შინაარსზე გადასვლა

კაიუგას ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლქი
კაიუგას ოლქი
ინგლ. Cayuga County

კაიუგას ოლქის სასამართლოს შენობა
დროშა

ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
დაქვემდებარება ნიუ-იორკის შტატი
შიდა დაყოფა ობერნი
კოორდინატები 43°00′00″ ჩ. გ. 76°34′00″ დ. გ. / 43.00000° ჩ. გ. 76.56667° დ. გ. / 43.00000; -76.56667
დაარსდა 8 მარტი, 1799[1]
ფართობი 2237 კმ²
მოსახლეობა 76 248 (1 აპრილი, 2020)[2]
სასაათო სარტყელი UTC-5 და UTC-4
ოფიციალური საიტი http://www.co.cayuga.ny.us
კაიუგას ოლქი — აშშ
კაიუგას ოლქი

კაიუგას ოლქი (ინგლ. Cayuga County) — ოლქი აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში. 2020 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 76 248 კაცს.[3] ოლქის ყველაზე დიდი ქალაქია ობურნი.[4] სახელი ეწოდა ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცხოვრები ხალხის, იროკეზების ერთ-ერთი ტომის, კაიუგას პატივსაცემად. დაარსდა 1799 წელს.

აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს მიხედვით, ოლქის საერთო ფართობია 2240 კმ², აქედან 1790 კმ² — ხმელეთს, ხოლო 450 კმ² წყალს უკავია. [5]

კაიუგას ოლქი მდებარეობს შტატის დასავლეთ ცენტრალურ ნაწილში. ოლქის ცენტრში მდებარეობს ოვასკოს ტბა, დასავლეთ საზღვარს ნაწილობრივ წარმოადგენს კაიუგას ტბა, ჩრდილოეთით ესაზღვრება ონტარიოს ტბა. ოლქის აღმოსავლეთი საზღვრი ნაწილობრივ არის სკანეატელსისა და კროსის ტბები.

კაიუგას ოლქის მოსახლეობა[6]
რასა რაოდენობა პროცენტი
თეთრკანიანები 66,313 86.97%
აფრო-ამერიკელები 2,727 3.57%
ინდიელები 224 0.29%
აზიელები 379 0.49%
წყნარი ოკეანის კუნძულების მაცხოვრებლები 54 0.07%
სხვა/შერეული 3,915 5.13%
ლათინო-ამერიკელები 2,636 3.45%

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]