შინაარსზე გადასვლა

კიპ თორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიპ თორნი
ინგლ. Kip Stephen Thorne
დაბ. თარიღი 1 ივნისი, 1940(1940-06-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (84 წლის)
დაბ. ადგილი ლოგანი[8]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი[9] , ასტრონომი, მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი[4] და ასტროფიზიკოსი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, პრინსტონის უნივერსიტეტი[10] , იუტის უნივერსიტეტი და ლეიდენის უნივერსიტეტი[4]
ალმა-მატერი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, პრინსტონის უნივერსიტეტი და ლოგანის საშუალო სკოლა
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
დედა ელისონ თორნი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[11] , იუნესკოს ნილს ბორის მედალი, კარლ შვარცშილდის მედალი[12] , ტომალას პრემია[13] , ჯეიმზ ჯოისის ჯილდო, გრუბერის პრემია კოსმოლოგიაში[14] , ჰარვის პრემია[15] , ალბერტ აინშტაინის მედალი, კავლის პრემია ასტროფიზიკაში[16] , შაოს პრემია[17] , ჟორჟ ლემეტრის პრემია[18] , ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის[19] , ნობელის პრემია ფიზიკაში[20] [21] , რიხტმაიერის მემორიალური პრემია[22] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[23] , ლილიენფელდის პრემია[24] , შაოს პრემია ასტრონომიაში, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ჯუზეპე და ვანა კოკონების პრემია[25] , პრემია სამეცნიერო პუბლიცისტიკისათვის, ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის საპატიო დოქტორი[26] , Clarivate Citation Laureates[27] და James Madison Medal[28]

კიპ სტივენ თორნი (ინგლ. Kip Thorne; დ. 1 ივნისი, 1940, ლოგანი, აშშ) — ამერიკელი თეორიტიკოსი ფიზიკოსი, გრავიტაციული ფიზიკისა და ასტროფიზიკის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი. მისი კვლევის ძირითადი საგანი ეხება რელატივისტურ ვარსკვლავებს, შავ ხვრელებსა და გრავიტაციულ ტალღებს. ამჟამად კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (კალტექი) თეორიული ფიზიკის დამსახურებული პროფესორია. 2017 წელს რაინერ ვაისთან და ბარი ბარიშთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში — „ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორიის (ლიგო) დეტექტორის შექმნასა და გრავიტაციულ ტალღებზე დაკვირვებაში შეტანილი გადამწყვეტი წვლილისათვის“. არის აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

კიპ თორნი დაიბადა ქალაქ ლოგანში, იუტის შტატში. მამისი აგრონომი, ხოლო დედამისი ეკონომისტი და ქალების უფლებათა აქტივისტი იყო. მისი ოჯახი მორმონული ეკლესიის მრევლი იყო, რომელიც შემდგომში დედამისთან და და-ძმებთან ერთად დატოვა. ფიზიკოსის თქმით, იგი მას შემდეგ დაინტერესდა მეცნიერებით, რაც რვა წლის ასაკში დაესწრო ერთ-ერთ ლექციას მზის სიტემის შესახებ და ცამეტი წლისამ წაიკითხა წიგნი „ერთი, ორი, სამი... უსასრულობა“ (გ. გამოვი), რომელმაც ფიზიკა შეაყვარა. ლოგანის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1955-1962 წლებში სწავლობდა კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (კალტექი), 1962-წელს გადავიდა პრინსტონის უნივერსიტეტში და 1966 წელს დაასრულა დოქტორის ხარისხით, მისი დისერტაციის თემა იყო: „ცილინდრული სისტემის თერმოდინამიკის შესახებ“. პრინსტონში ყოფნისას პროფესორი ჯონ უილერი დაეხმარა შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების თეორიულ კვლევაში, იოზეფ ვებერმა კი შთააგონა, რომ გრავიტაციული ტალღები ეკვლია. 1960 წელს დაქორწინდა ლინდა ჯინ პეტერსონზე, რომლისგანაც ორი შვილი ეყოლა. პრინსტონის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა კალტექში, ამჯერად როგორც ასოცირებული პროფესორი. 1970 წელს თეორიულ ფიზიკაზე გადავიდა. მისი სტუდენტებიდან ორმოცდაათამდემ მიაღწია დოქტორის ხარისხს მისივე ხელმძღვანელობით. 1984 წელს თორნი დაშორდა ცოლს და შეირთო კეროლ ჯოის ვინშტაინი. 2017 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.

თორნის კვლევათა დიდი ნაწილი კონცენტრირებულია გრავიტაციულ ფიზიკასა და ფარდობით ასტროფიზიკაზე. 1984 წელს მონაწილეობა მიიღო „ლიგოს“ შექმნაში, ესაა ლაზერული ლაბორატორია, რომლის მიზანია გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება, რომელთა არსებობაც აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. მას ამ მიზნის განხორციელების იდეა ჯერ კიდევ 1972 წელს გაუჩნდა. ლიგოს შესახებ კი იმავე წელს ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიით გაიგო, რომლის ავტორი რაინერ ვაისი იყო. დროთა განმავლობაში თორნი ამ პროექტში ჩაერთო, თუმცა 2000 წელს ჩამოშორდა, რათა საულ ტეუკოლსკთან ერთად შეექმნა SXS-პროექტი, რომლის მიზანიც გრავიტაციული ტალღების სიმულირება იყო და დიდი წვლილი შეიტანა ლიგოს წარმატებაში. ლიგოს მიზანი, რომ გრავიტაციული ტალღები დაეფიქსირებინა, საკმაოდ რთული ამოცანა იყო, რადგან გრავიტაცია იმდენად სუსტი ძალაა, რომ მისი ტალღების პოვნა მხოლოდ და მხოლოდ უზარმაზარ მასათა კონტაქტის დროსაა შესაძლებელი. პირველად გრავიტაციული ტალღები 2015 წელს დააფიქსირეს, როდესაც ორმა შავმა ხვრელმა ერთმანეთის გარშემო დაიწყო ბრუნვა და შექმნა უფრო დიდი შავი ხვრელი. ლიგოს შექმნაში გაწეული წვლილისათვის, თორნს მიენიჭა ნობელის პრემია.

ამას გარდა, კიპ თორნს დიდი წვლილი მიუძღვის შავი და ჭიის ხვრელების კვლევაში. მის მიერ წამოჭრილი თეორია, რომ ჭიის ხვრელები შეძილება დროის მანქანის სახით გამოვიყენოთ, დღესაც დიდი აქტუალურობით სარგებლობს. მას დაწერილი აქვს ისეთი ცნობილი წიგნები, როგორებიცაა: „გრავიტაცია“ (1973, ჩარლზ მისნერთან ერთად), „შავი ხვრელები და დროის გამრუდებები: აინშტაინის აღმაშფოთებელი ლიგა“ (1994), „ინტერსტელარის მეცნიერება“ (2014) და „თანამედროვე კლასიკური ფიზიკა: ოპტიკა, სითხეები, პლაზმები, ელასტიკურობა, ფარდობითობა და სტატისტიკური ფიზიკა“ (2017).

მეცნიერული კარიერის გარდა, თორნი ცნობილია როგორც პროდიუსერი და მწერალი, მან დიდი წვლილი შეიტანა ფილმ „ვარსკვლავთშორისისა“ და სერიალ „დიდი აფეთქების თეორიის“ შექმნაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. SNAC — 2010.
  3. Gregersen E. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 4.2 Leidse Hoogleraren
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Babelio — 2007.
  7. Munzinger Personen
  8. From Logan To The StarsAstrophysics superstar Kip Thorne discusses local boyhood, beyond
  9. Deutsche Nationalbibliothek Record #121312453 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. https://www.its.caltech.edu/~kip/index.html/cv.html
  11. Guggenheim Fellows database
  12. https://astronomische-gesellschaft.de/en/activities/awards/schwarzschild
  13. http://www.tomalla.ch/prize_winner.htm
  14. https://gruber.yale.edu/cosmology-laureates
  15. https://harveypz.net.technion.ac.il/harvey-prize-laureates/
  16. http://www.kavliprize.org/prizes-and-laureates/prizes/2016-kavli-prize-astrophysics
  17. http://www.shawprize.org/en/shaw.php?tmp=3&twoid=102&threeid=254&fourid=476
  18. https://cdn.uclouvain.be/public/Exports%20reddot/fondationlouvain/documents/Invitation_prix_Lemaitre.pdf
  19. Fundación Princesa de Asturias
  20. Höchste Auszeichnung: Physik-Nobelpreis geht an drei US-Gravitations-Forscher — 2017.
  21. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/2017/press.html
  22. https://aapt.org/Programs/awards/richtmyer.cfm
  23. https://www.upc.edu/es/la-upc/honoris-causa
  24. https://www.aps.org/programs/honors/prizes/lilienfeld.cfm
  25. https://eps-hepp.web.cern.ch/eps-hepp/cocconi-prize-awards.php
  26. https://ethz.ch/de/die-eth-zuerich/portraet/auszeichnungen/ehrenraete-und-ehrendoktoren.html
  27. https://clarivate.com/citation-laureates
  28. https://alumni.princeton.edu/our-community/awards/james-madison-medal