ინვესტიცია
იერსახე
საბუღალტრო აღრიცხვა |
|
ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები |
---|
ბასსი და ფასსი |
სააღრიცხვო პოლიტიკა |
მარაგების აღრიცხვის მეთოდები |
ანგარიშთა გეგმა |
ინვესტიცია (ლათ. Investire - შემოსვა) — კაპიტალის დაბანდება ეკონომიკურ საქმიანობაში მოგებისა და სოციალური ეფექტის მიღების მიზნით.
ინვესტიციების უმრავლესობა წარმოადგენს ფინანსურ უფლებებს (ფინანსური ინვესტიციები). არსებობს ასევე მატერიალური სახის ინვესტიციები (რეალური ინვესტიციები), უძრავ ქონებაში და თეზავრაციის ობიექტებში.
ბუღალტრული ანგარიშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი ანგარიშები:
მოკლევადიანი ინვესტიციები | გრძელვადიანი ინვესტიციები |
---|---|
1310 - მოკლევადიანი ინვესტიციები საწარმოთა ფასიან ქაღალდებში | 2410 - საწარმოთა გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდები |
1320 - მოკლევადიანი ინვესტიციები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში | 2420 - სახელმწიფო გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდები |
1330 - გრძელვადიანი ინვესტიციების მიმდინარე ნაწილი | 2430 - მონაწილეობა სხვა საზოგადოებაში |
1390 - სხვა მოკლევადიანი ინვესტიციები | 2490 - სხვა გრძელვადიანი ინვესტიციები |
დამატებითი ანგარიშები:
ინვესტიციის მიზანი | დამატებითი ანგარიშების დასახელება |
---|---|
ინვესტიცია შეძენილია მოკლევადიანი ვადით მისი შემდგომი რეალიზაციისათვის | 1315 - ვაჭრობისთვის გამიზნული ინვესტიციები |
ინვესტიციები ინვესტირებული საწარმოსათვის კონტროლის მინიჭების უფლებით | 2415 - გრძელვადიანი ინვესტიციები შვილობილი საწარმოს აქციებში |
ინვესტიციები ინვესტირებული საწარმოსათვის მნიშვნელოვანი ზეგავლენის მინიჭების უფლებით | 2416 - გრძელვადიანი ინვესტიციები მეკავშირე საწარმოს აქციებში |
ინვესტიციები ინვესტირებული საწარმოსათვის კონტროლის ან მნიშვნელოვანი გავლენის უფლების მინიჭების გარეშე | 2417 - გასაყიდად არსებული გრძელვადიანი ინვესტიციები |
გასაყიდად რეკლასიფიცირება, უფლებების მოპოვების მიზნით შეძენილი ინვესტიციების | 2418 - გასაყიდად რეკლასიფიცირებული გრძელვადიანი ინვესტიციები |
ბუღალტრული გატარებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინვესტიციების შეძენა:
- დ. 1300 - მოკლევადიანი ინვესტიციები
ან
- დ. 2400 - გრძელვადიანი ინვესტიციები
- კ. 1110/1210 - ფული
- ინვესტიციების გაყიდვა:
- დ. 1110/1210 - ფული
- კ. 1300 - მოკლევადიანი ინვესტიციები
ან
- კ. 2400 - გრძელვადიანი ინვესტიციები
და
- კ. 8196 - შემოსავალი ინვესტიციების გაყიდვიდან
ან
- დ. 8296 - ზარალი ინვესტიციების გაყიდვიდან
- ინვესტიციების გადაფასება:
მოკლევადიანი ინვესტიციის აფასება აფასება
- დ. 1315 - ვაჭრობისთვის გამიზნული ინვესტიციები
- კ. 8195 - შემოსავალი ინვესტიციების ღირებულების ცვლილებიდან
მოკლევადიანი ინვესტიციის აფასება ჩამოფასება
- დ. 8295 - ზარალი ინვესტიციების ღირებულების გაუფასურებიდან
- კ. 1315 - ვაჭრობისთვის გამიზნული ინვესტიციები
გრძელევადიანი ინვესტიციის აფასება აფასება
- დ. 1315 - ვაჭრობისთვის გამიზნული ინვესტიციები
- კ. 5495 - ინვესტიციების გადაფასების რეზერვი
გრძელევადიანი ინვესტიციის აფასება ჩამოფასება
- დ. 8295 - ზარალი ინვესტიციების ღირებულების გაუფასურებიდან
- კ. 1315 - ვაჭრობისთვის გამიზნული ინვესტიციები
- ინვესტიციების რეკლასიფიკაცია:
- დ. 2418 - გასაყიდად რეკლასიფიცირებული გრძელვადიანი ინვესტიციები
- კ. 2400 - გრძელვადიანი ინვესტიციები
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მთავარი ბუღალტერი“. №1, 2007 წ.
- „ბუღალტრული აღიცხვა“ ა. ხორავა, ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი. 2008 წ.
- „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება“ რ. ძაძამია. თბილისი. 2008