ინდური მუზეუმი (კოლკატა)
ინდური მუზეუმი | |
---|---|
22.5579°00′00″ ჩ. გ. 88.3511°00′00″ ა. გ. / 22.55790° ჩ. გ. 88.35110° ა. გ. | |
დაარსდა | 2 თებერვალი, 1814 |
ქვეყანა | ინდოეთი |
მდებარეობა | Ward No. 63, Kolkata Municipal Corporation |
ექსპონატი | 1 002 646 (31 მარტი, 2004) |
დირექტორი | შრი არიჯიტ დუტა ჩოუდჰური |
ოფიციალური საიტი | indianmuseumkolkata.org |
ინდური მუზეუმი (ინგლ. Indian Museum, ბენგ. ভারতীয় জাদুঘর კოლონიალურ პერიოდში ცნობილი, როგორც საიმპერატორო მუზეუმი კალკუტში)[1][2] — უძველესი და უდიდესი მუზეუმი ინდოეთში, დასავლეთი ბენგალი, კოლკატა.[3][4][5][6][7][8][9] მუზეუმს გააჩნია ანტიკვარების, შეიარაღებისა და ორნამენტების, მუმიების, მოგოლური მინიატურების, ჩონჩხებისა და მინიატურების იშვიათი კოლექციები. ის დააარსა ბენგალის აზიურმა საზოგადოებამ კოლკატაში 1814 წელს. მუზეუმის დამაარსებელი დანიელი ბოტანიკოსი, ნათანიელ ვალიხი იყო.
მუზეუმს აქვს ექვსი განყოფილება, 35 გალერეა და კულტურული და სამეცნიერო: ინდური ხელოვნების, გეოლოგიის, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, ზოოლოგიისა და ბოტნიკის არტეფაქტები. მუზეუმის სპეციალურ განყოფილებებში ასევე დაცულია ბევრი იშვიათი და უნიკალური ნიმუში, რომელიც ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს მიეკუთვნება. ხელოვნებისა და არქეოლოგიის კოლექციებს მინიჭებული აქვთ საერთაშორისო მნიშვნელობის კოლექციების სტატუსი.
ინდური მუზეუმი არის ავტონომიური ორგანიზაცია, რომელიც ინდოეთის მთავრობის, კერძოდ კი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი არის შრი არიჯიტ დუტა ჩოუდჰური.[10]
მუზეუმის დირექციის დაქვემდებარებაშია რვა საკოორდინაციო მომსახურების ერთეული: განათლების, დაცვის, გამოცემის, პრეზენტაციის, ფოტოგრაფიის, მედიცინის, მოდელირებისა და ბიბლიოთეკის ერთეულები. ინდური მუზეუმი ეროვნული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსით შეტანილია ინდოეთის კონსტიტუციაში.[11]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდოეთის მუზეუმი შეიქმნა ბენგალის აზიური საზოგადოებისაგან, რომელიც სერ უილიამ ჯოუნზმა დააარსა 1784 წელს. მუზეუმის შექმნის იდეა აზიური საზოგადოების წევრებს გაუჩნდათ 1796 წელს. მათ სურდათ შეექმნათ ისეთი ადგილი, რომელიც ადამიანის შექმნილ და ბუნებრივ ობიექტებს შეინახავდა, დაიცავდა და საზოგადოებას წარმოადგენდა.
ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდა 1808 წელს, როდესაც ინდოეთის მთავრობამ საზოგადოებას ჩოვრინგჰი პარკის ქუჩის ტერიტორიაზე საცხოვრებლები შესთავაზა.
1814 წლის 2 თებერვალს, ნათანიელ ვალიხმა, დანიელმა ბოტანიკოსმა, რომელიც სერამპორის ალყის დროს ტყვედ ჩავარდა და მოგვიანებით გაათავისუფლეს, აზიური საზოგადოების საბჭოს წერილი მისწერა მუზეუმის ჩამოყალიბების მიზნით, რომელიც მის საკუთარ კოლექციას მოიცავდა. საბჭო მას მარტივად დათანხმდა და მუზეუმი შეიქმნა. ახლად შექმნილ დაწესებულებაში ვალიხი საპატიო კურატორი გახდა, ასევე გახდა აზიის საზოგადოებისა და მუზეუმის ზედამხედველიც. ვალიხმა პირადი კოლექციიდან მუზეუმს ასევე გადასცა ბოტანიკური ექსპონატები. 1815 წელს მუზეუმის მდივანი უილიამ ლოიდ გიბონსი გახდა.
1840 წელს მთავრობამ გადაწყვიტა მუზეუმში გეოლოგიასა და ბუნებრივ რესურსებზე კონცენტრირებული კოლექციის გაზრდა. გეოლოგიური კოლექცია, რომელიც ინდოეთის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ ეკონომიკური გეოლოგიის მუზეუმში ინახებოდა, აზიური საზოგადოების განყოფილებაში, 1856 წელს ინდური მუზეუმის ნაქირავებ შენობაში გადაიტანეს, რომელიც დღესდღეობით მუზეუმის სამდივნოს წარმოადგენს. აზიური საზოგადოების გეოლოგიის კოლექცია მუზეუმში მცირე ხნით იყო განთავსებული.
1837 წელს, სერ ჯეიმზ პრინსეპსმა, იმდროინდელი აზიური საზოგადოების მდივანმა, ინდოეთის მთავრობას მიმართა წერილობითი თხოვნით, რომ მუზეუმი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო.
პირველი ინდური მუზეუმის აქტი ოფიციალურად 1866 წელს მიღეს, ხოლო მუზეუმი ოფიციალურად დაფუძნდა მის ამჟამინდელ მისამართზე 1867 წელს.
მუზეუმის ზოოლოგიურმა და ანთროპოლოგიურმა განყოფილებებმა ინდოეთის ზოოლოგიური კვლევების დაწყება გამოიწვია 1916 წელს, 1945 წელს კი ანთროპოლოგიური კვლევების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
შოტლანდიელმა ანატომისტმა და ზოოლოგმა ჯონ ანდერსონმა ინდური მუზეუმის კურატორის პოზიცია 1865 წელს დაიკავა. მან პოზიციაზე ყოფნისას მუზეუმს არქეოლოგიური და ძუძუმწოვრების კოლექცია შემატა. ინგლისელი ზოოლოგი, ჯეიმზ ვუდ-მასონი მუზეუმში 1869 წლიდან მუშაობდა და 1887 წელს სწორედ მან ჩაანაცვლა კურატორის პოზიციაზე შოტლანდიელი ჯონ ანდერსონი.[12]
2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით მუზეუმი ვიზიტორებისათვის დახურული იყო რესტავრაციული სამუშაოების გამო.[13][14]
კოლექციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგვიპტური კოლექცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდურ მუზეუმის ძირითად ნაგებობაში განთავსებულია ეგვიპტური კოლექცია. კოლექცია მოიცავს ეგვიპტურ მუმიას, რომელიც სპეციალურად მუზეუმისათვის აღადგინეს.[15][16][17]
ინდური კოლექცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უძველესი და შუა საუკუნეების ინდური კოლექცია მოიცავს: ბჰარჰუტის ბუდის სტუპის მოაჯირებსა და კარიბჭეს (სტუპის დანარჩენი ნაწილები კვლავ ბჰარჰუტში მდებარეობს). მუზეუმში დაცულია ბუდას რელიქვიები, აშოკის სვეტების ლომის ასლი (ორიგინალი ინახება სარნათის მუზეუმში. სწორედ ეს ლომი გახდა ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური ემბლემა), ნამარხი ცხოველების ჩონჩხები, ხელოვნების კოლექციები, იშვიათი სიძველეები და მეტეორიტების კოლექციები.
ბუნებრივი ისტორიის კოლექცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდურ მუზეუმში ოთხი გალერეა მდებარეობს, რომლებიც მთლიანად ბუნებრივი ისტორიისათვისაა მიძღვნილი. ეს გალერეებია: ბოტანიკის, მწერების, ძუძუმწოვრებისა და მცენარეების გალერეები. კოლექცია ასევე მოიცავს პრეისტორიულ არტეფაქტებს, მათ შორის: დინოზავრის დიდ ფიტულს.[18]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
გალერეა
-
სურები
-
ეგვიპტური გამოფენა
-
ბუდას ფეხის ანაბეჭდი ქვაზე
-
ბუდა
-
Palaeoloxodon namadicus, გადაშენებული სპილოს სახეობა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებ-გვერდი
- ინდური მუზეუმის ისტორია
- Iკოლკატის ინდური მზეუმი გუგლის კულტურულ ინსტიტუტზე
- ინდურ მუზეუმს 200 წელი შეუსრულდა შაკუნტ პანდის მიერ
- ინდური მუზეუმის პუბლიკაციები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Indian Museum information and experience, Kolkata დაარქივებული 2020-02-03 საიტზე Wayback Machine. , Ministry of Culture, Government of India
- ↑ Home | Indian Museum Kolkata. ციტირების თარიღი: 2019-10-22
- ↑ Indian Museum, Kolkata: Information, History, Timings, Entry Fee, Facts en-US (2019-06-20). ციტირების თარიღი: 2020-04-17
- ↑ indian museum address - ixigo trip planner!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-29. ციტირების თარიღი: 2021-09-08.
- ↑ Indian Museum, Kolkata: A History of Indian Sculpture en-GB (2016-12-01). ციტირების თარიღი: 2020-04-17
- ↑ National Portal and Digital Repository en. ციტირების თარიღი: 2020-04-17
- ↑ History Of The Museum | Indian Museum Kolkata. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-07. ციტირების თარიღი: 2020-04-17
- ↑ Indian Museum | Kolkata (Calcutta), India Attractions en. ციტირების თარიღი: 2020-04-17
- ↑ Indian Museum Kolkata | Timings, Entry Fee, History. ციტირების თარიღი: 2020-04-17
- ↑ "Indian Participants - National Council of Science Museums." Ncsm.gov.in/TenderDoc/Announcement%20Brochure%20India.pdf. N.p., n.d. Web.
- ↑ Government of India, Ministry of Culture, ANNUAL REPORT 2008-09 p. 27
- ↑ Smith MA (1931). The Fauna of British India, Including Ceylon and Burma. Reptilia and Amphibia. Vol. I.— Loricata, Testudines. Secretary of State for India in Council. (Taylor and Francis, printers). xxviii + 185 pp. + Plates I-II. ("Anderson, Dr. John, F.R.S., 1833–1900", p. 10).
- ↑ "::: Indian Museum :::." ::: Indian Museum :::. N.p., n.d. Web. 8 December 2013.
- ↑ https://commons.wikimedia.org/wiki/File%3AIndian_Museum_Under_Renovation_-_Kolkata_2013-10-10_3242.JPG
- ↑ (March 2002) Britannica encyclopedia. Tata Mcgraw Hill.
- ↑ Mitter, Sohini. „4,000-year-old Egyptian mummy to get a face-lift“. Mashable (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-10-21.
- ↑ Sengupta, Anuradha (10 March 2017). „Wrapped for another day... or millennium“. The Hindu Business Line (ინგლისური). ციტირების თარიღი: 22 October 2019.
- ↑ „Indian Museum offers feast to fans of natural history“. The Hindu (ინგლისური). Special Correspondent. 2018-05-09. ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2018-10-28.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)