კარლი (ბადენის დიდი ჰერცოგი)
კარლ ლუდვიგ ფრიდრიხ ფონ ბადენი | |
---|---|
გერმ. Karl Ludwig Friedrich von Baden | |
ბადენის დიდი ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 ივნისი, 1811 |
მმართ. დასასრული: | 8 დეკემბერი, 1818 |
წინამორბედი: | კარლ ფრიდრიხი |
მემკვიდრე: | ლუდვიგ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1786 წლის 8 მაისი |
დაბ. ადგილი: | კარლსრუე |
გარდ. თარიღი: | 1818 წლის 8 დეკემბერი |
გარდ. ადგილი: | რაშტატი |
დინასტია: | ცერინგენები |
მამა: | კარლ ლუდვიგ ფონ ბადენი |
დედა: | ამალია ფონ ჰესენ-დარმშტადტი |
კარლ ლუდვიგ ფრიდრიხი (გერმ. Karl Ludwig Friedrich von Baden; დ. 8 ივნისი, 1786, კარლსრუე — გ. 8 დეკემბერი, 1818, რაშტატი) — ბადენის დიდი ჰერცოგი 1811 წლის 10 ივნისიდან. ცერინგენების გვარის უფროსი შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლი იყო პრინც კარლ ლუდვიგ ფონ ბადენისა და ამალია ფონ ჰესენ-დამრშტადტის, კარლ ფრიდრიხ ფონ ბადენის შვილიშვილის შვილი. კარლი იყო რუსეთის იმპერატრისის, ელიზაბეთ ალექსეევნას ძმა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1801 წელს, ის ბადენის მემკვიდრე გახდა. ათი წლის შემდეგ კი კარლმა ტახტზე პაპა, კარლ ფრიდრიხი შეცვალა. მონაწილეობდა ვენის კონგრესში, სადაც ბადენს დაუმტკიცდა ის ტერიტორიები, რომლებიც ნაპოლეონის ომების დროს მიიღო. 1818 წელს მან გამოსცა ახალი კონსტიტუცია.
კარლი ემზადებოდა ბავარიის პრინცესასთან, ავგუსტასთან დასაქორწინებლად, რომელიც ბავარიის მეფის, მაქსიმილიანის შვილი იყო, მაგრამ ნაპოლეონის გეგმებმა ხელი შეუშალეს ქორწინებას. ნაპოლეონს სურდა, რომ ავგუსტა თავისი გერის, ევგენი ბოჰარნის ცოლი გამხდარიყო და კომპენსაციის სახით კარლს შესთავაზა თავის გარე ბიძაშვილზე, სტეფანიაზე დაქორწინება, რომელსაც ნაპოლეონმა ოფიციალურად უბოძა საფრანგეთის პრინცესის ტიტული. 1806 წლის აპრილში კარლი და სტეფანია დაქორწინდნენ. ქორწინების შედეგად დაიბადნენ:
- ლუიზა (1811—1854), დაქორწინდა კრონპრინც გუსტავ ვაზზე (1799—1877), დამხობილი შვედი მეფის, გუსტავ IV-ის წინამორბედზე;
- ვაჟი (1812—1812);
- ჟოზეფინა (1813—1900), დაქორწინდა კარლ ანტონზე, მთავარ ჰოჰენცოლერნ-ზიგმარინჰენზე;
- ალექსანდრე (1816—1816);
- მარია (1817—1888), დაქორწინდა უილიამზე ჰამილტონის მე-11 ჰერცოგზე (1811—1863); მათი ქალიშვილი იყო მონაკოს მთავრის, ლუი II-ის დედა.
გარდაცვალების შემდეგ, კარლს არ დარჩა მამრობითი სქესის მემკვიდრე, რის გამოც ბადენის ტახტი დაიკავა მისმა ბიძამ, ლუდვიგ I-მა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Friedrich von Weech: Karl Ludwig Friedrich, Großherzog von Baden. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 15. Duncker & Humblot, Leipzig 1882, S. 248—250. (გერმანული)