპველ ზემოქმედებას სასოფლო სამეურნეო მცენარეებზე (უპირველეს ყოვლისა ქოქოსის პალმაზე).
წლის საშუალო ტემპერატურა კირიბატიში მერყეობს 26 °С-დან 32 °C-მდე[11]. ყველაზე უფრო ცხელი თვეებია — სექტემბერი-ნოემბერი, ყველაზე ცივი — იანვარი-მარტი.
ქვეყნის მომავალს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის გლობალური დათბობა, მათ შორის მასთან დაკავშირებული მსოფლიო ოკეანის დონის აწევა, რის შედეგადაც დაბალი კუნძულები (5 მეტრზე დაბლები) შესაძლოა მოექცნენ წყლის ქვეშ. 2010 წლის ნოემბერში კირიბატის პრეზიდენტმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა კირიბატის დედაქალაქ სამხრეთ ტარავაში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, რომლებსაც შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ატმოსფეროს დაჭუჭყიანებაში სითბური აირებით, ყურადღება გაამახვილებინა ამ პრობლემაზე და განაცხადა, რომ კირიბატის რესპუბლიკა მზად უნდა იყოს გლობალური დათბობის ყველა შედეგზე, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეთა გადასახლების აუცილებლობაზე[12].
ნიადაგი და ჰიდროლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის ნიადაგი — მაღალტუტოვანია, მარჯნული წარმოშობის, საკმაოდ ღარიბი. როგორც წესი ისინი ფოროვანია, რის გამოც ძალიან ცუდად ინახავს ტენს. აქაური ასეთი ნიადაგი შეიცავს ძალიან ცოტა ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს კალციუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის გამოკლებით[13]. ნიადაგის ქვეშ ორგანული ნახშირბადის შემცველობა საკმაოდ დაბალია (0,5 %-ზე ნაკლები) იმ ადგილების გამოკლებით, სადაც მოჰყავთ ისეთი სასოფლო სამეურნეო მცენარეები, როგორიცაა ტარო (ლათ. Cyrtosperma chamissonis). ფოსფატური ნიადაგი გავრცელებულია მთელ რესპუბლიკაში. ასევე გვხვდება ყავისფერ-წითელი ნიადაგი, რომლებიც ჩამოყალიბდა ტყის მცირე მასივებში დაგროვილი მცენარე ლათ. Pisonia grandis-ის გუანოსაგან.
კირიბატიზე მდინარეები არ არსებობს ატოლების მცირე ფართობის, დაბალი სიმაღლის, ნიადაგის ფორიანობის გამო. ამის ნაცვლად გადაუღებელი წვიმების შედეგად წყალი, რომელიც შედის ნიადაგის სიღრმეში, წარმოქმნის მცირე მარილიანი წყლის ლინზას. მასთან მიახლოება შეიძლება ჭის ამოთხრის შემთხვევაში. წყალთან ერთად, რომელიც შეიძლება წვიმის შემდეგ მოვაგროვოთ ქოქოსის პალმის ფოთლებიდან, ეს ლინზები — მტკნარი წყლის ერთადერთი წყაროა კირიბატის კუნძულების უმრავლესობაზე. გრუნტის წყლების სიმლაშე როგორც წესი კლებულობს ლაგუნიდან და ოკეანიდან დაშორებისას. გრუნტის წყლების ადგილმდებარეობა და დონე ბევრად განსაზღვრავს ფლორის, ჭების ადგილმდებარეობისა და დასამუშავებელი მიწების თავისებურებებს. ურბანიზაციის არაკონტროლირებადმა პროცესმა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ სამხრეთ ტარავაში გამოიწვია ზოგიერთ ადგილებში გრუნტის წყლებში დალექილი წყლების მოხვედრა[14]. ატოლებზე მტკნარი წყლების არსებულ მარაგს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მსოფლიო ოკეანის წყლის დონის აწევა[15]. მტკნარი წყლის ტბები არის მხოლოდ შობისა და ტერაინას კუნძულებზე[16]. მთლიანად კირიბატის რესპუბლიკის კუნძულებზე არის დაახლოებით 100 მცირე მარილიანი ტბა, რომელთაგან ზოგიერთს აქვს რამდენიმე კილომეტრიანი დიამეტრი[16].
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხმელეთის მცირე ფართობის, კონტინენტებისგან დაშორების, ატოლების შედარებით ახალგაზრდა გეოლოგიური ასაკის, ასევე გილბერტის კუნძულების მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო ქვეყანაში არსებობს ადგილობრივი მცენარეულობის სულ 83 სახეობა, რომელთაგან არც ერთი არ არის ენდემური. მცენარეთა რვა სახეობა, სავარაუდოდ, შემოიტანეს აბორიგენებმა, ხოლო კუნძულებზე სხვადასხვა დროს აღმოჩენილი ჭურჭლოვანი მცენარეების ჯამური რაოდენობა — დაახლოებით 306 სახეობაა[17].
აბორიგენების მიერ შემოტანილ მცენარეებს შეიძლება მიეკუთნოს გიგანტური ჭაობის ტარო (ლათ. Cyrtosperma chamissonis), ტარო (ლათ. Colocasia esculenta), გიგანტური ტარო (ლათ. Alocasia macrorrhiza), იამსი (ლათ. Dioscorea spp.), პურის ხის ორი სახეობა (ლათ. Artocarpus altilis და ლათ. A. mariannensis) და ტაკა (ლათ. Tacca leontopetaloides)[18]. მცენარეებს პანდანუსს (ლათ. Pandanus tectorius) და ქოქოსის პალმას (ლათ. Cocos nucfera) ალბათ აქვთ ორმაგი წარმოშობა: ზოგ კუნძულებზე ეს ძირძველი მცენარეებია, ხოლო სხვებზე — ადამიანის მიერ შემოტანილი[18]. ოთხი მცენარე: ტარო, ქოქოსის პალმა, პურის ხე და პანდანუსი — ასრულებდნენ და ახლაც ასრულებენ ერთ-ერთ მთავარ როლს ადგილობრივი მაცხოვრებლების კვებაში. ასევე გვხვდება ოკეანეთის ყველა ატოლისთვის დამახასიათებელი მცენარეები ლათ. Scaevola taccada (კირიბ. te mao), ლათ. Tournefortia argentea (კირიბ. te ren), ლათ. Morinda citrifolia (კირიბ. te non), ლათ. Guettarda speciosa (კირიბ. te uri), ლათ. Pemphis acidula (კირიბ. te ngea) და მანგროს ტყეები.
ზღვის ფაუნის ძირითადი წარმომადგენლებია — კიბორჩხალები (ლათ. Nephropidae), პალმის ქურდები (ლათ. Birgus latro), ტრიდაკნები (ლათ. Tridacna), კონიდები (ლათ. Conidae) (ზღვის მუცელფეხიანების ოჯახის), ჰოლოთურიები (ან ზღვის კიტრები)[16]. კუნძულების სანაპირო წყლები ძალიან მდიდარია თევზებით (დაახლოებით 600—800 სახეობა) და მარჯნებით (დაახლოებით 200 სახეობა)[11]. თევზი მუდამ იყო ძირითადი საკვები წყარო ადგილობრივი მოსახლეობისათვის. სანაპირო წყლებში გვხვდება რიფის ქორჭილები (ლათ. Lutjanidae), ალბულები (ლათ. Albula vulpes), ხანოსები (ლათ. Chanos chalzos), დიდთავიანი კეფალი (ლათ. Valamugil), სტავრიდა (ლათ. Caranx spp.). გვხვდება ზღვის კუების რამდენიმე სახეობა[16].
კირიბატის ძუძუმწოვრების სამყარო საკმაოდ ღარიბია. ერთადერთი კირიბატიზე XIX საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკული სამეცნიერო ექსპედიციის მიერ შემჩნეული ხმელეთის ძუძუმწოვარი იყო პატარა ვირთხა (ლათ. Rattus exulans)[19]. მაცხოვრებლები აშენებენ შინაურ ფრინველებსა და ღორებს. ორნიტოფაუნის სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია: მთლიანად ქვეყანაში ბუდობს ფრინველთა 75 სახეობა, რომელთაგან ერთი ენდემურია — შობის კუნძულის ლათ. Acrocephalus aequinoctialis[20]. ლაინისა და ფენიქსის უმრავლესი კუნძულები წარმოადგენენ საკმაოდ დიდ ფრინველთა ბაზარს[21]. კუნძულები მოლდენი და სტარბაკი, ასევე შობის კუნძულის ნაწილი გამოცხადებულია ზღვის ნაკრძალებად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის კუნძულების დასახლებაზე და მის ადრეულ ისტორიაზე ძალიან ცოტაა ცნობილი. მიუხედავად ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ კირიბატის თანამედროვე მოსახლეობის წინაპრები მოვიდნენ გილბერტის კუნძულებზე აღმოსავლეთ მელანეზიიდან ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში. ლაინისა და ფენიქსის კუნძულები ევროპელებისა და ამერიკელების მიერ მათ აღმოჩენამდე დაუსახლებლები იყვნენ. მაგრამ ამ ატოლებზე დარჩა ადამიანების შორეულ წარსულში ყოფნის კვალი. ამან მეცნიერები დააინტერესა გამოეკვლიათ და დაესაბუნებინათ ადგილობრივი მაცხოვრებლების გაქრობის მიზეზები ლაინისა და ფენიქსის კუნძულებზე. ერთ-ერთი გავრცელებული აზრია — ის, რომ მცირე ფართობის, სხვა არქიპელაგებთან დიდი დაშორების, მშრალი კლიმატისა და მტკნარი წყლის დეფიციტის პირობებში ამ კუნძულებზე ცხოვრება იქნებოდა ძალზე ძნელი. ამიტომ ხალხი იძულებული გახდა ძალიან მალე მიეტოვებინათ დასახლებული კუნძულები.
კუნძულები პირველად აღმოაჩინეს ბრიტანულმა და ამერიკულმა გემებმა XVII საუკუნის ბოლოს — XIX საუკუნის დასაწყისში. მათ გილბერტის კუნძულები დაარქვა რუსმა მოგზაურმა ადმირალმა ივან კრუზენშტერნმა 1820 წელს, ინგლისელი კაპიტნის ტომას გილბერტის პატივსაცემად, რომელმაც აღმოაჩინა კუნძულები 1788 წელს („კირიბატი“ — ეს ადგილობრივი წარმოთქმაა ინგლისური სიტყვისა „gilberts“). გილბერტის კუნძულების ტრადიციული სახელია — ტუნგარუ (კირიბ. Tungaru)[22].
პირველი ბრიტანელი დამსახლებლები კუნძულებზე მოცურდნენ 1837 წელს. 1892 წელს გილბერტის კუნძულები მეზობელ ელისის კუნძულებთან ერთად გახდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი. 1916 წელს ელისის კუნძულები შეუერთდა გილბერტის კუნძულებს, რითაც ჩამოყალიბდა ერთიანი კოლონია — გილბერტისა და ელისის კუნძულები. შობის კუნძული (ან კირიტიმატი) გახდა კოლონიის ნაწილი 1919 წელს, ხოლო ფენიქსის კუნძულები — 1937 წელს.
მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული ბანაბა და გილბერტის კუნძულების უმრავლესობა, მათ შორის ატოლი ტარავა, ოკუპირებული იყვნენ იაპონიის მიერ. ტარავა — ადგილი, სადაც მოხდა ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებების არეალში (1943 წლის ნოემბერში, იაპონიისა და აშშ-ის არმიებს შორის სოფელთან ბეტიო, კოლონიის ძველ დედაქალაქთან).
1963 წელს კოლონიურმა ხელისუფლებამ ჩაატარა პირველი სერიოზული რეფორმები კოლონიის მართვაში. ჩამოყალიბდა აღმასრულებელი და საკონსულტაციო საბჭოები. საკონსულტაციო საბჭოებში დაუშვეს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, რომელთაც ნიშნავდა ადგილობრივი რეზიდენტ-კომისარი. 1967 წელს აღმასრულებელი საბჭო გადაკეთდა სამთავრობო საბჭოდ, ხოლო საკონსულტაციო საბჭო — წარმომადგენელთა პალატად კოლონიალური ადმინისტრაციის მოხელეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული 24 წევრის მონაწილეობით. 1971 წელს კოლონიამ მიიღო თვითმართვადი ტერიტორიული ერთეულის სტატუსი. მის მეთაურად დაინიშნა გუბერნატორი. ხელახლა შექმნილი საკანონმდებლო საბჭო ირჩეოდა უპირატესად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. დეპუტატები თავისი შემადგენლობიდან ირჩევდნენ წარმომადგენელს, რომელიც გამოხატავდა მათ ინტერესებს ახალ აღმასრულებელ საბჭოში.
1975 წელს კოლონია გაიყო გილბერტის კუნძულებისა და ელისის კუნძულების დამოუკიდებელ კოლონიებად. 1978 წელს ელისის კუნძულები გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო (თანამედროვე დასახელება — ტუვალუ). 1979 წლის 12 ივლისს დამოუკიდებლობა მიიღო გილბერტის კუნძულებმაც (თანამედროვე დასახელება — კირიბატის რესპუბლიკა). 1983 წელს ძალაში შევიდა ჯერ კიდევ 1979 წელს დადებული მეგობრობის შესახებ ხელშეკრულება აშშ-ისა და კირიბატის შორის, რის თანახმადაც აშშ-მ უარი თქვა ლაინისა და ფენიქსის კუნძულებში მდებარე 14 კუნძულის პრეტენზიაზე და აღიარა ისინი კირიბატის რესპუბლიკის შემადგენელ ნაწილად.
რესპუბლიკის ძირითადი პრობლემა ყოველთვის იყო კუნძულების მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე. 1988 წელს ტარავის მოსახლეობის ნაწილი გადასახლდა ქვეყნის მოსახლეობის უფრო დაბალი სიმჭიდროვის მქონე კუნძულებზე. 1999 წელს კირიბატის რესპუბლიკა გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი.
2002 წელს გამოვიდა კანონი, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევდა დაეხურა გაზეთები. ეს მოხდა პირველი წარმატებული არასამთავრობო გაზეთის გამოჩენიდან ძალიან მალე. პრეზიდენტი ტიტო ხელახლა აირჩიეს 2003 წელს, მაგრამ 2003 წლის მარტში ის გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან. 2003 წლის ივლისში პრეზიდენტად აირჩიეს ანოტე ტონგი ოპოზიციური პარტიიდან.
ატოლები მოლდენი და კირიტიმატი XX საუკუნეში გამოიყენებოდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ატომური იარაღის, ხოლო 1960-იანი წლებიდან თერმობირთვული იარაღის გამოსაცდელად.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის რესპუბლიკა იყოფა სამ კუნძულოვან ჯგუფად, რომლებიც არ ასრულებენ არანაირ ადმინისტრაციულ ფუნქციას[23]. ესენი არიან გილბერტის კუნძულები, ლაინის კუნძულები და ფენიქსის კუნძულები. თვითმმართველობის ძირითადი ერთეულებია კუნძულთა საბჭოები, რომლებიც არიან თითოეულ დასახლებულ კუნძულზე (სულ 21 კუნძული), კუნძულ ტარავაზე 3 საბჭოა, ტაბიტეუეაზე — 2 საბჭოა. საბჭოების ბიუჯეტი შედგება ადგილობრივი შემოსავლებიდან.
1970-იან წლებში ბრიტანეთის კოლონია გილბერტისა და ელისის კუნძულები დაყოფილი იყო 4 ოლქად: ელისის კუნძულები (დღეს ტუვალუ), გილბერტის კუნძულები, ლაინის კუნძულები და კუნძული ოშენი (დღეს ბანაბა)[23]. 1972 წლის 1 იანვარს კოლონია გილბერტისა და ელისის კუნძულების (ლაინის კუნძულების ოლქში) შემადგენლობაში შევიდა ლაინის კუნძულების ცენტრალური და სამხრეთი კუნძულები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდა ამერიკის შეერთებული შტატები. ეს კუნძულებია კაროლაინი, ფლინტი, სტარბაკი და ვოსტოკი. 1974 წელს ფენიქსის კუნძულები გახდა დამოუკიდებელი ოლქი (ადრე შედიოდა გილბერტის კუნძულების ოლქის შემადგენლობაში). 1975 წლის 1 ოქტომბერს ელისის კუნძულები გამოეყო გილბერტისა და ელისის კუნძულების კოლონიას და ოფიციალურად ეწოდება ტუვალუ, ხოლო კოლონია გილბერტისა და ელისის კუნძულებს ეწოდა გილბერტის კუნძულები. 1979 წლის 12 ივლისს გილბერტის კუნძულების კოლონია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ახალი დასახელებით — რესპუბლიკა კირიბატი. 1979 წლის 20 სექტემბერს ტარავაში კირიბატის რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას მეგობრობის შესახებ, რის თანახმადაც აშშ უარს ამბობდა ლაინისა და ფენიქსის კუნძულებზე მდებარე 14 კუნძულის პრეტენზიაზე: ბირნი, ვოსტოკი, გარდნერი (ნიკუმარორო), კანტონი (ადრე იყო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კონდომინიუმი), კაროლაინი, მაკ-კინი, მოლდენი, სიდნი (მანრა), სტარბაკი, ფენიქსი (რავაკი), ფლინტი, ჰული (ორონა), ენდერბერი (ადრე იყო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კონდომინიუმი) და შობის კუნძული (კირიტიმატი) (ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1983 წლის 23 სექტემბერს)[24].
№ | კუნძულთა ჯგუფი | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა,[1] ად. (2010) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|
1 | გილბერტის კუნძულები (კუნძულ ბანაბას ჩათვლით) |
სამხრეთი ტარავა | 285,52 | 93 791 | 328,49 |
2 | ლაინის კუნძულები | ბანანა | 498,90 | 9236 | 18,51 |
3 | ფენიქსის კუნძულები | კანტონი | 27,92 | 31 | 1,11 |
სულ | 812,34 | 103 058 | 126,87 |
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაოდენობა და განსახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის რესპუბლიკის კუნძულების მოსახლეობის რაოდენობის დადგენა ევროპელების მიერ მათი აღმოჩენის დროს საკმაოდ ძნელი დასადგენია. მაგრამ ფაქტია, რომ უკვე იმ პერიოდში ძირძველი მოსახლეობა ებრძოდა ატოლებზე მოსახლეობის სიმჭიდროვის პრობლემებს და, შესაბამისად, ზღუდავდნენ შობადობას, რომ არ შეჯახებოდნენ რესურსების უკმარისობას ცხოვრების შესანარჩუნებლად[25]. ევროპელების მიერ კუნძულების აღმოჩენის შემდეგ კირიბატიში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსახლეობის კვლავწარმოებაში და საზოგადოებრივ წყობაში. უპირველეს ყოვლისა, მოხდა ძირძველი მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება მათი იძულებითი გაყვანის გზით ფიჯიზე და ჰავაის კუნძულებზე პლანტაციებში სამუშაოდ, ასევე ავადმყოფობისა და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და რელიგიურ ნიადაგზე გამოწვეული კონფლიქტების შედეგად საზოგადოებრივი უწესივრობების გამო[26][27]. მიუხედავად ამისა, მეორე მსოფლიო ომის ბოლოდან კირიბატის მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობა შემცირდა ჯანდაცვის სფეროს გაჯანსაღებისა და იმპორტული საქონლის შესყიდვის შედეგად, რამაც ხელი შეუწყო ხშირი გვალვების დაძლევას კირიბატიში[25].
2010 წლის აღწერის თანახმად, კირიბატის რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 103 058 ადამიანს[1], რომელთაგან 93 791 ადამიანი[1] ცხოვრობდა გილბერტის კუნძულების 17 კუნძულზე საერთო ფართობით 279,23 კმ². სახელმწიფოს დედაქალაქში — სამხრეთი ტარავა, ცხოვრობდა 34 427 ადამიანი[1]. გილბერტის კუნძულების მოსახლეობის სიმჭიდროვე სხვადასხვაა. ყველაზე მაღალია — სამხრეთ ტარავაზე: 2443 ადამიანი კმ²-ზე[1]. ყველაზე დაბალია — ატოლ კურიაზე: 63 ადამიანი კმ²-ზე[1].
ყველა დანარჩენი მოსახლეობა ცხოვრობს ლაინის კუნძულებზე: შობის კუნძულზე, ტაბუაერანზე და ტერაინაზე. შობის კუნძულის მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 5586 ადამიანს[1]; მოსახლეობის სიმჭიდროვე — 14 ადამიანი კმ²-ზე[1]. მოსახლეობის სიმჭიდროვე კუნძულ ტერაინაზე შეადგენს 177 ადამიანი კმ²-ზე[1], მაშინ როდესაც კუნძულ ტაბუაერანზე — 58 ადამიანს კმ²-ზე[1]. კანტონის კუნძული — ფენიქსის კუნძულების ერთადერთი დასახლებული კუნძულია. მისი მოსახლეობის რაოდენობა სულ შეადგენს 31 ადამიანს[1]. ფენიქსის კუნძულების ყველა დანარჩენი ატოლი დაუსახლებელია, რაც დაკავშირებულია მტკნარი წყლის დიდი დეფიციტით.
2010 წელს კაცები შეადგენდნენ კირიბატის მთლიანი მოსახლეობის 49,3 %-ს (50 796 ად.[1]), ქალები 50,7 %-ს (52 262 ად.[1]). 2010 წელს ქალაქის მოსახლეობის წილმა შეადგინა 48,7 % (50 182 ად.[1]) სოფლის მოსახლეობის წილმა — 51,3 % (52 876 ად.[1]).
ბუნებრივი ზრდის დონემ 1990—1995 წლებში შეადგინა 1,4 % 1985—1990 წლებთან შედარებით — 2,3 %[28]. 2010 წელს 15 წლამდე ბავშვთა წილმა შეადგინა 36,1 %, ზრდასრული მოსახლეობის წილმა 16-დან 50 წლამდე — 51,8 %, 50 წელზე უფროსებმა — 12,1 %[1]. მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1990—1995 წლებში შეადგენდა 57,2 წელს, ქალებისა — 62,3 წელს[28].
მოსახლეობის მაღალი ზრდის შენარჩუნებული ტემპი ქვეყანაში ქმნის ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი შემცირების შესაძლებლიბას[29]. კუნძულების მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის, ავტოგზების მშენებლობით გამოწვეული ნიადაგის ეროზიის, გრუნტის წყლების დაბინძურების შედეგად ასევე იქმნება სახიფათო დაწოლა ატოლების მყიფე ეკოსისტემაზე, ხოლო ყოველწლიურად მზარდი მოსახლეობა სულ უფრო მკვეთრად აწყდება სასმელი წყლის უკმარისობის პრობლემას[30].
ეთნიკური შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის აბორიგენები წარმოდგენილნია ორი ეთნოსით: კირიბატელები, ანუ ტუნგარუ (თვითდასახელება ი-კირიბას), ისინი შეადგენენ ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 89,5 %-ს (92 206 ად.)[1], და ბანაბა — გილბერტის კუნძულებიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები, რომლებიც დასახლდნენ კუნძულ ბანაბაზე და საუკუნებრივი იზოლაციის შედეგად გამოეყო კირიბატელ ეთნოსს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ეთნოსად (დღეისათვის ამ ხალხის დიდი ნაწილი ცხოვრობს კუნძულ რამბიზე ფიჯიში).
ქვეყანაში ტუვალუს ხალხის წილი ძალიან დაბალია — 0,1 % (116 ად.[1]). დანარჩენი მოსახლეობა შედგება კირიბატელებისა და უცხოელების შერეული ქორწინების შედეგად დაბადებული ხალხისაგან — 9,7 % (9960 ად.[1]).
ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატელი ხალხი საუბრობს მიკრონეზიულ ენაზე — კირიბატულ ენაზე. 1979 წლამდე კირიბატის რესპუბლიკა იყო ბრიტანეთის კოლონია, ამიტომ ინგლისური ენა ოფიციალურია, თუმცა სამხრეთ ტარავას ფარგლებს გარეთ მასზე ცოტა თუ ლაპარაკობს. მისიონერების გამოჩენამდე კუნძულ ბანაბაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები ლაპარაკობდნენ განსაკუთრებულ ენაზე, რომელიც, გაქრა (რაიმე ტექსტი ამ ენაზე არ შემორჩა, რადგან არ არსებობდა მისი დამწერლობის ფორმა).
1857 წელს ამერიკელმა მისიონერმა ჰირამ ბინგჰემ II-მ დააარსა მისია კუნძულ აბაიანგზე (ადრე იწოდებოდა კუნძულ შარლოტად — ატოლი გილბერტის კუნძულებზე). მან შეიმუშავა ლათინურ ანბანზე დაფუძნებული კირიბატის ენის დამწერლობის ფორმა, რომელიც დღემდე გამოიყენება. კირიბატის ანბანი შედგება 13 ასოსაგან. ინგლისური ენიდან ნასესხები სიტყვები ადაპტირდება კირიბატულ ფონეტიკასთან, მაგალითად, სიტყვა კირიბ. te ka „მანქანა“ (ინგლ. car).
რელიგიური შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქრისტიანობამდე კუნძულებზე გავრცელებული იყო ტრადიციული აღმსარებლობა (კირიბ. te maka — „ჯადოქრობა“). ისინი მოიცავდნენ ღმერთ ნარეაუს თაყვანისცემას, სულებისა და მოჩვენებების რწმენას. დღეისათვის მორწმუნეთა უმრავლესობა — კათოლიკეა 55,8 % (57 503 ად.)[1]. კონგრეგაციონალისტები შეადგენენ 33,5 %-ს (34 528 ად.)[1] სხვა რელიგიური მიმართულებების მიმდევრები (ღმერთის ასამბლეა, მორმონები, ბაჰაისტები, მეშვიდე დღის ადვენტისტები) უმნიშვნელო რაოდენობისაა.
პოლიტიკური წყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფო წყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატი — სუვერენული დემოკრატიული რესპუბლიკა.
კირიბატის თანამედროვე პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა კოლონიალური მართვის სისტემის საფუძველზე, რომელიც კუნძულებზე არსებობდა 87 წლის განმავლობაში[31].
1979 წლის 12 ივლისს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მიღებულ იქნა კირიბატის რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელშიც ჩანს როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო რესპუბლიკის ნიშნები, რაც, მისი შემდგენლების აზრით, ყველაზე კარგად ასახავს კირიბატის საზოგადოების ეგალიტარისტულ სოციალ-პოლიტიკურ სტრუქტურას, რომელშიც საყოველთაო თანაბრობა გამოდის, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზაციის პრინციპი[32].
საკანონმდებლო ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა — ერთპალატიანი კირიბატის პარლამენტი, ანუ მანეაბა-ნი-მაუნგატაბუ (კირიბ. Maneaba ni Maungatabu), რომელიც შედგება 42 დეპუტატისგან, მათ შორის: 40 დეპუტატი არჩეულია საერთო-სახალხო არჩევნებით, 1 დეპუტატი წარმოდგენილია ფიჯის კუნძულ ბანაბის თანასაზოგადოების მიერ უხუცესთა საბჭოს გავლით და გენერალური პროკურორი, იუსტიციის უმაღლესი რანგის პირი. პარლამენტის უფლებამოსილების ვადაა — ოთხი წელი.
აღმასრულებელი ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია — პრეზიდენტი, ანუ ბერეტიტენტი (კირიბ. Beretitenti), რომელიც ირჩევა ოთხი წლით საყოველთაო არჩევნებზე. საპრეზიდენტო კანდიდატთა რაოდენობა მკაცრად რეგლამენტირებულია: ისინი უნდა იყვნენ არაუმეტეს ოთხისა და არანაკლებ ორისა. კანდიდატები ირჩევიან პარლამენტის წევრთა რაოდენობიდან საყოველთაო არჩევნების შემდგომი პირველი ყრილობის დროს. შემდგომში ეს კანდიდატები იღებენ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეზიდენტი პარლამენტის წევრებიდან ნიშნავს მინისტრთა კაბინეტს, რომელშიც შედიან ვიცე-პრეზიდენტი, ანუ კაუომან-ნი-ბერეტიტენტი (კირიბ. Kauoman ni Beretitenti), გენერალური პროკურორი და ათამდე მინისტრი. მინისტრთა კაბინეტი აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც იღებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას ქვეყნის პარლამენტის წინაშე.
სასამართლო ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასამართლო ხელისუფლება მთლიანად დამოუკიდებელია, და მისი იერარქია შედგება სტანდარტულ მოდელზე: მაგისტრატურის სასამართლო, უმაღლესი სასამართლო და სააპელაციო სასამართლო. ამას გარდა, სახელმწიფოს შეუნარჩუნდა უფლება მიმართოს საიდუმლო საბჭოს დიდ ბრიტანეთში შეზღუდული საკითხების სპექტრით[33]. 1977 წლამდე მოქმედებდა კუნძულის მოსამართლეები, რომლებიც იხილავდნენ მცირე საქმეებს. მცირე სასამართლო — მაგისტრატურის სასამართლო, შედგება სამი მაგისტრატისაგან.
კირიბატის რესპუბლიკის კონსტიტუციის 88 თავით ყალიბდება კირიბატის უმაღლესი სასამართლო, რომელიც შედგება უმაღლესი მოსამართლით და მოსამართლეთა ჯგუფით. უმაღლესი მოსამართლე ინიშნება პრეზიდენტის მიერ მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებით, სახელმწიფო სამსახურის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. სხვა მოსამართლეები ასევე ინიშნებიან პრეზიდენტის მიერ უმაღლეს მოსამართლესთან და სახელმწიფო სამსახურის საკითხების კომისიასთან შეთანხმების შემდეგ. უმაღლესი მოსამართლე უნდა იყოს ექსპატრიანტი (ანუ ემიგრანტი), რომელიც მუშაობდა უცხოეთში მოსამართლედ ან იყო არანაკლებ 5 წლისა ბარისტერი ან სოლისიტორი (ადვოკატების განსაკუთრებული კატეგორია)[31].
კირიბატის რესპუბლიკის კონსტიტუციის 90 თავით ყალიბდება სააპელაციო სასამართლო, რომელშიც შედიან უმაღლესი მოსამართლე, კირიბატის უმაღლესი სასამართლოს სხვა მოსამართლეები და პირების ჯგუფი, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი უმაღლესი მოსამართლისა და სახელმწიფო სამსახურის საკითხების კომისიის თანხმობით. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იმიშნება პრეზიდენტის მიერ მინისტრთა კაბინეტის თანხმობით სახელმწიფო სამსახურის საკითხების კომისიასთან კონსულტაციების შემდეგ. სააპელაციო სასამართლოების შესახებ კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სხდომა უნდა ჩაატაროს არანაკლებ სამი მოსამართლის მონაწილეობით.
საარჩევნო ოლქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის თითოეული დასახლებული კუნძული და ატოლ ტარავას სამი ოლქი (სამხრეთ ტარავა, ბეტიო და ჩრდილოეთ ტარავა) წარმოქმნიან საარჩევნო ოლქებს[31]. მათგან თითოეულის წარმომადგენელთა რაოდენობა დამოკიდებულია ამ ოლქის მოსახლეობის რაოდენობაზე: საარჩევნო ოლქები მოსახლეობით 2000 ადამიანზე ნაკლები პარლამენტში წარმოდგენილია 1 დეპუტატით; 2000-დან 3000 ადამიანამდე მოსახლეობით — 2 დეპუტატით; ის ოლქები, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 3000 ადამიანზე ბევრია — 3 დეპუტატით[31].
პოლიტიკური პარტიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციების არსებობისა დამოუკიდებლობის მიღებამდე, კირიბატის სტრუქტურების მართვაში პოლიტიკური პარტიების ადგილისა და როლის ჩამოყალიბების ღონისძიებები არ ჩატარებულა. დღეისათვის სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების არსებობა დაყვანილია პრეზიდენტის პოლიტიკის ან მხარდაჭერაში, ან უარყოფაში — ასე მოხდა სამთავრობო პარტიისა და ოპოზიციის ჩამოყალიბება[34]. თანდათან პოლიტიკურ ლექსიკონში შევიდა სიტყვები კირიბ. bwatei, ანუ პარტია, და კირიბ. te kaaitara, ანუ ოპოზიცია.
თანამედროვე პოლიტიკურ სცენაზე ბატონობს ორი პოლიტიკური პარტია: „ბოუტოკაან-ტე-კოაუა“, ანუ „ჭეშმარიტების ბოძი“, (კირიბ. Boutokaan te Koaua) და „მანეაბან-ტე-მაური“, ანუ „დაიცავით მანეაბუ“ (კირიბ. Maneaban te Mauri). დღეისათვის ბოუტოკაან-ტე-კოაუას (ბტკ) პარტია ხელისუფლების სათავეშია (პარლამენტში აკონტროლებს 18 ადგილს 42-დან), ხოლო მისი ლიდერი, ანოტე ტონგი, ქვეყნის პრეზიდენტია. მანეაბან-ტე-მაურის პარტია, რომლის ლიდერია კირიბატის ყოფილი პრეზიდენტი, ტებურორო ტიტო, პარლამენტში აკონტროლებს 7 ადგილს (დანარჩენი 19 ადგილი დაკავებული აქვთ უპარტიოებს). ბტკ-ს მოღვაწეობა პოლიტიკურ სფეროში საკმაოდ წარმატებულია: კირიბატის ყოფილი პრეზიდენტები იერემია ტაბაი და ტეატაო ტეანაკი იყვნენ ამ პარტიის წევრები.
შეიარაღებული ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის რესპუბლიკაში არ არსებობს საკუთარი შეიარაღებული ძალები. ქვეყნის თავდაცვას უზრუნველყოფს ავსტრალიის და ახალი ზელანდიის შეიარაღებული ძალები.
კირიბატის პოლიცია — საზედამხედველო და ძალისმიერი ორგანოა. 2004 წელს ერთ პოლიციელზე მოდიოდა 152 ადამიანი[35]. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის ძალები საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში და ქვეყანაში წესრიგის დამყარებაში, არსებობს რამდენიმე სფერო, რომელშიც პოლიციას არ შეუძლია გაუმკლავდეს სიტუაციას, მაგალითად, საგზაო მოძრაობის უზრუნველყოფის საკითხები. პოლიციის კომისარი ინიშნება ქვეყნის პრეზიდენტის მიერ, კანდიდატურის მინისტრთა კაბინეტთან და სახელმწიფოს სამსახურის საკითხების კომისიასთან შეთანხმების შემდეგ.
საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის ერთ-ერთი უპირატესი მიმართულება საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობაში არის მსოფლიო თანასაზოგადოების ყურადღების მიქცევა გლობალური დათბობის პრობლემისადმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.
1999 წლის სექტემბერში კირიბატის რესპუბლიკა გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 186-ე წევრი. ეს მიკრონეზიული სახელმწიფო ასევე არის ერთა თანამეგობრობის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის, საერთაშორისო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, აფრიკის, კარიბის აუზისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი.
კირიბატის დამყარებული აქვს მეგობრული ურთიერთობები მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან. ყველაზე უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარებულია წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან: ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, ტაივანთან, იაპონიასთან, — რომლებიც კირიბატის განვითარებად ეკონომიკას უწევენ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას. კირიბატის ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა მდებარეობს ფიჯიზე[36].
ურთიერთობა ჩინეთთან და ტაივანთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლის 7 ნოემბერს კირიბატიმ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან (კუნძულ ტაივანზე), რამაც გამოიწვია ჩინეთთან ურთიერთობის გაუარესობა, კერძოდ, დაიკეტა ჩინური თანამგზავრებზე დაკვირვების სადგური, შეჩერდა სამხრეთ ტარავაში მთავარი სტადიონის მშენებლობა და გამოწვეული იქნა 6 ექიმი კირიბატის ეროვნული საავადმყოფოდან[37]. როგორმე რომ გაემართლებინათ საკუთარი მოქმედებები, პრეზიდენტმა ტონგმა განაცხადა, რომ ტაივანთან ურთიერთობა დადებითად აისახება კირიბატის ეკონომიკურ განვითარებაზე, მოიზიდება ტაივანელი ბიზნესმენები ამ პატარა წყნარი ოკეანის სახელმწიფოში[37]. კირიბატის ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობის შეწყვეტის სანაცვლოდ ტაივანმა მიკრონეზიულ ქვეყანას უპასუხა ფულადი დახმარებით — თანხით 8 მილიონი ავსტრალიური დოლარი, რომელიც უნდა დაიხარჯოს სამხრეთ ტარავაში სტადიონის მშენებლობის დასრულებისთვის[37].
ჩინეთთან ურთიერთობის გაწყვეტამ საკმაოდ ცუდი შედეგები მოუტანა კირიბატის ეკონომიკას, რადგანაც ჩინეთი ყოველწლიურად გამოუყოფდა დახმარებას ამ სახელმწიფოს 2 მილიონი ავსტრალიური დოლარის რაოდენობით[37].
ურთიერთობა ევროპის კავშირთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის რესპუბლიკა მჭიდროდ ურთიერთობს ევროპის კავშირთან, მაგალითად, თევზჭერის სფეროში. 2003 წლის 16 სექტემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ევროპის კავშირის წევრი-სახელმწიფოების კუთვნილ გემებს, მიეცათ თინუსის დაჭერის უფლება კირიბატის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში[38]. ევროპის კავშირი ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს ქვეყანას დაშორებულ კუნძულებზე მზის ენერგეტიკის სფეროსა და სოფლის მეურნეობის (ზღვის წყალმცენარეების მოშენებაში) განვითარებაში[38]. მიუხედავად ამისა, თანამშრომლობა კირიბატისა და კავშირის ცალკეულ ქვეყნებს შორის საკმაოდ ვიწროპროფილიანია. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი ძირითადად დებს თანხებს განათლების, ხოლო საფრანგეთი — ჯანდაცვის სფეროში[36].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთო დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წლიდან 1998 წლამდე პერიოდის გამოკლებით, რომელიც გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდით, გამოწვეული, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებით, კირიბატის ეკონომიკა ვითარდებოდა შედარებით დაბალი ტემპებით. 1999 წელს მთლიანი ეროვნული პროდუქტის (მეპ) მაჩვენებელი გაიზარდა სულ 1,7 %-ით. ამ აგრარული ქვეყნის ეკონომიკაში კვლავ წინაა სახელმწიფო სექტორი. ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპისა და მომსახურების დაბალი დონის შეხამებამ მოიტანა ის, რომ კირიბატიმ აზიის განვითარების ბანკის წევრი 12 წყნარი ოკეანის სახელმწიფოდან ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით 1999 წელს დაიკავა მერვე ადგილი[39].
ამ პატარა ქვეყნის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობებია არა მარტო ხმელეთის მცირე ფართობი, არამედ ასევე ეკოლოგიური და გეოგრაფიული ფაქტორები, პროდუქციის გასაღების მსოფლიო ბაზრების დაშორების, გეოგრაფიული გაფანტულობის, ბუნებრივი უბედურობებისა და საკმაოდ შეზღუდული შიდა ბაზრის ჩათვლით[40].
ეკონომიკური ზრდისთვის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ქვეყნის ფართობის თვალსაზრისით ბუნებრივი სიმდიდრეების ჩამონათვალით, მცირე შრომის რესურსებით და დაბალი მთლიანი ეროვნული პროდუქტით, და შედეგად ვიწრო შიდა ბაზრით, ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გზაა მიგრანტების დაინტერესება (როგორც ერთ-ერთი წარმოების ფაქტორებიდან), ფულადი გზავნილები და სხვა ქვეყნებიდან ფულადი დახმარებები და სახელმწიფოზე დაყრდნობა (ეკონომიკის სახელმწიფო ფინანსირება)[41]. განვითარების ასეთი მოდელი მნიშვნელობას ანიჭებს მოხმარების მაღალი დონის შენარჩუნებას ქვეყნის შიგნით[41].
კირიბატის რესპუბლიკა გახდა დამოუკიდებელი 1979 წელს, კუნძულ ბანაბაზე ფოსფატების საბადოების დამუშავების დამთავრებისთანავე, თანაც ეს მინერალები შეადგენდნენ ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 85 %-ს, მთლიანი ეროვნული პროდუქტის 45 %-სა და სახელმწიფო ბიუჯეტის 50 %-ს[42]. მას შემდეგ კირიბატისთვის შემოსავლების ძირითადი წყარო გახდა კოპრა და თევზის პროდუქცია[43]. ქვეყანაში ძირითადი დამსაქმებელია სახელმწიფო, რომელსაც, მიუხედავად საკუთარი შესაძლებლობებისა, არ შეუძლია გადაწყვიტოს ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეების შრომითი მოწყობის პრობლემები, რომელთაგან ბევრს არ გააჩნია განათლების შესაბამისი დონე[44]. ბოლო წლებში კირიბატის შემოსავლის სხვა წყაროა ლიცენზიების გაცემა თევზჭერის უფლებაზე მის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ კირიბატიში არსებობს მნიშვნელოვანი შეზღუდვები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (კერძოდ, ატოლების მცირე ფართობის გამო[45]), მიწის დამუშავების ტექნიკამ ამ წყნარი ოკეანის რესპუბლიკაში მიაღწია საკმაოდ მაღალ დონეს[46]. მიუხედავად ამისა სოფლის მეურნეობის განვითარება, უარყოფითად მოქმედებს კუნძულების მცენარეულ საფარზე, კერძოდ, ტყეების გაჩეხვაზე.
კირიბატიში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სასოფლო სამეურნეო კულტურაა — გიგანტური ჭაობის ტარო, რომლისგანაც იღებენ საუკეთესო სახამებელს. მაგრამ ბოლო დროს ბრინჯისა და ფქვილის მოხმარების გაზრდასთან დაკავშირებით ტაროს როლი შედარებით დაეცა[46]. ასევე შეიმჩნევა ამ სასოფლო სამეურნეო მცენარის მოსავლიანობის კლება ატოლ ტარავაზე, რაც დაკავშირებულია ხოჭო—პარაზიტის სახეობის Papuana huebneri გავრცელებით[46].
მიუხედავად ქვეყნის მცირე ფართობისა და ღარიბი ნიადაგისა, სოფლის მეურნეობა კირიბატის ეკონომიკაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მნიშვნელოვანი წარმატებები მიღწეულია ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საქონელის — კოპრის წარმოების ზრდაში. 1998 წელს ექსპორტირებულია 7577 ტონა კოპრა საერთო ღირებულებით 4,5 მილიონი ავსტრალიური დოლარი (მაგალითისთვის, თევზი ექსპორტირებულია ღირებულებით l მილიონი ავსტრალიური დოლარი[47]). სხვა მთავარ სასოფლო სამეურნეო მცენარეებიდან შეიძლება გამოვყოთ პანდანუსი, პურის ხე, ნესვის ხე (ლათ. Carica papaya).
ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უპირატესი მიმართულებაა იმპორტირებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წილის შემცირება[13]. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის შემთხვევაში, რომელსაც ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ქვეყნის ზრდადი მოსახლეობის კვების უზრუნველყოფის პრობლემები (მაგრამ მისი განხორციელება პრობლემატურია).
სანაპირო წყლებში და ატოლების ლაგუნებში დაცურავენ ბევრი საუკეთესო ჯიშის თევზები და მოლუსკები. მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივი მაცხოვრებლების რაციონში უკავია მათ მიერ გამრავლებული მოლუსკები — ტრიდაკნები (ლათ. Tridacnidae).
თევზჭერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თევზჭერა აგრძელებს მთავარი როლის შესრულებას კირიბატელი ხალხის (ანუ ი-კირიბატი) ცხოვრებაში. ოკეანეში ძირითადად ეწევიან სკუმბრიასებრნი ჯიშის თევზების დაჭერას, განსაკუთრებით თინუსის სახეობის ლათ. Katosowonuspelamis-სა და ლათ. Thunnus albacares-სა და თევზს ლათ. Cypselurus-ს. ლაგუნებში დაცურავს თევზის სახეობა ლათ. Chanos chanos. ატოლების ლაგუნებში ასევე არიან ბევრი უხერხემლოები, მაგალითად, მოლუსკები, რომლებიც ქვეყანაში თითქმის 1000 სახეობისა არიან[48]. 1977 წელს კირიბატიში ფილიპინებიდან შემოიტანეს ზღვის წყალმცენარეების ორი სახეობა, Eucheuma alcarezii და Eucheuma spinosium, რომელთა გავრცელების ძირითადი ცენტრები გახდნენ კუნძულები ტაბუაერანი და აბაიანგი[49]. ბოლო დროს ქვეყანაში შეინიშნება ამ ზღვის მცენარეების გაყიდვისაგან შემოსავლების ზრდა[49]. რესპუბლიკის მთავრობა ასევე ცდილობს გაამრავლოს ლათ. Margaritifer margaritifera ძვირფასი შავი მარგალიტის მისაღებად[50].
3,5 მილიონ კმ²-ზე მეტი ფართობის მქონე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონიდან, რომელიც მეორეა ყველაზე დიდებიდან წყნარ ოკეანეში — საკვირველი არაა, რომ თევზჭერა ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლების წყაროა სახელმწიფოში[51]. სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება ასევე ხდება უცხოური გემებისათვის ლიცენზიის გაცემით ამ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზჭერის უფლების მიღებისთვის, ამასთან ლიცენზირებაში მიღებული შემოსავალი დიდადაა დამოკიდებული ამინდის პირობებზე (ყველაზე მეტად დამოკიდებულია ელ-ნინიოსა და ლა-ნინიოს მოვლენაზე)[52]. უცხოური გემებისთვის ძირითად ინტერესს წარმოადგენს თინუსი. დღეისათვის კირიბატი ეძებს ადგილობრივი თევზსაჭერი ინდუსტრიის განვითარების გზებს, მაგრამ ამ გეგმების განხორციელებისთვის აუცილებელია საწვავისა და ფასებთან დაკავშირებული საკითხების, მსოფლიო ბაზრებთან დაშორებისა და განვითარებული ქვეყნების მხრიდან კონკურენციის პრობლემების გადაწყვეტა[53].
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანაში ერთმანეთისგან დაშორებული კუნძულები დიდ გავლენას ახდენს ტრანსპორტზე და კომუნიკაციებზე. კირიბატიში ავტოგზების სიგრძე სულ შეადგენს მხოლოდ 670 კმ-ს (უფრო მეტად ატოლ ტარავაზე). 2004 წელს კირიბატიში იყო მხოლოდ 2070 სატრანსპორტო საშუალება[54]. ქვეყანაში არ არსებობს სარკინიგზო ტრანსპორტი. მთავარი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე, არის ინფორმაციის, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სამინისტრო (ინგლ. The Ministry of Information, Communications & Transport). რეგულარულ შიდა ავიაგადაფრენებს ატოლ ტარავადან გილბერტის კუნძულების სხვა კუნძულებზე ასრულებს ეროვნული ავიაკომპანია „ეირ კირიბატი“. ასევე კვირაში ორჯერ ატოლ ტარავაზე ეშვება ნაურუს ავიაკომპანიის „აუე ეირლაინი“-ს თვითმფრინავი[55].
შიდა საზღვაო კავშირებს ახორციელებს როგორც სამთავრობო, ასევე კერძო კომპანიები, საერთაშორისოს — კომპანიები „Bali Hai Lines“, „Chief Container Services“ და „Kiribati Shipping Services Limited“, რომლებსაც ტვირთები ჩააქვთ ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში[55].
კავშირგაბმულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანაში ყველა სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, შიდა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირების, ფაქსიმილური და მობილური კავშირების მომსახურების, ინტერნეტის ჩათვლით წარადგენს კომპანია „Telecom Services Kiribati Limited“(TSKL), რომელიც დაფუძნებულია 1990 წელს და 2001 წლის 1 ივნისიდან იმყოფება კირიბატის მთავრობის მთლიან საკუთრებაში[56].
ქვეყანაში ეროვნული AM და FM-რადიო, „რადიო კირიბატი“ (ინგლ. Radio Kiribati), სახელმწიფო საკუთრებაშია და ძირითადად გადმოსცემს კომპანია BBC-ს ახალ ამბებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე შესაძლებელია „რადიო ავსტრალიის“ (ინგლ. Radio Australia) და „ამერიკის ხმის“ (ინგლ. Voice of America) პროგრამების მოსმენაც[57]. 1999 წელს კირიბატის ოპოზიციური ძალები შეეცადნენ დაეარსებინათ საკუთარი როდიომაუწყებლობა, მაგრამ კირიბატის მთავრობამ ჩაშალა იგი, დააჯარიმა მფლობელები ქვეყანაში არალიცენზირებული რადიომაუწყებლობის მოწყობილობების შემოტანის მცდელობისათვის[57]. მაგრამ სასამართლო გარჩევის შემდეგ ამ რადიოკომპანიას ლიცენზია მაინც მიეცა, მას შემდეგ ქვეყანაში მოქმედებს ერთი კერძო რადიოსადგური „ნიუ ეირ FM“(ინგლ. New Air FM), რომლის სათავეში დგას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ასევე გამოსცემს ქვეყანაში ერთადერთ რეგულარულ კერძო გაზეთს[57].
კირიბატის ორი ძირითადი გაზეთი გამოდის ყოველკვირეულად. გაზეთი „ტე უეკერა“ (კირიბ. Te Uekera) ეკუთვნის კირიბატის მთავრობას, ხოლო ტირაჟი შეადგენს დაახლოებით 1800 ეგზემპლიარს, რომელიც ძირითადად ვრცელდება ატოლ ტარავაზე, სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი[57]. 2003 წელს ერთი ნომრის ფასი შეადგენდა 60 ავსტრალიურ ცენტს[57]. გაზეთი გამოიცემა ორ ენაზე: კირიბატულზე და ინგლისურზე.
„კირიბატი ნიუსტარი“(ინგლ. Kiribati Newstar) — ამ წყნარი ოკეანის სახელმწიფოს პირველი კერძო გაზეთი, რომელიც დააფუძნა ყოფილმა პრეზიდენტმა და დღეისათვის მთავრობის ოპოზიციონერმა — იერემია ტაბაიმ (ინგლ. Ieremia Tabai). გაზეთი ძირითადად გამოიცემა კირიბატულ ენაზე, ზოგჯერ იბეჭდება სტატიები ინგლისურ ენაზე[57]. ერთი ნომრის ღირებულება 2003 წელს ასევე იყო 60 ავსტრალიური ცენტი, ხოლო ტირაჟი ისეთივე იყო, როგორიც გაზეთ „ტე უეკერა“-სი.
სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები ასევე გამოცემენ საკუთარ გაზეთებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს[57].
გაზეთების რეგისტრაციების შესახებ კანონი-ს თანახმად ყველა გაზეთმა უნდა გაიაროს სახელმწიფო რეგისტრაცია. 2002 წლის ოქტომბერში მიღებულ იქნა ამ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც ქვეყნის მთავრობას მიეცა ლიცენზიის ჩამორთმევის ლეგიტიმური უფლება სხვადასხვა საგაზეთო გამოცემებისათვის, თუ ამ გაზეთებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები შეურაწყოფს ხალხის გრძნობებს ან ხელს უწყობს დანაშაულის გავრცელებას[57]. მაგრამ 2002—2003 წლებში ლიცენზია არ ჩამოურთმევიათ არც ერთი პერიოდული გამომცემლობისათვის[57].
ერთ-ერთი წინააღმდეგობა კირიბატიში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების განვითარების გზაზე არის უცხოეთიდან შემოტანილი ტიპოგრაფიული მოწყობილობების საკმაოდ მაღალი ღირებულება.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980-იანი წლებიდან ქვეყანაში შეინიშნება ტურისტების რაოდენობის ზრდა. აბსოლუტური მაქსიმუმი მიღწეული იქნა 1993 წელს, როდესაც ქვეყანას ეწვია 4730 ადამიანი, 2005 წელს ქვეყანა მოინახულა მხოლოდ 3037 ადამიანმა[31], მაგრამ სხვა წყნარი ოკეანის ქვეყნებთან შედარებით ეს ციფრი საკმაოდ მცირეა. ტურისტების ძირითადი ნაკადი მიემართება ან გილბერტის კუნძულებზე (უპირველეს ყოვლისა ატოლ ტარავაზე), ან შობის კუნძულზე (კირიტიმატი)[58]. ძირითადად ქვეყანას სტუმრობენ ტურისტები ავსტრალიიდან, ფიჯიდან, აშშ-დან და ახალი ზელანდიიდან.
კირიბატიში ტურიზმის განვითარების გზაზე ძირითადი წინააღმდეგობაა ცუდი საჰაერო კავშირი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, ასევე სასტუმროების ბიზნესის არქონა: 1989 წლის მდგომარეობით სამხრეთ ტარავაში სულ იყო ორი სასტუმრო, კუნძულ აბემამაზე — ერთი, როგორც შობის კუნძულზე[58]. თანაც მომსახურების დონეც საკმაოდ დაბალია. უცხოელებისთვის დასვენების ძირითადი სახეობებია: პლაჟის ტურიზმი, სპორტული თევზაობა, დაივინგი, ფრინველებზე დაკვირვება.
ზოგიერთი სახელმწიფოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ერთა თანამეგობრობის ქვეყნების, კირიბატიში ჩასასვლელად არ სჭირდებათ ვიზების მიღება ან აქვთ უფლება იმყოფებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე მის გარეშე 30 დღის განმავლობაში[59]. ვიზის მიღება შეიძლება კირიბატის მთელ რიგ საკონსულოებში სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე: ფიჯიში, ავსტრალიაში, გერმანიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში[59]. ვიზის ღირებულება შეადგენს 40-დან (ქვეყანაში ერთხელ ჩასასვლელად) 70 ავსტრალიურ დოლარამდე (მრავალჯერადი გამოყენების ვიზა)[59].
ფულადი სისტემა და ფინანსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის ფულადი ერთეულია — ავსტრალიური დოლარი, მაგრამ 1979 წლიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ბრუნვაშია ასევე კირიბატის დოლარი, რომელიც გათანაბრებულია ავსტრალიურ დოლართან შეფარდებით 1:1. ბრუნვაში იმყოფება მონეტების 7 სახეობა ნომინალებით 1, 2, 5, 10, 20, 50 კირიბატული ცენტი, 1 და 2 დოლარი. ყველა მონეტას, 50 ცენტისა და 1 დოლარის მონეტების გარდა, აქვთ იგივე ზომები, რაც შესაბამის ავსტრალიურ მონეტებს. 50 ცენტიან მონეტას აქვს მრგვალი ფორმა, მაშინ როდესაც 1 დოლარს — თორმეტკუთხოვანი ფორმა.
2005 წლის ბიუჯეტის თანახმად გასავლებმა შეადგინა 73 058 ათასი, ხოლო შემოსავლებმა — 78 563 ათასი ავსტრალიური დოლარი[60][61]. ბიუჯეტის გასავლის ნაწილის ყველაზე დიდი დარგია გასავლები განათლების სფეროში[61]. გასავლები ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში შეადგენს 7405 ათას ავსტრალიურ დოლარს[61]. გასავლების წილმა ჯანდაცვაზე 2005 წელს შეადგინა მთელი გასავლების 17 %. შემოსავლებში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვთ მიღებულ თანხებს გადასახადებიდან და საბაჟოებიდან.
ქვეყნის ბიუჯეტის ზრდის მთავარი წყაროა ასევე საფოსტო მარკები, რომლებიც იწვევენ დიდ ინტერესს მთელი მსოფლიოს ფილატელისტებში.
2001-დან 2005 წლამდე პერიოდში შეიმჩნეოდა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზის დაჭერისთვის ლიცენზიების გაცემიდან შემოსავლების შემცირებით[62].
კირიბატიში მოქმედებს ორი ბანკი — კირიბატის განვითარების ბანკი (ინგლ. Development Bank of Kiribati) და კირიბატის ბანკი (ინგლ. Bank of Kiribati). კირიბატის ბანკი არის კირიბატის მთავრობისა და კოპორაცია „Westpac Banking Corporation of Australia“-ის (ავსტრალია) ერთობლივი დაწესებულება. კირიბატის ბანკი წარმოადგენს ფინანსური მომსახურების მთლიან პაკეტს, საერთაშორისო შეთანხმებების ჩათვლით[55].
სოციალური სფერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად ქვეყანაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, კირიბატიში ჯერ კიდევ არსებობს ბევრი პრობლემა ჯანდაცვის სფეროში. იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა გახდა მსოფლიო ეკონომიკური პროცესების მონაწილე, იქ გავრცელება დაიწყო „ცხოვრების დასავლური წესის“ დაავადებებმა, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების რაციონში ბრინჯის, რაფინირებული შაქრის, კონსერვებისა და გაზიანი წყლების დამატებით. ამ იმპორტირებულმა კვების საქონელმა გამოდევნა კირიბატელების ტრადიციული საკვები, მაგალითად, ვიტამინებით და საკვები ნივთიერებებით ძალიან მდიდარი, ქოქოსის პალმისაგან დამზადებული სასმელი — კამაიმაი (კირიბ. kamaimai), რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ქვეყნის მთავარი სასმელი. სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდასთან დაკავშირებით და მოსახლეობის მატების მაღალი დონის გამო ეს წყნარი ოკეანის ხალხი სულ უფრო მწვავედ ეჭიდება ატოლებზე მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის პრობლემებს (განსაკუთრებით ატოლ ტარავაზე). ამ პროცესის შედეგი უკვე გახდა გრუნტის წყლების დაბინძურება, რომელიც ისედაც ძალიან ცოტაა კუნძულებზე, და დიარეული დაავადებების გავრცელება[63]. კირიბატისთვის გლობალიზაციის შედეგი გახდა შიდსით და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა[63] (2003 წელს წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირდა ტუბერკულოზით დაავადების ყველაზე მაღალი დონე). სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა — სასუნთქი სისტემისა და დიარეას დაავადება[62]. სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია — გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებები[63]. გრუნტის წყლებისა და ლაგუნების დაბინძურების შედეგად 1977 წელს ტარავაზე მოხდა ქოლერის ეპიდემია[64]. 1999 წელს კირიბატის ოკეანეთში ეკავა მეორე ადგილი პაპუა-ახალი გვინეის შემდეგ ბავშვთა სიკვდილიანობის დონის მხრივ[63]. კუნძულებზე ასევე პრობლემაა — თევზით ხშირი მოწამლა[65]. ფართედაა გავრცელებული თამბაქოს მოწევა.
„ცხოვრების დასავლური წესის“ გავრცელებამ და ურბანიზაციამ გამოიწვია დიაბეტის, გასუქების, მომატებული სისხლის წნევის, პოდაგრის, გულის კორონარული, პარალიჩისა და კიბოს ზოგიერთი სახეობების დაავადებების შემთხვევების რაოდენობის გაზრდა[66]. ბოლო წლებში კირიბატიზე ადგილობრივი მაცხოვრებლების ორგანიზმში შეიმჩნევა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის ტენდენცია (რკინის უკმარისობამ გამოიწვია ანემიით და A ვიტამინით — თვალის დაავადებით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობის მომატება)[67].
კუნძულებზე ცილების ძირითადი წყაროა — თევზი, რომლის დაჭერილი რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია წყნარი ოკეანის რეგიონში[68]. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებულია თევზაობით, რომლის ნაწილიც იყიდება ბაზრებში, 1998 წელს სკოლამდელი ასაკის ბავშვების 7 %-სა და ორსული ქალების 69 %-ს აღენიშნებოდა ცილების დეფიციტი[69].
2004 წლის მარტში კირიბატი შეუერთდა ქალების დისკრინიმაციის შეწყვეტის კონვენციას.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წლამდე გილბერტისა და ელისის კუნძულების ბრიტანულ კოლონიაში არ ჩატარებულა არანაირი ღონისძიებები დაწყებითი სკოლების მუშაობის ინტეგრაციაში და კოორდინაციაში. დაწყებით განათლებას აწარმოებდა ან კოლონიის ადმინისტრაცია, ან ქრისტიანული ეკლესია, ამასთან არ არსებობდა სწავლების რაიმე წინაპირობები[70]. 1965 წელს შემუშავდა ფართე სტრატეგია განათლების სფეროში, რომელიც მომავალში გადამუშავდა და მიღებული იქნა წარმომადგენელთა პალატის მიერ 1970 წელს. ამ დოკუმენტის საფუძველში იდო იდეა ყველა ბავშვისათვის ცხრაწლიანი დაწყებითი განათლების შემოღების შესახებ, რასაც უნდა მოემზადებინა ისინი კოლონიის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობისათვის, ასევე შესაძლებელი გაეხადა შეექმნა ცოდნის ფუნდამენტი საშუალო სკოლებში შემდგომში განათლების მისაღებად[71]. შედეგად გატარდა ღონისძიებები არსებული მცირე სკოლების გასაერთიანებლად და გასამსხვილებლად, ასევე შემოღებული იქნა გრანტები[71]. 1977 წელს გილბერტისა და ელისის კუნძულების კოლონიურმა მთავრობამ, დამოუკიდებლობის მიღების მზადებისას, კონტროლზე აიყვანა ყველა დაწყებითი სკოლა, გარდა იმ დროს არსებული ექვსი კერძო სკოლისა. გაუქმდა გრანტები, მაგრამ 1980-იან წლებში დამოუკიდებელი კირიბატის რესპუბლიკის პირველმა მთავრობამ, რომლის მიზანი გახდა საყოველთაო საშუალო განათლება, განათლების სფეროში განახორციელა ახალი პოლიტიკა, რომლის შედეგადაც შემოიღეს უფასო სავალდებულო დაწყებითი განათლება პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით (ანუ 6-12 წლის ბავშვებისათვის)[71].
1998 წელს კირიბატიში პრეზიდენტ ტებურორო ტიტოს 1994 წლის ოქტომბრის ბრძანებით გაიხსნა პირველი ოთხი ბავშვთა საშუალო სკოლა[72](ინგლ. Junior Secondary School). შემდგომ წლებში საშუალო სკოლები გაიხსნა კირიბატის ყველა დასახლებულ კუნძულზე (სულ გაიხსნა 21 სკოლა). სწავლის ხანგრძლივობა ბავშვთა საშუალო სკოლებში შეადგენს 3 წელს (12—14 წლის ბავშვები), რის შემდეგაც მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ სახელმწიფო გამოცდა უფროსთა საშუალო სკოლაში (ინგლ. Senior Secondary School) მოსახვედრად ბოლო მეოთხე წელს სწავლის გასაგრძელებლად[70].
2005 წელს 91 სკოლის დაწყებით კლასებში სწავლობდა 16 133 ბავშვი[73]. იმ პერიოდში სკოლაში ერთ მასწავლებელზე მოდიოდა 25 მოსწავლე[73]. 2005 წლის ბოლოს კირიბატის საშუალო სკოლებში სწავლობდა 7487 მოსწავლე[73]. ამასთან ერთ მასწავლებელზე მოდიოდა 11 მოსწავლე[73].
შემდგომი განათლების მიღება შესაძლებელია მასწავლებელთა ტრენინგის კოლეჯში (ინგლ. Teachers Training College), ტარავის ტექნიკურ ინსტიტუტში (ინგლ. Tarawa Technical Institute), საზღვაო ტრენინგის სკოლაში (ინგლ. Marine Training School), ტარავის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის ფილიალში (ინგლ. Tarawa Branch of the University of the South Pacific).
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის კულტურა ბევრი რამით უნიკალურია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ცივილიზაციის გავლენა ყოველწლიურად იზრდება, ქვეყნის კულტურა თვითმყოფადია. ცნობილია ცეკვები (ძირითადად კუნძულ ტაბიტეუეაზე), უნიკალური სამხედრო ხელოვნება. არსებობს ტრადიციული ჩვევები და რწმენები. ფართედაა გავრცელებული რწმენა მოჩვენებებზე და მაგიურ არსებებზე.
კირიბატის მოსახლეობის კოლონიამდელი სოციალური ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპელების გამოჩენამდე კირიბატის მოსახლეობის დასახლებები წარმოადგენდნენ მრავალრიცხოვან, მთელ კუნძულზე გაბნეულ სოფლებს, ანუ კაინგა-ს (კირიბ. kainga), რომლებიც იყვნენ დასახლებების არა მარტო ძირითადი სახეობები, არამედ საზოგადოების ორგანიზაციის მთავარი ფორმა. კაინგები შედგებოდა მცირე ერთობებისგან, ანუ მვენგა (კირიბ. mwenga), რომლებიც აგებული იყო გვაროვნულ პრინციპზე. თითოეული კაინგა გილბერტის კუნძულების ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ფლობდა ხმელეთის განსაზღვრულ ტერიტორიას, ასევე თევზებით მდიდარ სანაპირო წყლების მცირე მონაკვეთს[74]. მოგვიანებით, XIX საუკუნის ბოლოს ბრიტანული კოლონიალური ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, საზღვაო რესურსების საზოგადოებრივი ფლობის მოცემული სისტემა გაუქმდა[75].
კირიბატის სოფლების მთელი საზოგადოებრივი ცხოვრება თავმოყრილია მანეაბა-ში (კირიბ. maneaba, სადაც „manea“ — შენობა, „te aba“ — ხალხი), მთავარ ტრადიციულ საზოგადოებრივ შენობაში. მანეაბა არსებობს კირიბატის ყველა სოფელში, ხოლო ქვეყნის პარლამენტის სახელია მანეაბა-ნი-მაუნგატაბუ (კირიბ. Maneaba ni Maungatabu), რაც თარგმანში ნიშნავს „სახლი, რომელშიც ხალხი ერთმანეთს ხვდება“. მანეაბა — მრავალფუნქციური შენობაა, რომელშიც, უპირველეს ყოვლისა, მაცხოვრებლები არჩევენ სოფლის პრობლემებს. მანეაბა — საზოგადოებრივი სასამართლოცაა, ასევე დღესასწაულებისა და ცეკვების ადგილია. მანეაბაში თითოეულ ოჯახზე მიმაგრებულია განსაზღვრული ადგილი, რომელსაც ჰქვია ბოტი (კირიბ. boti). მანეაბაში მთავარ როლს თამაშობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკმაოდ ღრმად დაფასებული უხუცესი, ანუ უნიმანე (კირიბ. unimane).
კირიბატული კანოე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის კუნძულების ერთმანეთისგან საკმაო დაშორებამ, თევზმა, როგორც მოსახლეობის ერთ-ერთმა ძირითადმა საკვებმა პროდუქტმა განაპირობა ქვეყნის მოსახლეობის ოსტატობა თევზჭერაში, კერძოდ, კანოების აგებაში, რომელიც ზოგჯერ გრძელდება სამ თვეზე უფრო დიდ ხანს[16].
მუსიკა და ცეკვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატელი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრადიციულ მუსიკასა და ცეკვებს, რომლებიც მჭიდროდაა ურთიერთკავშირში ერთმანეთთან: სიმღერას ყოველთვის თან ახლავს ენერგიული ცეკვები. კირიბატული მუსიკის თემები საკმაოდ მრავალფეროვანია. ესენია სიმღერები სიყვარულზე, რელიგიაზე, პატრიოტიზმზე, ომზე ან ახალდაქორწინებულებზე. კირიბატიში მუსიკოსების გამოსვლა ძირითადად ტარდება დიდი დღესასწაულების დროს. ძირითადი მუსიკალური ინსტრუმენტებია გიტარა და ბარაბანი. მუსიკის კომპოზიტორებს კირიბატიში ჰქვია ტე-კაინიკამაენი (კირიბ. te kainikamaen), ხოლო მათ, ვინც მუსიკას ასრულებს, — რურუბენე (კირიბ. rurubene).
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირიბატის რესპუბლიკა ოლიმპიურ მოძრაობაში მიიღეს 2003 წლის ივლისში, და უკვე 2004 წელს ამ მიკრონეზიულმა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებში. კირიბატელმა ძალოსნებმა და მძლეოსნებმა ამ ოლიმპიადაზე ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს[76]. 2002 წელს ამ ქვეყანამ პირველად მიიღო მონაწილეობა თანამეგობრობის თამაშებზე ქალაქ მანჩესტერში. კირიბატი წარდგენილი იყო ძალოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთში და ტრიათლონში[76].
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თარიღი | დასახელება (ქართ.) | დასახელება (ინგლ.) | შენიშვნა |
---|---|---|---|
1 იანვარი | ახალი წელი | New Year’s Day | სახელმწიფო დღესასწაული |
8 მარტი | ქალთა საერთაშორისო დღე | International Women’s Day | |
ცვალებადი | ვნების პარასკევი | Good Friday | სახელმწიფო დღესასწაული |
ცვალებადი | აღდგომის პირველი დღე | Easter Sunday | |
ცვალებადი | ნათელი ორშაბათი | Easter Monday | სახელმწიფო დღესასწაული |
18 აპრილი | ჯანმრთელობის დღე | Health Day | სახელმწიფო დღესასწაული |
11 ივლისი | სახარების დღე | Gospel Day | სახელმწიფო დღესასწაული |
12 ივლისი | დამოუკიდებლობის დღე | Independence Day | სახელმწიფო დღესასწაული |
7 აგვისტო | ახალგაზრდობის დღე | Youth Day | |
10 დეკემბერი | ადამიანის უფლებების დღე | Human Rights Day | სახელმწიფო დღესასწაული |
25 დეკემბერი | შობა | Christmas Day | სახელმწიფო დღესასწაული |
26 დეკემბერი | საჩუქრების დღე | Boxing Day | სახელმწიფო დღესასწაული |
31 დეკემბერი | ახალი წლის წინა დღე | New Years Eve |
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კირიბატი — მსოფლიოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც განლაგებულია ყველა ნახევარსფეროზე (თუ არ ჩავთვლით საფრანგეთს ზღვისიქითა ტერიტორიების ჩათვლით)[77].
- კირიბატის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის მსოფლიოში დიდი (388,39 კმ²) ატოლი — შობის კუნძული, რომელიც შეადგენს ქვეყნის ხმელეთის ტერიტორიის 48 %-ს[55].
- ლაინის კუნძულებზე დროის სარტყელის შეცვლამ, რისი გადაწყვეტილებაც კირიბატის მთავრობამ მიიღო, და თარიღის შეცვლის ხაზის გადაწევამ ატოლი კაროლაინი გახადა მეთორმეტე საათის სარტყელის ყველაზე აღმოსავლეთი წერტილი, რომელიც პირველი ხვდება ახალ წელს (ანტარქტიდის და ევრაზიის ფარგლებს გარეთ)[78].
- კირიბატის რესპუბლიკაში ფენიქსის კუნძულები 2008 წლის 28 იანვრიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ნაკრძალია (ფართობი შეადგენს 410 500 კმ²-ს)[79].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 529-530.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 მოსახლეობის აღწერა (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-30. ციტირების თარიღი: 2014-09-20.
- ↑ Darwin C.The structure and distribution of coral reefs. — London, 1842.
- ↑ J. F. Marshall and G. Jacobson. Holocene growth of a mid-Pacific atoll: Tarawa, Kiribati. — Australia, Canberra City: Bureau of Mineral Resources, Geology and Geophysics, 1985
- ↑ Kiribati National Statistics Office.. Kiribati 2005. Census of population and housing: provisional tables. Table 1. Population by Ethnic group and Island with Land Area and Density.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 06-05-2007.
- ↑ Catala, R. L. Report on the Gilbert Islands: some aspects of human ecology. — Atoll Research Bulletin, 1957. — № 59. — 1—187 с.
- ↑ Richmond, B.Reconnaissance geology of the Gilbert group, Western Kiribati // SOPAC, Technical Report №. 77. — Suva, 1993.
- ↑ Paulay, G.Benthic ecology and biota of Tarawa Lagoon: influence of equatorial upwelling, circulation, and human predation. — Atoll Research Bulletin, 1985.
- ↑ Teiwaki, R.Management of marine resources in Kiribati. — Institute of Pacific Studies,University of the South Pacific, Suva, 1988. — 119—140 c.
- ↑ 9.0 9.1 Thomas, Frank R. Kiribati: "Some aspects of human ecology, " forty years later. — Natural Museum Of Natural History Smithsonian Institution, Washington D.C., USA, 2003.
- ↑ 10.0 10.1 Burgess, S.M.The Climate and Weather of Western Kiribati. Miscellaneous publication, New Zealand Meteorological Service. — Ministry of Transport, New Zealand Meteorological Service, Wellington, 1987.
- ↑ 11.0 11.1 11.2 Wilson, Craig.Kiribati: state of the environment report. — South Pacific Regional Environment Programme, Apia, Western Samoa, 1994.
- ↑ Lenta RU. (2010-11-15) Kiribati mulls resettling population if seas rise. AFP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-24. ციტირების თარიღი: 2014-09-21.
- ↑ 13.0 13.1 Thaman, R. R.Vegetation of Nauru and the Gilbert Islands: case studies of poverty, degradation, disturbance, and displacement. — Pacific Science, 1992. — № 46. — 128—158 c.
- ↑ Nunn, P. D.Recent warming of the Pacific region. Climate and agriculture in the Pacific Islands: future perspectives. / Editors W. Aalbersberg, P. D. Nunn, and A. D. Ravuvu. — Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, Suva, 1993. — 7—20 c.
- ↑ Sullivan, M., and Gibson L.Environmental planning, climate change and potential sea level rise: report on a mission to Kiribati. SPREP Reports and Studies No. 50. — SPREP, Noumea, 1991.
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 Ministry of Environment and Social Development.. Country report for CPBD and CBD.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 29-05-2007.
- ↑ Fosberg, F. R. and M. H. Sachet. Flora of the Gilbert Islands, Kiribati, checklist. — Atoll Research Bulletin, 1987. — № 295. — 1—33 с.
- ↑ 18.0 18.1 Thaman, R. R.Kiribati agroforeshy: trees, people, and the atoll environment. — Atoll Research Bulletin 333, 1990. — № 333. — 1—83 с.
- ↑ Wilkes, C.The narrative of the United States Exploring Expedition during the years 1838, 1839, 1840, 1841, and 1842, vol. 5. — Lea and Blanchard, Philadelphia, 1845
- ↑ Guinther, E. B., Maragos J. E. and Thaman R. R.. National biodiversity overview: Republic of Kiribati. — South Pacific Biodiversity Conservation Programme, South Pacific Regional Environment Programme, Noumea, 1992
- ↑ Jones, H. L.Maiuia mannikibani Kiritimati: the birdlife of Christmas Island. — Dames & Moore Consultants, Honolulu, 2000
- ↑ Jane Resture Kiribati Home Page.. Kiribati language.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 11-07-2007.
- ↑ 23.0 23.1 Administrative Divisions of Countries ("Statoids").. Island Groups of Kiribati.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-04. ციტირების თარიღი: 13-05-2007.
- ↑ Treaty of Friendship and Territorial Sovereignty.. Treaty of Friendship Between the United States of America and the Republic of Kiribati.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 09-07-2007.
- ↑ 25.0 25.1 Bedford, R. and Macdonald B.The population of Kiribati: a review of some myths about migration and depopulation. — Department of Geography, University of Canterbury, Christchurch, 1982
- ↑ Bedford, R. B. Macdonald, and D. Munro. Population estimates for Kiribati and Tuvalu, 1850—1900: review of speculation. — Journal of the Polynesian Society, 1980. — № 89. — 199—246 c.
- ↑ Maude, H. C, and Maude H. E.Tioba and the Tabiteuean wars. — Journal of the Polynesian Society, 1981. № 90. — 307—336 с.
- ↑ 28.0 28.1 Kiribati National Statistics Office.. Social Statistics - Demographic Indicators.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 07-05-2007.
- ↑ Pollard, S. J.The viability and vulnerability of a small island state: the case ofKiribati. — National Centre for Development Studies, Australian National University, Canberra, 1987.
- ↑ Connell, J.Urbanization and settlement in the Pacific. Resettlement policy and practice in Southeast Asia and the Pacific. — Asian Development Bank, Manila, 2000. — 43—53 c.
- ↑ 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 Asia Pacific School of Economics and Government, Australian National University.. National Integrity Systems Transparency International Country Study Report Kiribati 2004.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 02-06-2007.
- ↑ Van TreaseRegional Security Report : Kiribati. — Natural Pacific Forum Secretariat, Suva, 2002.
- ↑ Care, J.C., Newton, Tess, and Patterson, DonIntroduction to South Pacific Law.— Cavendish Publishing Ltd., London, 2000.
- ↑ Van TreasePolitics in Kiribati. — Institute of Pacific Studies, Suva, 1980.
- ↑ Kiribati Government, 2004.
- ↑ 36.0 36.1 U. S. Department of State.. Background note: Kiribati.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 19-06-2007.
- ↑ 37.0 37.1 37.2 37.3 Pacific Magazine.. (1 იანვარი 2004) Why Kiribati's Switching Alliance.. Samisoni Pareti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27-09-2007. ციტირების თარიღი: 03-06-2007.
- ↑ 38.0 38.1 European Commission.. Country overview: Kiribati.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-05. ციტირების თარიღი: 20-06-2007.
- ↑ Asian Development Bank 2000. — Country assistance plan (2001—2003): Kiribati. Asian Development Bank, Manila, 2002
- ↑ Baaro, B.Economic overview. Atollpolitics: the Republic of Kiribati. / Editor H. Van Trease. — Macmillan Brown Centre for Pacific Studies, University of Canterbury, Christchurch, and Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, Suva, 1993. — 161—197 c.
- ↑ 41.0 41.1 Bertram, G. and Watters R. F.The MIRAB economy in South Pacific microstates. — Pacific Hewpoint, 1985. — № 26. — 497—819 с.
- ↑ Thislethwait, R. and G. Votaw. Environment and development: a Pacific Island perspective. — Asian Development Bank, Manila, 1992.
- ↑ Lawrence, R.Views from the center and the periphery: development projects on Tamana, southern Kiribati. — Pacific Viewpoint, 1985. — № 26. — 547—562.
- ↑ Bertram, G.Economy. The Pacific Islands: environment & society. / Editor M. Rapaport. — Bess Press, Honolulu, 1999. — 337—352 c.
- ↑ Small, C. A.Atoll agriculture in the Gilbert & Ellice Islands. — Department of Agriculture, Tarawa, 1973
- ↑ 46.0 46.1 46.2 Baiteke, A.Traditional agriculture in Kiribati. Land use and agriculture. / Editors J. Morrison, P. Geraghty, and L. Crowl, 1-9. — Institute of Pacific Studies, Universityof the South Pacific, Suva, 1994.
- ↑ International trade statistics. — Statistics Office, Ministry of Finance,Tarawa, 1998
- ↑ Kay, E. A., and Johnson S.Mollusca of Enewetak Atoll. The natural history of Enewetak Atoll: volume II. Biogeography and systematics. / Editors D. M. Devaney, E. S. Reese, B. L. Burch, and P. Helfrich, 105—146. — U. S. Dept. of Energy, Office of Energy Research, Office of Health and Environmental Research, Ecological Research Division, Oak Ridge, 1987
- ↑ 49.0 49.1 Kiribati Fisheries Division. Annual report. Fisheries Division, Ministry of Natural Resources Development, Tarawa, 1999
- ↑ Macpherson, C. Oasis or mirage: the farming of black pearl in the Northern Cook Islands.Pacific Studies 23 (3/4):33-55, 2000
- ↑ Thislethwait, R., and G. Votaw. Environment and development: a Pacific Island perspective. — Asian Development Bank, Manila, 1992
- ↑ National Development Strategies. — National Development Strategies 2000—2003. Tarawa, 2000
- ↑ Kearney, R. E.Some problems of developing and managing fisheries in small island states. The island states of the Pacific and Indian Oceans: anatomy of development. / Editor R. T. Shand. — Australian National University, Canberra, 1980. — 41—60 c.
- ↑ Kiribati National Statistics Office.. Motor Vehicles Registration.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 29-05-2007.
- ↑ 55.0 55.1 55.2 55.3 Asian Development Bank.. Country profile.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 29-05-2007.
- ↑ TSKL Website.. About us.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 31-05-2007.
- ↑ 57.0 57.1 57.2 57.3 57.4 57.5 57.6 57.7 57.8 World Association of Newspapers.. Kiribati. =. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 31-05-2007.
- ↑ 58.0 58.1 Tourism Development in Kiribati.. Executive Summary.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-10. ციტირების თარიღი: 31-05-2007.
- ↑ 59.0 59.1 59.2 Kiribati National Tourism Office.. Visa Requirements for Kiribati.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 06-07-2007.
- ↑ Kiribati National Statistics Office.. Revenue.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 28-05-2007.
- ↑ 61.0 61.1 61.2 Kiribati National Statistics Office.. Census and Surveys.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 28-05-2007.
- ↑ 62.0 62.1 Asian Development Bank.. Country Strategy and Program Update. Kiribati 2006—2007.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 28-05-2007.
- ↑ 63.0 63.1 63.2 63.3 WHO. Country health information profile: Kiribati. WHO, Geneva, 1999
- ↑ Danielson, R. E., R. R. Abbott, W. J. Kimmerer, and K. Etauti. Microbiological contamination of water and shellfish in Tarawa Lagoon, Kiribati: remediation strategies for contaminated shellfish. Management plan for Tarawa Lagoon, Republic of Kiribati. Volume 111: management plan. BioSystems Analysis, Inc., Santa Cruz, CA, 1995
- ↑ Tebano, T., and D. MacCarthy.Ciguatera Fish poisoning and the causative organism in the Gilbert Islands, Kiribati. Technical Report No. 9. — Marine Studies Programme, University of the South Pacific, Suva, 1991
- ↑ Coyne, T.Lifestyle diseases in Pacific communities. — South Pacific Commission, Noumea, 2000
- ↑ Christensen, P. M. Infant nutrition and child health on Tarawa, Kiribati: a nutrition anthropological approach. Pacific Studies Monograph No. 15. Centre for Pacific Studies, University of New South Wales, Sydney, 1995
- ↑ Adams, T., P. Dalzell, and E. Ledua. Ocean resources. The Pacific Islands: environment & society. / Editor M. Rapaport. Bess Press, Honolulu, 1999. — 366—381.
- ↑ WHO. Country health information profile: Kiribati. WHO, Geneva, 1990
- ↑ 70.0 70.1 EFA Global Monitoring Report.. (2003) Junior sencondary schools in Kiribati.. Ueantabo Neemia Mackenzie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 27-05-2007.
- ↑ 71.0 71.1 71.2 Talu, A.Towards Quality in Education In Van Trease (ed.). — Atoll Politics: The Republic of Kiribati, Christchurch: MBCPS, University of Canterbury, 1994.
- ↑ Ministry of Education, Training and Technology. Annual Statistical Report 2002. — Tarawa: Statistical Unit, METT, 2003.
- ↑ 73.0 73.1 73.2 73.3 Kiribati National Statistics Office.. Education Statistics - Enrolment.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 08-05-2007.
- ↑ Atanraoi, P. Customary tenure and sustainability in an atoll nation. Customary land tenure and sustainable development: complementarity or conflict? / Editor R. Crocombe. — South Pacific Commission, Noumea and Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, Suva, 1995. — 55—73 c.
- ↑ Maude H. E. The evolution of the Gilbertese boti: an ethnohistorical interpretation. — The Polynesian Society, Wellington, 1963.
- ↑ 76.0 76.1 Kiribati Athlet Association.. More than forty years.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 08-07-2007.
- ↑ Kiribati. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-09. ციტირების თარიღი: 2012-03-09.
- ↑ Avraham Ariel, Nora Ariel Berger., Plotting the globe: stories of meridians, parallels, and the international date line, Greenwood Publishing Group, 2006. — P. 154, 235 p.
- ↑ Phoenix Islands Protected Area. PIPA Now World's Largest Marine Protected Area.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 21-02-2008.
|
|