კარცინომა
კარცინომა | |
---|---|
დარგი | ონკოლოგია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
OMIM | 8010/3 |
MeSH | D002277 |
კარცინომა (ძვ. ბერძნ. καρκίνος — „კიბო“, -ωμα; ὄγκωμα-დან — „სიმსივნე“), კიბო — ავთვისებიანი სიმსივნის სახეობა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა ორგანოების ეპითელური ქსოვილის უჯრედებიდან (კანიდან, ლორწოვანი გარსიდან და სხვა შინაგანი ორგანოებიდან)[1].
ზოგადი ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო მახასიათებელს წარმოადგენს მათი გამოხატული ქსოვილური ატიპიზმი (უჯრედების მიერ დიფერენცირების შესაძლებლობის დაკარგვა, რასაც მოსდევს ქსოვილის სტრუქტურის დაზიანება და სიმსივნეს წარმოქმნა), აგრესიული ზრდა, რაც აზიანებს, როგორც უშუალოდ ორგანოს, ასევე სხვა ახლომდებარე ორგანოებს, მიდრეკილება მეტასტაზირებისკენ, ანუ ლიმფის ან სისხლის დინებასთან ერთად მთელს ორგანიზმში სიმსივნეს უჯრედების გავრცელებისკენ, რის შედეგადაც სხვადასხვა ორგანოებში წარმოიქმნება სიმსივნეს ახალი კერები. ზრდის ტემპის მიხედვით ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობა სჯობნის კეთილთვისებიანებს და, როგორც წესი, შეუძლია მოკლე დროში მნიშვნელოვანი ზომების მიღწევა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Все о раке — сайт помощи и поддержки больных и их родственников დაარქივებული 2014-10-02 საიტზე Wayback Machine.
- Химиоэмболизация — Сайт о научной методике локального воздействия на опухоли
- Официальный сайт хирургического отделения абдоминальной онкологии ГУ РОНЦ им. Блохина РАМН
- Официальный сайт Союза Противораковых Организаций России
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Блохин Н. Н., Петерсон Б.Б. Клиническая онкология, М., 1979