შინაარსზე გადასვლა

ინტარსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინტარსია (იტალ. Intarsioინკრუსტაცია) — დეკორირების ხერხი სახვით ხელოვნებაში, ინკრუსტაციის სახეობა, ხით ხის (ავეჯის ან სხვა) საგნების მორთვა: ფაქტურითა და ფერით განსხვავებული ხის ფირფიტების ორნამენტი ან გამოსახულება ჩასმულია ხისივე საგნის ზედაპირში. ინტარსიამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია XV საუკუნის იტალიაში.