კერგელენი
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Kerguelen | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 49°15′00″ ს. გ. 69°35′00″ ა. გ. / 49.25000° ს. გ. 69.58333° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | დაახლოებით 300 |
მთავარი კუნძული | გრანდ-ტერი |
ფართობი | 7215 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1850 მ |
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები | საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
კერგელენის არქიპელაგი (ფრანგ. Îles Kerguelen) — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანის სამხრეთით. ეს კუნძულები საფრანგეთის ტერიტორიაა, რომელიც შედგება ერთი დიდი კუნძულისგან და დაახლოებით 300 მომცრო კუნძულისგან და კლდეებისგან. აქ მუდმივი მოსახლეობა არ ცხოვრობს.
კერგელენის არქიპელაგი საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილია.
მანძილი არქიპელაგიდან ანტარქტიდის სანაპირომდე შეადგენს დაახლოებით 2000 კმ-ს, რეიუნიონამდე 3400 კმ-ს და ავსტრალიამდე დაახლოებით 4800 კმ-ს. კუნძულები კერგელენის პლატოს ვულკანების მწვერვალებია.
კუნძულებზე არ არსებობს აეროპორტი, რის გამოც კონტინენტებთან დაკავშირება მხოლოდ გემებით ხორციელდება.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კერგელენის არქიპელაგის საერთო ფართობი შეადგენს 7215 კმ²-ს. იგი შედგება მთავარ კუნძულ გრანდ-ტერისაგან და მის გარშემო მყოფ დაახლოებით სამასი მცირე კუნძულისაგან.
მთავარი კუნძული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი კუნძულის — გრანდ-ტერის ფართობი შეადგენს 6675 კვადრატულ კილომეტრს. მისი სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე დაახლოებით 150 კმ-ია, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 120 კმ. ზღვის დონიდან კუნძულის და მთელი არქიპელაგის უმაღლესი წერტილია — როსის მთა, რომელიც დაფარულია კუკის მყინვარით და რომლის სიმაღლეც შეადგენს 1850 მეტრს.
კუნძულს აქვს ძლიერ დაკლაკნილი სანაპირო ხაზი და ბევრი ნახევარკუნძული.
დანარჩენი კუნძულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიპელაგის ყველაზე უფრო დიდი კუნძულებია[1]:
- ილ-ფოში — მდებარეობს არქიპელაგის ჩრდილოეთით, მთავარი კუნძულის, გრანდ-ტერის შემდეგ — ყველაზე დიდი კუნძული, ფართობი — 206,2 კმ². კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 687 მეტრ სიმაღლეზე, რომელსაც მექსიკის პირამიდა ჰქვია. გეოგრაფიული კოორდინატები — 49°00′ ს. გ. 69°17′ ა. გ. / 49.000° ს. გ. 69.283° ა. გ.
- Île Howe — სიდიდით მესამე კუნძული, რომლის ფართობი შეადგენს 51 კმ²-ს. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 245 მეტრ სიმაღლეზე. გეოგრაფიული კოორდინატები — 48°52′ ს. გ. 69°27′ ა. გ. / 48.867° ს. გ. 69.450° ა. გ..
- Île Saint-Lanne Gramont — სიდიდით მეოთხე კუნძული, რომლის ფართობი შეადგენს 45,8 კმ²-ს. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 480 მეტრ სიმაღლეზე. გეოგრაფიული კოორდინატები — 48°55′ ს. გ. 69°12′ ა. გ. / 48.917° ს. გ. 69.200° ა. გ..
- Île du Port — სიდიდით მეხუთე კუნძული, რომლის ფართობი შეადგენს 43,0 კმ²-ს. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 340 მეტრ სიმაღლეზე. გეოგრაფიული კოორდინატები — 49°11′ ს. გ. 69°36′ ა. გ. / 49.183° ს. გ. 69.600° ა. გ..
- Île de l’Ouest — კუნძულ გრანდ-ტერიდან დასავლეთით (ფართობი დაახლოებით 33 კმ²). გეოგრაფიული კოორდინატები — 49°21′ ს. გ. 68°44′ ა. გ. / 49.350° ს. გ. 68.733° ა. გ..
- Île Longue — კუნძულ გრანდ-ტერიდან სამხრეთით (ფართობი დაახლოებით 35 კმ²). გეოგრაფიული კოორდინატები — 49°32′ ს. გ. 69°54′ ა. გ. / 49.533° ს. გ. 69.900° ა. გ..
- Île aux Rennes — კუნძულ გრანდ-ტერიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფართობი — 36,7 კმ², კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 145 მეტრ სიმაღლეზე, გეოგრაფიული კოორდინატები — 49°32′ ს. გ. 69°54′ ა. გ. / 49.533° ს. გ. 69.900° ა. გ..
- Îles Nuageuses — კუნძულ გრანდ-ტერიდან ჩრდილო-დასავლეთით, ფართობი — 16 კმ² (მოიცავს île de Croÿ, île du Roland, îles Ternay, îles d'Après), გეოგრაფიული კოორდინატები — 48°37′ ს. გ. 68°44′ ა. გ. / 48.617° ს. გ. 68.733° ა. გ..
- Île de Castries — გეოგრაფიული კოორდინატები — 48°41′ ს. გ. 69°29′ ა. გ. / 48.683° ს. გ. 69.483° ა. გ..
- Îles Leygues — კუნძულ გრანდ-ტერიდან ჩრდილოეთით, (including île de Castries, île Dauphine), გეოგრაფიული კოორდინატები — 48°41′ ს. გ. 69°29′ ა. გ. / 48.683° ს. გ. 69.483° ა. გ..
- Île Violette — გეოგრაფიული კოორდინატები — 49°07′ ს. გ. 69°40′ ა. გ. / 49.117° ს. გ. 69.667° ა. გ..
- Île Haute — კუნძულ გრანდ-ტერიდან დასავლეთით, (western part of the Golfe du Morbihan, altitude 321 m), გეოგრაფიული კოორდინატები — 49°23′ ს. გ. 69°55′ ა. გ. / 49.383° ს. გ. 69.917° ა. გ..
- Île Mayès — გეოგრაფიული კოორდინატები — 49°28′20″ ს. გ. 69°55′55″ ა. გ. / 49.47222° ს. გ. 69.93194° ა. გ..
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ეს კუნძული საკმაოდ ჰგავს ალასკის სიახლოევეს არსებულ ალეუტის კუნძულებს.
არქიპელაგზე კლიმატი მკაცრია, წვიმიანი და ქარიანი. ქარი ხშირად აღწევს 150 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო ზოგჯერ 200 კმ/სთ-საც.
ყველაზე ცივი თვის ჰაერის ტემპერატურა (აგვისტო) − 1-0 °С, ყველაზე თბილის (თებერვალი) +9 °C.
კერგელენის არქიპელაგი მონტანის შტატის ანტიპოდია. ასევე არქიპელაგის განედზე, ოღონდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს პოლტავა და ხაბაროვსკი. თუმცა კერგელენის საშუალო წლიური ტემპერატურა თითქმის შეესაბამება თავიანთ ანტიპოდებს, არქიპელაგზე არ არსებობს არც დიდი ყინვები და არც ძლიერი სიცხეები. არქიპელაგზე +15 °C-ზე უფრო მაღალი დღის ტემპერატურა იშვიათი მოვლენაა.
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კერგელენის არქიპელაგზე იმყოფება პინგვინების, სხვა ზღვის ფრინველების და ნამდვილი სელაპების — სამხრეთის ზღვის სპილოების (ლათ. Mirounga) მსხვილი კოლონია.
არქიპელაგი დაფარულია ბალახით, მთავარ კუნძულ გრანდ-ტერიზე ზოგან იზრდება ძლიერი ქარების გამო მიწაზე გაწოლილი ბუჩქნარი. ყველაზე უფრო გავრცელებული მცენარეა — კერგელენის კომბოსტო.
არქიპელაგზე ასევე ცხოვრობენ ბოცვრების საკმაოდ დიდი პოპულაცია და — შინაური კატების მცირე პოპულაცია. ეს ცხოველები აბორიგენები კი არ არიან, არამედ შემოყვანილია ადამიანების მიერ. მოგვიანებით ისინი გაველურდნენ და გავრცელდნენ მთელ არქიპელაგზე. აღმოჩენილია Camponotus werthi-ს სახეობის ჭიანჭველები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიპელაგი პირველად აღმოჩენილი იქნა 1772 წლის 13 თებერვალს, ფრანგი მეზღვაურის ივ-ჟოზეფ დე კერგელენ დე ტრემარეკის (ფრანგ. Yves Joseph de Kerguelen de Trémarec) მიერ. 1776 წელს არქიპელაგს ესტუმრა ცნობილი ინგლისელი მეზღვაური ჯეიმზ კუკი. მოგვიანებით აქ მოეწყო: დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და აშშ-ის მრავალი ექსპედიცია.
არქიპელაგი XX საუკუნის დასაწყისამდე გამოიყენებოდა, როგორც სელაპებზე სანადირო ადგილი და ვეშაპების დამჭერი ბაზა, სანამ ცხოველები პრაქტიკულად მთლიანად არ გაქრნენ.
მეორე მსოფლიო ომის წლებში არქიპელაგს რამდენიმეჯერ სტუმრობდნენ გერმანული დამხმარე კრეისერები. 1940 წლის დეკემბერში ეს კუნძულები გერმანელებმა დაიკავეს. ომის დასრულების შემდეგ, კერგელენი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდა.
1949 წლიდან არქიპელაგზე მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, მეტეოროლოგიური დაკვირვებები და მეტეოროლოგიური რაკეტების (უპირატესად «Arcas», «Dragon» და «Eridan») გაშვება. 1970-იანი წლებიდან არქიპელაგზე მუშაობს თანამგზავრული კავშირის სადგური.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიპელაგზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, მაგრამ ზამთარში იქ ცხოვრობს და მუშაობს დაახლოებით 70 ადამიანი, ხოლო ზაფხულში — 110-ზე მეტი. პრაქტიკულად ყველა ადამიანი იმყოფება მთავარ კუნძულ გრანდ-ტერიზე.
არქიპელაგის «დედაქალაქია» — პორტ-ო-ფრანსე. ეს — არქიპელაგის მთავარი ბაზაა. მეორე ბაზა — ჟანა დ’არკის პორტი — ყოფილი ვეშაპების დამჭერი ბაზაა, რომელიც მოქმედებს 1908 წლიდან.
ვალუტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ფულადი ერთეული ევროა, კერგელენის არქიპელაგის მონეტების და ბანკნოტების სუვენირული გამოშვებები ხორციელდება ფრანკებში.
- 2010 წელს გამოშვებული იყო პოლიმერული ბანკნოტი, 100 კერგელენის ფრანკის შემცველობით. ბანკნოტზე მითითებულია კურსი: 1 კერგელენის ფრანკი = 0,01 ევრო, ასევე ბანკნოტის ევროზე გადაცვლის ვალდებულება გადამცვლელ ბიუროში, რომელიც აშშ-ში იმყოფება. 2011 წელს განხორციელდა 100, 200, 500 კერგელენის ფრანკის ბანკნოტების ახალი გამოშვება.
- 2011 წელს გამოშვებული იქნა 100 და 500 ფრანკის ნომინალის მონეტები, რომლებზეც გამოსახულია არქიპელაგის ცხოველთა სამყარო. მონეტის ავერსზე გამოსახულია კერგელენის არქიპელაგის პირობითი გერბი, რომელიც ამოღებულია 1950 წელს სიუზან გოტიეს მიერ შექმნილი საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის გერბიდან. კერგელენის გერბი წარმოადგენს ფარს, რომელზეც გამოსახულია კერგელენის კომბოსტო, რომელიც უკავია ორ ზღვის სპილოს. ფარზე დატანილია წარწერა ორი ღუზის და სამი ვარსკვლავის ფონზე: ILE KERGUELEN. 100 ფრანკის ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ალბატროსი, 500 ფრანკის ნომინალის მონეტის რევერსზე— ორი კაშალოტი.
ქვეყნის ნაწილებთან მიკუთვნების საკითხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არქიპელაგის ყველაზე სამხრეთი წერტილი მდებარეობს ანტარქტიდის სანაპიროდან 2000 კმ-ზე ოდნავ მეტ მანძილზე.
- ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი — 3396 კმ-ში მადაგასკარიდან და 3899 კმ-ში დურბანიდან.
- ყველაზე აღმოსავლეთი წერტილი — 4051 კმ-ში ავსტრალიის პორტ ოგასტამდე.
დღეისათვის კერგელენის არქიპელაგს ოფიციალურად აკუთვნებენ ანტარქტიდას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- კერგელენის არქიპელაგი
- საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
- კერგელენის არქიპელაგის ფოტოები დაარქივებული 2016-01-09 საიტზე Wayback Machine.
- კერგელენის არქიპელაგის აღწერა და ფოტოები
- Géologie de l'archipel des Kerguelen დაარქივებული 2007-08-12 საიტზე Wayback Machine.
- Les Manchots de la République, chroniques du bout du monde დაარქივებული 2014-11-06 საიტზე Wayback Machine.
- Îles Kerguelen: invitation au voyage დაარქივებული 2015-04-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tableau général de la France outre-mer Maison de la Géographie (PDF; französisch; 45 kB)