შინაარსზე გადასვლა

ინდონეზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდონეზიის რესპუბლიკა
ინდონ. Republik Indonesia
ინდონეზია
ინდონეზიის
დროშა გერბი
დევიზი: Bhinneka Tunggal Ika
„ერთიანობა მრავალფეროვნებაში“
ჰიმნი: Indonesia Raya
„დიდი ინდონეზია“
ინდონეზიის მდებარეობა
ინდონეზიის მდებარეობა }}} }}} }}}
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჯაკარტა
6°10′ ს. გ. 106°49′ ა. გ. / 6.1750° ს. გ. 106.8283° ა. გ. / -6.1750; 106.8283
ოფიციალური ენა ინდონეზიური
რელიგია ისლამი - 88 %, ქრისტიანობა - 8,7 %, ინდუიზმი - 2 %
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო
ფართობი
 -  სულ 1 904 569 კმ2 (მე-15)
 -  წყალი (%) 4,85
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 237 424 363 (მე-4)
 -  2011 აღწერა 237 424 363[1] 
 -  სიმჭიდროვე 123,76 კაცი/კმ2 (84-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $1,124 ტრილიონი[1] 
 -  ერთ მოსახლეზე $4666[1] 
აგი (2007) 0.617 (საშუალო) (124-ე)
ვალუტა რუპია (IDR)
დროის სარტყელი UTC 07:00-დან UTC+09:00-მდე
ქვეყნის კოდი IDN
Internet TLD .id
სატელეფონო კოდი +62

ინდონეზია, ოფიციალურად ინდონეზიის რესპუბლიკა (ინდონ. Republik Indonesia) — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში. ინდონეზია არქიპელაგს წარმოადგენს, რომელიც 17 508 კუნძულს მოიცავს.[2] იყოფა 33 პროვინციად. მოსახლეობა 238 მილიონ ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. ინდონეზია რესპუბლიკაა, არჩეული საკანონმდებლო ორგანოთი და პრეზიდენტით. დედაქალაქია ჯაკარტა. სახმელეთო საზღვარი აქვს პაპუა ახალ გვინეასთან, აღმოსავლეთ ტიმორთან და მალაიზიასთან. სხვა არაპირდაპირ მეზობელ ქვეყნებად მიიჩნევა სინგაპური, ფილიპინები, ავსტრალია, პალაუ, და ინდოეთის კუთვნილი ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები. ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის დამფუძნებელი წევრია და დიდი ოცეულის წევრია. ინდონეზიის ეკონომიკა მეთექვსმეტე უდიდესია მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ და მეთხუთმეტე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ.

ინდონეზიის არქიპელაგი მნიშვნელოვანი სავაჭრო რეგიონი იყო VII საუკუნიდან, როდესაც ჯერ შრივიჯაიის და შემდეგ მაჯაპაჰიტის იმპერიები ვაჭრობდნენ ინდოეთთან და ჩინეთთან. ახ. წ.–ის საწყის საუკუნეებში ადგილობრივი მმართველები თანდათან ითვისებდნენ უცხოურ კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ მოდელებს, რის შედეგადაც გამობრწყინდა ინდუისტური და ბუდისტური სამეფოები. ინდონეზიის ისტორიაზე გავლენა მოახდინა სხვადასხვა უცხოურმა სახელმწიფომ, რომელთაც მისი ბუნებრივი რესურსები იზიდავდა. მუსლიმმა ვაჭრებმა მოიტანეს ისლამი, ევროპულმა სახელმწიფოებმა ქრისტიანობა; აღმოჩენების საუკუნეში მათ ერთმანეთში ბრძოლა ატეხეს მოლუკის კუნძულებზე სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლიზების მიზნით. ამის შემდეგ, ჰოლანდიური კოლონიალიზმიდან ინდონეზიამ დამოუკიდებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა. მისი ისტორია ამის შემდეგ სავსეა მშფოთვარე პერიოდებით, მათ შორის ბუნებრივი კატაკლიზმებით, კორუფციით, სეპარატიზმით, დემოკრატიზაციის პროცესითა და სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების პერიოდებით.

მრავალკუნძულოვანი ინდონეზია შედგება ასობით განსხვავებული ადგილობრივი ეთნიკური და ენობრივი ჯგუფებისგან. უმსხვილესი და პოლიტიკურად დომინანტი ეთნიკური ჯგუფია იაველები. განვითარებულია საზიარო იდენტობა, რაც განსაზღვრულია სახელმწიფო ენით, ეთნიკური მრავალფეროვნებით, რელიგიური პლურალიზმით მუსლიმი მოსახლეობის დომინირების შიგნით, კოლონიალიზმის ისტორიითა და მის წინააღმდეგ აჯანყებით. ინდონეზიის ეროვნული დევიზია „Bhinneka Tunggal Ika“ („ერთიანობა მრავალფეროვნებაში“), რაც წარმოაჩენს ქვეყნის მრავალფეროვნებას. მიუხედავად დიდი მოსახლეობისა და მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისა, ინდონეზიას მაინც აქვს ვრცელი მიუვალი, ველური ადგილები, რომლებიც ბიომრავალფეროვნების მეორე უმაღლესი დონით გამოირჩევა მსოფლიოში. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა მაღალ დონეზე რჩება სიღარიბე.[3][4]

  • ოფიციალური: ინდონეზიის რესპუბლიკა.
  • ინდონეზიური: Republik Indonesia.
  • ეტიმოლოგია: სახელი უწოდა გერმანელმა მოგზაურმა ა. ბასტიენმა 1884 წელს. Indos Nesos ბერძნულ ენაზე „ინდოეთის კუნძულებს“ ნიშნავს.
  • ქვეყნის კოდი: ID.

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განლაგებულია მალაის არქიპელაგის არქიპელაგის კუნძულებზე - იავა, სუმატრა, სულავესი, ბორნეო, ახალი გვინეა ნაწილობრივ და სხვა.

  • ფართობი: 1 904 569 კმ².
  • ბუნება: მთები — ბარისანი (სუმატრა), მულერი (ბორნეო), მაოკე (ირიან ჯაია); უმაღლესი მწვერვალი — პუნჩაკ-ჯაია 5030 მ; მთავარი მდინარეები (კმ) — კაპუასი 1150, ბარიტო 900, მაჰაკამი 770; მთავარი ტბები (კვ.კმ) — დანაუ ტობა 1264, დანაუ ტოვუტი 430; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) — ბორნეო 539 460 (სულ 736 000), სუმატრა 420 306, ახალი გვინეა 412 781 (სულ 785 000), სულავესი 172 000, იავა 125 900, ჰალმაჰერა 17 998, სერამი 17 150, ტიმორი 15 850 (სულ 30 724), ფლორესი 14 268, სუმბავა 13 280;
  • კლიმატი — ეკვატორული;
  • ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, კალა, ბუნებრივი აირი, ნიკელი, საშენი ხე-ტყე, ბოქსიტები, სპილენძი, ქვანახშირი, ოქრო, ვერცხლი.
  • XX საუკუნე: ნიდერლანდების მიერ ფორმალური სუვერენიტეტის გადაცემის შემდეგ 1950 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აჰმედ სუკარნო. 1963 წელს ნიდერლანდებმა მისცა დასავლეთ ახალი გვინეა. 1965 წელს სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი სუჰარტო. 1976 წელს ინდონეზიამ მიიტაცა პორტუგალიის ყოფილი კოლონია აღმოსავლეთი ტიმორი. 1991 წელს ანექსირებულ ტერიტორიაზე დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრაცია, რამაც ინდონეზიის საერთაშორისო რეპუტაცია სერიოზულად შელახა.
  • XXI საუკუნე: აღმოსავლეთი ტიმორი 2001 წლიდან დამოუკიდებელია, რაც სხვა სეპარატისტული რეგიონებისათვისაც იმედი მომცემი გახდა. უკანასკნელ წლებში ინდონეზიამ დიდი რყევები გადაიტანა — აზიის ფინანსური კრიზისი, სუჰარტოს 32-წლიანი რეჟიმის დასრულება, აღმოსავლეთ ტიმორის დაკარგვა, ისლამისტი ექსტრემისტების გააქტიურება.
  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (500 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 27 პროვინცია (propinsi), 2 სპეციალური რეგიონი (daerah istimewa), 1 დედაქალაქის ოლქი (daerah khusus ibukota), რომლებიც 8 მთავარ კუნძულზე არიან განთავსებულნი.

  • ახალი გვინეა: 2001 წლამდე ირიან-ჯაია ერქვა. მოიცავს დას. პაპუას (Papua Barat), ცენტ. პაპუას (Papua Tengah) და აღმ. პაპუა (Papua Timur); მოსახლეობა — 2,3 მლნ; ფართობი — 422 ათასი.
  • იავა: პროვინციები — Banten, Jakarta, Jawa Barat, Jawa Tengah, Jawa Timur, Yogyakarta; მოსახლეობა — 127,7 მლნ; ფართობი – 132 ათასი.
  • მოლუკის კუნძულები: პროვინციები – Maluku, Maluku Utara; მოსახლეობა — 2,1 მლნ; ფართობი — 75 ათასი.
  • ნუსა-ტენგარა: პროვინციები — Nusa Tenggara Barat, Nusa Tenggara Timur; მოსახლეობა — 8,4 მლნ; ფართობი — 68 ათასი.
    • ბალი: პროვინცია – Bali; მოსახლეობა — 3,3 მლნ; ფართობი — 5,6 ათასი.
  • სულავესი: პროვინციები – Gorontalo, Sulawesi Selatan, Sulawesi Tengah, Sulawesi Tenggara, Sulawesi Utara; მოსახლეობა — 15,7 მლნ; ფართობი — 189 ათასი.
  • სუმატრა: პროვინციები – Aceh, Bangka-Belitung, Bengkulu, Jambi, Lampung, Riau, Riau Kepulauan, Sumatera Barat, Sumatera Selatan, Sumatera Utara; მოსახლეობა — 46,4 მლნ; ფართობი — 474 ათასი.
ბალინესი ბავშვები; ინდონეზიაში დაახლოებით 300 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.
  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა — 222 მლრდ $ (23-ე ადგილი); 1 სულზე — 1.110 $; სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 16, მრეწველობა 43, მომსახურება 41.
  • ექსპორტი: ნავთობი, გაზი, ხე-ტყის მასალები, კაუჩუკი, ყავა.
  • ბიუჯეტი: 26,000 მლნ $.
  • ვალუტა: ინდონეზიური რუპია (IDR).

სინგასარის ტაძარი მალანგაში (XIV ს.), არქეოლოგიური მუზეუმი ჯაკარტაში; ბორობუდურის ბუდისტური ტაძარი (IX ს.), უჯუნ კულონის ეროვნული პარკი, ბრამბანანის ინდუისტური ტაძარი (X ს.), პანატარანის ტაძართა კომპლექსი იავაზე (XIV ს.); კომოდოს ეროვნული პარკი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 Indonesia. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 18 April 2012.
  2. Information on Indonesia. ASEM Development conference II: Towards an Asia-Europe partnership for sustainable development. 26–27 May 2010, Yogyakarta, Indonesia. ec.europa.eu
  3. „Poverty in Indonesia: Always with them“. The Economist. 14 September 2006. ციტირების თარიღი: 26 December 2006.; correction.
  4. Guerin, G (23 May 2006). „Don't count on a Suharto accounting“. Asia Times Online. Hong Kong. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი 2012.