შინაარსზე გადასვლა

კაისერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „კაისერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კაისერი.
ქალაქი
კაისერი
Kayseri

ხედი ცენტრიდან
გერბი

ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია კაისერი
კოორდინატები 38°44′00″ ჩ. გ. 35°29′00″ ა. გ. / 38.73333° ჩ. გ. 35.48333° ა. გ. / 38.73333; 35.48333
პირველი ხსენება ძვ. წ. 3000 წელი
ადრეული სახელები კაპადოკიის კესარია,
ცეზარია, მასაკა, ევსევია.
ცენტრის სიმაღლე 1050±1 მეტრი
მოსახლეობა 1.064.164[1] კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი (+90) 352
საფოსტო ინდექსი 38x xx
საავტომობილო კოდი 38
ოფიციალური საიტი kayseri.gov.tr
კაისერი — თურქეთი
კაისერი

კაისერი (თურქ. Kayseri, ლათ. Caesarea in Cappadocia) — ქალაქი ცენტრალურ თურქეთში, კაისერის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 1 მილიონს აჭარბებს.

ძველი მსოფლიოს ისტორიის მანძილზე ცნობილი იყო კაპადოკიის კესარიის, ცეზარიის, მაზაკის, ევსევიას სახელწოდებით. აქ იყო კაპადოკიის მეფეების რეზიდენცია. 1080 წელს დაიპყრეს თურქ-სელჩუკებმა. 200 წლის მანძილზე შედიოდა რუმის სასულთნოს შემადგენლობაში. ოსმალეთის იმპერიას შეუერთდა 1515 წელს.

ქალაქის ცენტრში არის რომაული ხანის ციხესიმაგრე, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სელჩუკების, ასევე ოსმალების ხანაში. ქალაქი მდიდარია სელჩუკური არქიტექტურის ძეგლებით.

ქალაქში არის ოთხი უნივერსიტეტი: ორი სახელმწიფო - ერჯიესისა (Erciyes Üniversitesi) (გაიხსნა 1978 წ.) და აბდულაჰ გიულის (Abdullah Gül Üniversitesi) უნივერსიტეტები და ორი კერძო - მელიქშაჰისა (Melikşah Üniversitesi)(დაარსდა 2008 წ.) და ნუჰ-ნაცი-ყაზგანის (Nuh Naci Yazgan) (გაიხსნა 2011-2012 სასწ. წელს) უნივერსიტეტები.

  1. http://report.tuik.gov.tr/reports/rwservlet?adnks = &report = turkiye_il_koy_sehir.RDF&p_kod = 1&desformat = html&ENVID = adnksEnv (TÜİK)