შინაარსზე გადასვლა

კატმანდუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატმანდუ
येँ महानगरपालिका
დროშა

ქვეყანა ნეპალის დროშა ნეპალი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 27°42′00″ ჩ. გ. 85°20′00″ ა. გ. / 27.70000° ჩ. გ. 85.33333° ა. გ. / 27.70000; 85.33333
მმართველი Balendra Shah
ფართობი 50.67 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1300 მეტრი
მოსახლეობა 1,442,271 კაცი (2019)
სასაათო სარტყელი UTC+5:45
სატელეფონო კოდი 01
ოფიციალური საიტი kathmandu.gov.np
კატმანდუ — ნეპალი
კატმანდუ
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 121
ინგლ.რუს.ფრ.

კატმანდუ (ნეპ.|काठमांडौ, ბჰასა|येँ) — ნეპალის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კატმანდუს ხეობაში, სადაც კიდევ ორი ქალაქი მდებარეობს - პატანი და ბჰაქტაპური. ნეპალური ენა არის ხეობის ძირითადი და ყველაზე გავრცელებული ენა. ბჰასაზე ლაპარაკობს მხოლოდ ხეობის ძირძველი მოსახლეობა, ნევარები. ინგლისური ესმის ქალაქის მთელ განათლებულ ნაწილს. კატმანდუს მოსახლეობა შეადგენს 1,442,271 ადამიანს.

კატმანდუ წარმოადგენს ნეპალის ყველაზე განვითარებულ ქალაქს.

კატმანდუ იყო და არის ნეპალის ისტორიის, ხელოვნების, კულტურისა და ეკონომიკის ცენტრი. ის მულტი-ეთნიკური ქალაქია რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც რელიგიურად ინდუიზმისა და ბუდიზმის მიმდევრები არიან.

ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. TripAdvisor-ის მიხედვით კატმანდუ აუცილებლად სამოგზაურო ქალაქების სიაში მსოფლიოში მესამეა, აზიაში კი პირველი. ქალაქი ჰიმალაის მთების ჭიშკარს წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, როგორიცაა: დურბურის მოედანი, სვაიამბუნათჰი, ბოდჰნათჰი, პაშუპატიანთჰის ტაძარი.

კატმანდუს ისტორიული ნაწილი 2015 წლის აპრილში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის გამო დაზიანდა.

ადგილობრივი ნევარები კატმანდუს ველს იენს უწოდებენ.ნეპალური სახელწოდება კატმანდუ კასთამანდაპიდან მოდის რომელიც დურგარის მოედანზე მდებარეობს. სანსკრიტულად კასთა (სან. काष्ठ) ნიშნავს ,,ხეს'', ხოლო მადაპა (სან. मण्डप) ,,პავილიონს''. [1]

პოლოფონის ძველ ხელნაწერებში კატმანდუს მაჰანგარ ეწოდებოდა, რომელიც ეტიმოლოგიურად ,,დიდებულ ქალაქს'' ნიშნავს. ქალაქი ხშირად მოიხსენება როგორც კანტიპურ (სანს: कान्तिपुर). რაც ორი სიტყვისგან - კანტისა და პურისაგან შედგება. კანტი ,,სილამაზეს'' ნიშნავს, რომელიც ხშირად სინათლესთან ასოცირდება, ხოლო პურ ,,ადგილს, ქალაქს'' ნიშნავს. შესაბამისად ეს კატმანდუს ერთ-ერთი სახელი სინათლის ქალაქიცაა.

ციდან დანახული კატმანდუ

არქეოლოგიური გათხრების შედეგად კატმანდუში უძველესი ცივილიზაციების ნაკვალევია აღმოჩენილი.მათგან უძველესი ქანდაკებაა, რომელიც ახ.წ. 185 წლით თარიღდება.[1] წარწერები ქვებზე რომელიც კატმანდუშია აღმოჩენილი ნეპალის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და ასევე ის ნეპალის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი წყაროა.

კატმანდუს უძველესი ისტორია ადგილობრივ ლეგენდებსა თუ თქმულებებშ კარგადაა გადმოცემული. სვაიამბჰუ პურანას მიხედვით თანამედროვე კატმანდუს ტერიტორიაზე დიდი უზარმაზარი, ღრმა ტბა სახელად ,,ნაგდაჰა'' მდებარეობდა, რომელიც გველებით სავსე იყო. ბოდჰისტავა მანჯუშტრეემ მთა თავისი მახვილით გაჭრა და იქიდან წყალი გამოდევნა. მან ამ ადგილას ქალაქი დააარსა რომელსაც მანჯუპატანი უწოდა და ადგილის მმართველად დჰარმაკარი დააყენა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დემონმა, სახელად ბანასურმა, გასასვლელები დალუქა და ხეობა კვლავ ტბად გადააქცია. ამის შემდეგ კრიშნა ნეპალში ჩავიდა, ბანასური მოკლა და ტბა ხელმეორედ ამოაშრო. მან თან გოპალები წაიყვანა და ახალ შექმნილ ქალაქში მეფეც დასვა.

შივას პურანაში, თავი 11, შლოკა 18, აღწერილია ქალაქი,ნაიპალა, რომელიც განთქმული იყო თავისი პაშუპატი შივალინგათი.ვარაუდობენ რომ სახელი ნეპალი ამ ქალაქ ნაიაპალასგან წარმოიშვა.

ძალიან ცოტა ისტორიული ჩანაწერებია შემორჩენილი, რომელიც ნეპალის ლიჰავამდელ პერიოდს აღწერს. გოპარლაი ვანსავუალის მიხედვით ნეპალის მონარქები ლიჰავამდელ პერიოდშიც იყვნენ.

გორხას სამეფომ კატმანდუს ბრძოლაში 1763 წელს მალლა დაიპყრო, რომელმაც თავის მხრივ წერტილი დაუსვა ლიჰავურ ერას. ეს კატმანდუში თანამედროვე ეპოქის დაწყებად მიიჩნევა. კატმანდუ გორხას იმპერიის დედაქალაქი გახდა. ამ ეპოქაში აშენდა ისეთი ნეპალური არქიტექტურის მქონე ნაგებობები, როგორიცაა ბასანტაპურის ცხრასართულიანი კოშკი. ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან ხელსაყრელი აღარ იყო მათთან მუდმივი ომის არსებობის გამო. ნეპალის დე-ფაქტო მმართველი ბჰიმსენ თჰაპა საფრანგეთს მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ; ამან ნეპალში თანამედროვე სამხედრო სტრუქტურების განვითარება განაპირობა, როგორიცაა თანამედროვე ყაზარმები, რომლებიც კატმანდუში მდებარეობს. დჰარადარას ცხრასართულიანი კოშკიც, სწორედ ამ პერიოდშია აშენებული.

რანას მმართველობა ნეპალში1846 წლის 14 სექტემბერს, კოტის ხოცვა-ჟლეტით დაიწყო, რომელიც ჰანუმ დჰოკა დურბარის მახლობლად მოხდა. ამ ხოცვა-ჟლეტის დროს ნეპალის მაღალჩინოსნების უმეტესი ნაწილი ჟანგ ბაჰადურ რანასა და მის მომხრეების წინააღმდეგ იბრძოდნენ. რანას რეჟიმის დროს კატმანდუს ალიანსი ანტი-ბრიტანულიდან გადავიდა პრო-ბრიტანულში; ამან დასავლეთევროპული ხუროთმოძღვრული სტილის გამოჩენა განაპირობა ნეპალში, და შემდგომში ასეთი სტილის შენობებიც აშენდა.ამ შენობებიდან ყველაზე ცნობილია სინგჰა დურბარი, სიზმრების ბაღი, შიტალ ნივა და ძველი ნარაიანჰიტის სასახლე. ამ ეპოქაში ასევე აშენდა პირველი თანამედროვე კომერციული გზა კატმანდუს ველში.რანას მმართველობა ისტორიაში შესულია, როგორც დესპოტიზმი, ეკონომიკური ექსპლუატაცია და რელიგიური დევნა.

კატმანდუ კატმანდუს ველის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, მდინარე ბაგმათის ჩრდილოეთით. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1400 მეტრია (4600 ფტ.) .ქალაქს ესაზღვრება კატმანდუს ველის რამდენიმე მუნიციპალიტეტი: ნაგარჯუნი, ტარაკეშვორი, თოხა, ბუდჰალინკანთა. გოკარნეშვორი და კაგეშვორი-მანოჰარა. დროთა განმავლობაში ქალაქ კატმანდუს ფართობი იზრდება და გამორიცხული არაა ეს დასახლებები ქალაქის ნაწილს რომ შეუერთდეს.


ნეპალში ხუთი კლიმატური რეგიონი გამოიყოფა, კატმანდუს ველი - კი ზომიერ სარტყელშია.

კატმანდუს კლიმატური დაფა
თვე Jan Feb Mar Apr May Jun Jul Aug Sep Oct Nov Dec Year
რეკორდულად მაღალი°C (°F) 24.4

(75.9)

28.3

(82.9)

33.3

(91.9)

35.0

(95.0)

36.1

(97.0)

37.2

(99.0)

32.8

(91.0)

33.3

(91.9)

33.3

(91.9)

33.3

(91.9)

29.4

(84.9)

28.3

(82.9)

37.2

(99.0)

საშუალოდ მაღალი °C (°F) 19.1

(66.4)

21.4

(70.5)

25.3

(77.5)

28.2

(82.8)

28.7

(83.7)

29.1

(84.4)

28.4

(83.1)

28.7

(83.7)

28.1

(82.6)

26.8

(80.2)

23.6

(74.5)

20.2

(68.4)

25.6

(78.1)

დღიური საშუალო °C (°F) 10.8

(51.4)

13.0

(55.4)

16.7

(62.1)

19.9

(67.8)

22.2

(72.0)

24.1

(75.4)

24.3

(75.7)

24.3

(75.7)

23.3

(73.9)

20.1

(68.2)

15.7

(60.3)

12.0

(53.6)

18.9

(66.0)

საშუალო დაბალი °C (°F) 2.4

(36.3)

4.5

(40.1)

8.2

(46.8)

11.7

(53.1)

15.7

(60.3)

19.1

(66.4)

20.2

(68.4)

20.0

(68.0)

18.5

(65.3)

13.4

(56.1)

7.8

(46.0)

3.7

(38.7)

12.1

(53.8)

რეკორდულად დაბალი °C (°F) −9.2

(15.4)

−1.1

(30.0)

1.7

(35.1)

4.4

(39.9)

9.4

(48.9)

13.9

(57.0)

16.1

(61.0)

16.1

(61.0)

13.3

(55.9)

5.6

(42.1)

0.6

(33.1)

−1.7

(28.9)

−9.2

(15.4)

საშუალო ნალექიანობა მმ (ინჩ.) 14.4

(0.57)

18.7

(0.74)

34.2

(1.35)

61.0

(2.40)

123.6

(4.87)

236.3

(9.30)

363.4

(14.31)

330.8

(13.02)

199.8

(7.87)

51.2

(2.02)

8.3

(0.33)

13.2

(0.52)

1,454.9

(57.28)

ნალექიანი დღეების ოდენობა 2 3 4 6 12 17 23 22 15 4 1 1 110
თვიურად მზის ნათების საათები 223 254 260 231 229 186 136 159 132 252 244 250 2,556
Source 1: Department of Hydrology and Meteorology, World Meteorological Organization (precipitation days)[2]
Source 2: Danish Meteorological Institute (sun and relative humidity),[3] Sistema de Clasificación Bioclimática Mundial (extremes)[4] დაარქივებული 2019-07-28 საიტზე Wayback Machine.

კატმანდუ ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქია, რამაც შემდგომში ქალაქში ტრადიციების სიჭრელე განაპირობა. ქალაქში ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები: ბრაჰმინები (25%), ნევარები (24%), ჩჰეტრისები (18%), ტამანგები (11%). დანარჩენ 12%-ს უმეტესად უძველესი ადგილობრივები იკავებენ, როგორებიცაა: კირატები, გურუნგები, მაგარები, შერპები და სხვ.

ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა 81.3% ინდუიზმის მიმდევარია, 9% ბუდიზმის, 4.4% ისლამის 5.2% - კი სხვა რელიგიის მიმდევრები არიან.

ნეპალი მსოფლიოში ინდუისტების პროცენტული მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. მდ. ბაგმატი ნეპალელებისთვის წმინდა მდინარეს წარმოადგენს. თანამედროვე კატმანდუს ტერიტორიაზე ეს რელიგია 400-750 წლებში გავრცელდა.

ბუდიზმი კატმანდუში ბუდისტი ბერების ძალისხმევით უნდა გავრცელებულიყო ძვ.წ. 563-483 წლებში.

კატმანდუელი მუსლიმები პარასკევობით ლოცულობენ.

დურბარის სკოლა

ნეპალის უძველეს სკოლას დურბარის საშუალო სკოლა წარმოადგენს, უძველესი კოლეჯი ტრი-ჩანდრას კოლეჯია. საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ორივე ნეპალის დედაქალაქში, კატმანდუში დაარსდა. უძველესი უნივერსიტეტი, ტრიბჰუვანის უნივერსიტეტი, კატმანდუდან 5 კმ-ით სამხრეთით, კირტიპურში მდებარეობს. სიდიდით მეორე უნივერსიტეტი კატმანდუს უნივერსიტეტია, რომელიც 1991 წელს დაარსდა.[2] კატმანდუ ნეპალის მთავარ საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს და გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ყოველწლიურად ათასობით ნეპალელი კატმანდუში გადადის საცხოვრებლად, რათა ისწავლოს.

ბოუდჰანატი

ტურიზმი ნეპალში ერთ-ერთ მთავარ ინდუსტრიად ითვლება. ტურიზმმა ნეპალში 1950-იანი წლებიდან დაიწყო განვითარება, როდესაც ნეპალის იზოლაციას მსოფლიოსგან ბოლო მოეღო. 1956 წელს საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება დაიწყო და ამავე წელს დაიწყო ტრიბჰუვანის გზატკეცილის მშენებლობა კატმანდუსა და რაქსაულს (ინდოეთის საზღვართან მდებარე დასახლება) შორის. კატმანდუში შეიქმნა ტურისტული ორგანიზაციები, ასევე ნეპალი გახდა საერთაშორისო ტურიზმის ასოციაციის წევრი. ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას ხელი სხვა ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამაც შეუწყო. ტურისტების უმეტესობა კატმანდუს რელიგიურ შენობა-ნაგებობებს სტუმრობს.

არქიტექტურა და ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კატმანდუს ველი

ინდოეთსა და ტიბეტს შორის არსებული უძველესი სავაჭრო გზა, რომელიც კატმანდუში გადიოდა, საშუალებას იძლეოდა მხატვრული და არქიტექტურული ტრადიციები რომ შერწყმულიყო სხვა კულტურებისგან და ასევე გაერთიანებულიყო ადგილობრივ ხელოვნებასა და არქიტექტურასთან. [5] კატმანდუს ქალაქის ძეგლებზე საუკუნეების განმავლობაში გავლენას ახდენდნენ ინდუისტური და ბუდისტური არქიტექტურის ნიმუშები. კატმანდუს ხეობის ხუროთმოძღვრული საგანძური დაანგარიშებულია მემკვიდრეობის ძეგლებისა და ნაგებობების ცნობილი შვიდი ჯგუფის ქვეშ. 2006 წელს იუნესკომ ძეგლების ეს შვიდი ჯგუფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა (WHS). შვიდი ძეგლის ზონა მოიცავს 189 ჰექტარ ფართს (470 აკრები). შვიდი ძეგლის ზონაში, რომლებიც 1979 წლით თარიღდება. 2006 წელს მცირედი ცვლილები შეიტანეს. ეს შვიდი ძეგლის ზონა მოიცავს: ჰანუმან დჰოკას, პატანსა და ბაქტაპურის დურბარის მოედნებს, ფაშუპატინათისა და ჩანგუნარაიანის ინდუისტურ ტაძრებს და სვაიამბუნათისა და ბოუდჰანათის ბუდისტური ეკლესიებს. [6][7]

დურბარის მოედნის პირდაპირი მნიშვნელობა ,,სასახლეების ადგილია". კატმანდუს ხეობაში დაცული დურბარის სამი მოედანია და კირტიპურში ერთი დაუცველი. კატმანდუს დურბარის მოედანი ძველ ქალაქშია და აქვს მემკვიდრეობის ნაგებობები, რომლებიც წარმოადგენენ ოთხ სამეფოს (კანტიპური, ლალიპპური, ბჰაკტაური, კირტიპური); ყველაზე ადრეული მოედანი ლიჩხის დინასტიის დროინდელია. კომპლექსი მოიცავს 50 ტაძარს, რომლებიც განაწილებულია დურბარის მოედნის ორ ნაწილში. შიდა ნაწილში მდებარეობს ჰანუმან დოქას სასახლე და სკვერები, რომლებიც 2015 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ძალიან დაზიანდა. გარეთა ნაწილი მოიცავს: კასტამადაპის, კუმარი ღარის და შივა-ფარვატის ტაძარს. 1010

პატანის დურბარის მოედანი

ჰანუმან დჰოკა არის სტრუქტურების კომპლექსი მალა მეფეთა სამეფო სასახლისა და შაჰის დინასტიის შემადგენლობაში. მოიცავს ხუთ ჰექტარ ფართობს. აღმოსავლეთის ფრთა, რომელსაც აქვს ათი ეზო, უძველესი ნაწილია, რომელიც მე -16 საუკუნის შუა პერიოდით თარიღდება. იგი გაფართოვდა მე -17 საუკუნეში მეფე პრატაპ მოლას ძალისხმევით, რომელმაც ადგილზე მრავალი ტაძარი ააშენა. სამეფო ოჯახი ამ სასახლეში 1886 წლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც ისინი ნარაიანთის სასახლეში გადავიდნენ. სასახლის გარეთ ქვის წარწერა თხუთმეტ ენაზეა დაწერილი.

კუმარი ღარი არის სასახლე ქალაქ კატმანდუს ცენტრში, დურბარის მოედნის გვერდით. [8]

კასტამანდაპი არის სამსართულიანი ტაძარი, რომელშიც გამოსახულია გორახნატის სურათი. იგი აშენდა მე -16 საუკუნეში, პაგოდის სტილში. ფიქრობენ, რომ კატმანდუს სახელი კასტამანდაპიდან წარმოიშვა.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები, ეუჯინი

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები,ნიუ-იორკი, როშესტერი

იაპონიის დროშა იაპონია, მაცუმოტო

ჩინეთის დროშა ჩინეთი, შიანი

ბელარუსის დროშა ბელარუსი, მინსკი

მიანმარის დროშა მიანმარი, იანგონი

ჩრდილოეთ კორეის დროშა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ფხენიანი

ჩინეთის დროშა ჩინეთი, ლჰასა, ჩენგუანი

ჩინეთის დროშა ჩინეთი, შენჯენი

ინდოეთის დროშა ინდოეთი, ვარანასი

ჩინეთის დროშა ჩინეთი, ლანჯოუ

სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთ კორეა, სეული

ჩინეთის დროშა ჩინეთი, ჩენდუ

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები, ვირჯინია, ფრედერიკსბურგი

შოტლანდიის დროშა შოტლანდია, ედინბურგი

შეთავაზებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები, ნევადა, ბოულდერი

ტაილანდის დროშა ტაილანდი, ბანგკოკი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]