ინდეპენდიენტე (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი |
Club Atlético Independiente კლუბ ატლეტიკო ინდეპენდიენტე | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Los Diablos Rojas (წითელი ეშმაკები) Rey de Copas (თასთამპყრობელნი) | |||
დაარსდა | 1 იანვარი, 1905 | |||
სტადიონი |
„ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა — რიკარდო ენრიკე ბოჩინი“ აველიანედა, არგენტინა (ტევადობა: 48 069 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ნესტორ გრინდეტი | |||
მწვრთნელი | კარლოს ტევესი | |||
ლიგა | არგენტინის პრიმერა დივიზიონი | |||
2023 | 24-ე | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
ინდეპენდიენტე (ესპ. Club Atlético Independiente) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ აველიანედიდან. დაფუძნდა 1905 წლის პირველ იანვარს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. „ბოკა ხუნიორსთან“, „რასინგ კლუბთან“, „რივერ პლეიტთან“ და „სან-ლორენსოსთან“ ერთად შედის არგენტინული საფეხბურთო კლუბების დიდ ხუთეულში.[1][2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ინდეპენდიენტეს“ ისტორია სათავეს 1905 წლის პირველი იანვრიდან, ბუენოს-აირესის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ აველიანედაში იღებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში, აველიანედა[კომ. 1] ფაქტობრივად დიდი ბუენოს-აირესის შემადგენლობაშია, როგორც მისი ერთ-ერთი გარეუბანი. ქალაქში, რომლის მოსახლეობა იმ დროისთვის 150 ათასს არ აღემატება, უკვე არსებობს საფეხბურთო გუნდი სახელწოდებით — „რასინგ კლუბი“[კომ. 2] არგენტინული ფეხბურთის ისტორიის სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ „ინდეპენდიენტეს“ გამოჩენა მაშინდელი მოდის მიმართ ერთგვარი ანგარიშის გაწევითაც იყო განპირობებული[კომ. 3] თვითმხილველების გადმოცემით, კონკურენცია ამ ორ გუნდს შორის თავიდანვე ყველაფერში იგრძნობოდა[კომ. 4]
არგენტინული ფეხბურთის ელიტაში „ინდეპენდიენტე“ 1915 წლიდან იწყებს შესვლას. პირველ წარმატებას კი 1922 წელს აღწევს, როდესაც ქვეყნის ჩემპიონატს იგებს. 1920-იან წლებში, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო პარალელურად ორი ჩემპიონატი ტარდება: ერთი — არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (A.A.F.), ხოლო მეორე — არგენტინის სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (A.Am.F.) ეგიდით. „ინდეპენდიენტე“ ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებული პირველობის ფარგლებში მონაწილეობს.
შემდგომ წარმატებას გუნდი 1926 წელს აღწევს.[კომ. 5] 1931 წლიდან კი სათავეს იღებს ქვეყნის ერთიანი პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატი. მომდევნო გამარჯვებები „ინდეპენდიენტესთან“ 1938 და 1939 წლებში მოდის.
1930-იან და 1940-იან წლებში „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც იყვნენ ანტონიო სასტრე, ვისენტე დე ლა მატა[3] და არსენიო ერიკო.[4] ამ უკანასკნელმა არგენტინული კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 325 მატჩში 295 გოლი გაიტანა, რაც არგენტინის პრიმერის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.[5]
არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების გათამაშებიდან მოყოლებული (1931) „ინდეპენდიენტე“ — 14-ჯერ ფლობდა არგენტინის ჩემპიონის ტიტულს (მესამე მაჩვენებელი „ბოკა ხუნიორსის“ და „რივერ პლეიტის“ შემდეგ).
გუნდი განსაკუთრებით კარგად ასპარეზობდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე, რომლის ფარგლებში — 7-ჯერ მოიპოვა ლიბერტადორესის თასი, რაც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ისტორიაში დღემდე მიუღწეველ მაჩვენებლად რჩება. ორ-ორჯერ გაიმარჯვა ლიბერტადორესის სუპერთასის (ესპ. Supercopa Libertadores) და საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში.[6][7] ასევე, ორჯერ მოიპოვა რიკარდო ალდაოს თასი.[8][9]
1970-იანები კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაყოფიერი პერიოდია. იგი ოთხჯერ ზედიზედ (1972, 1973, 1974, 1975) ლიბერტადორესის თასს ეუფლება. ამ დროს მის რიგებში არგენტინული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა — რიკარდო ბოჩინი[10][11][12] გამოდის. ფეხბურთის ბევრი სპეციალისტი მის სახელს უკავშირებს კლუბის იმდროინდელ წარმატებებს.
სხვადასხვა დროს „ინდეპენდიენტეს“ რიგებში ასპარეზობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო დონის ვარსკვლავები. მათ შორის — ექტორ იასალდე,[კომ. 6][13][14][15] ხოსე ომარ პასტორისა[კომ. 7][16]დანიელ ბერტონი, ომარ ლაროსა, ხორხე ოლგინი[კომ. 8] ხორხე ბურუჩაგა,[კომ. 9] დიეგო ფორლანი[კომ. 10] და სხვები.
1990-იანებიდან დღემდე, კლუბი მხოლოდ ორჯერ აღწევს არგენტინის ჩემპიონატში წარმატებას. პირველად 1994 წელს, როდესაც კლაუსურას ტურნირს იგებს[17] და ბოლოს 2002 წელს, როდესაც აპერტურას გათამაშებაში იმარჯვებს.[18]
სტადიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა — რიკარდო ენრიკე ბოჩინი
კლუბის საშინაო არენაა „ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა“ (ესპ. Estadio Libertadores de América).[19][20] იგი ამ სახელს 2005 წლიდან ატარებდა.[21] სტადიონმა რეკონსტრუქციის (ფაქტობრივად მისი დემონტაჟისა და ხელახლა აშენების) შემდეგ, პირველად 2009 წლის 28 ოქტომბერს უმასპინძლა ფეხბურთის გულშემატკივრებს. მისი წინამორბედი, „ესტადიო დე ინდეპენდიენტე“ (ესპ. Estadio de Independiente)[22] ჯერ კიდევ 1928 წლის 4 მარტს გაიხსნა (პირველი შეხვედრა „ინდეპენდიენტეს“ და „პენიაროლს“ შორის შედგა და ფრედ 2–2 დასრულდა). სწორედ ეს სტადიონი მასპინძლობდა წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფინალებს (მათ შორის, აქ გაიმართა საკონტინენტთაშორისო თასის ოთხი[23][24][25][26] და ლიბერტადორესის თასის შვიდი ფინალური მატჩი).[27][28][29][30][31][32][33]
2021 წლის 5 დეკემბერს „ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკას“ სახელწოდებას დაემატა „ინდეპენდიენტეს“ ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელის — რიკარდო ენრიკე ბოჩინის სახელი.[34]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
არსენიო ერიკო[35] -
„ინდეპენდიენტე“ 1967 წელს[37] -
ლიბერტადორესის თასის ფინალის ეპიზოდი[38] -
„ინდეპენდიენტეს“ საშინაო არენა[39]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არგენტინის პრიმერა დივიზიონი (14): 1938, 1939, 1948, 1960, 1963, 1967, 1970, 1971, 1977, 1978, 1983, 1988/89, 1994, 2002
- ლიბერტადორესის თასი (7): 1964, 1965, 1972, 1973, 1974, 1975, 1984[41]
- სამხრეთ ამერიკის თასი: 2010
- ლიბერტადორესის სუპერთასი (2): 1994, 1995
- სამხრეთ ამერიკის რეკოპა: 1995
- კოპა ინტერამერიკანა (3): 1973, 1974, 1976
- საკონტინენტთაშორისო თასი (2): 1973, 1984
- რიკარდო ალდაოს თასი (2): 1938, 1939
ცნობილი ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადრეული პერიოდი
- რაიმუნდო ორსი (1920–1928; 1935)
- მანუელ სეოანე (1931–1933)
- რობერტო პორტა (1931–1934)
- ანტონიო სასტრე (1931–1942)
- არსენიო ერიკო (1934–1946)
- ვისენტე დე ლა მატა (1937–1950)
- ერნესტო გრილიო (1949–1957)
- როდოლფო მიჩელი (1952–1957)
- ხოსე ვარაკა (1952–1960)
- 1960-იანი და 1970-იანი
- რუბენ ნავარო (1952–1966)
- რობერტო ფერეირო (1958–1968)
- რაულ ემილიო ბერნაუ (1961–1971)
- მიგელ ანხელ სანტორო (1962–1974)
- რიკარდო პავონი (1965–1976)
- ლუის არტიმე (1966–1968)
- ანიბალ ტარაბინი (1966–1970)
- ხოსე ომარ პასტორისა (1966–1972)
- ექტორ იასალდე (1967–1971)
- ედუარდო კომისო (1968–1975)
- მიგელ ანხელ რაიმონდო (1969–1974)
- ედუარდო მალიონი (1969–1973)
- ლუის გარისტო (1971–1974)
- აგუსტინ ბალბუენა (1971–1975)
- ფრანსისკო სა (1971–1976)
- რუბენ გალვანი (1971–1980)
- რიკარდო ბოჩინი (1972–1991)
- დანიელ ბერტონი (1973–1978)
- პერსი როხასი (1975–1976)
- ელეასარ სორია (1975–1976)
- ენსო ტროსერო (1975–1979; 1981–1985)
- ომარ ლაროსა (1977–1980)
- ანტონიო ალსამენდი (1978–1982)
- 1980-იანი და 1990-იანი
- უგო ვილავერდე (1976–1991)
- ხორხე ოლგინი (1979–1983)
- ნესტორ კლაუსენი (1980–1988; 1995–1996)
- რიკარდო ჯუსტი (1980–1991)
- გაბრიელ კალდერონი (1981–1983)
- ოსკარ ორტისი (1982–1983)
- ხორხე ბურუჩაგა (1982–1985; 1995–1998)
- კარლოს ენრიკე (1982–1988)
- კლაუდიო მარანგონი (1982–1988)
- ხოსე პერკუდანი (1982–1988)
- მიგელ ოვიედო (1983–1986)
- ხერარდო რეინოსო (1983–1987; 1992)
- ლუის ისლასი (1986–1995; 2003)
- რიკარდო ალტამირანო (1988–1992)
- კარლოს მორენო (1988–1991; 1993–1994)
- გუსტავო ლოპესი (1991–1995)
- ნესტორ კრავიოტო (1991–1995)
- სებასტიან რამბერტი (1991–1995; 2000–2001)
- ებერ მოასი (1992–1994)
- პაბლო როჩენი (1992–1999)
- ალბერტო უსურიაგა (1994–1995; 1996–1998)
- რობერტო აკუნია (1995–1997)
- ფარიდ მონდრაგონი (1995–2000)
- ხოსე ლუის კალდერონი (1996–1997; 1998–1999; 2003)
- გაბრიელ მილიტო (1997–2003)
- ესტებან კამბიასო (1998–2001)
- 2000-იანი
- დიეგო ფორლანი (1998–2002)
- მარიანო პერნია (1999–2003)
- პაბლო გინიასუ (2001–2003)
- დანიელ მონტენეგრო (2001–2003; 2006–2007)
- ანდრეს სილვერა (2001–2003; 2009–2011)
- ფედერიკო ინსუა (2002–2003; 2004–2005)
- ლუკას პუსინერი (2002–2003; 2007–2010)
- სერხიო აგუერო (2003–2006)
- კარლოს მატეუ (2004–2008; 2009–2012)
- ოსკარ უსტარი (2005–2007)
- მარიანო ერონი (2005–2010)
- ხერმან დენისი (2006–2008)
- ედუარდო ტუციო (2009–2013)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კლუბის მოკლე ისტორია
- ფიფა-ს ოფიციალურ საიტზე
- კლუბის მოკლე ისტორია და სტატისტიკა
- Las competiciones oficiales de la CONMEBOL
- კლუბის ოფიციალური საიტი
- სტატიები და სიახლეები კლუბის შესახებ
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ რომელიც ესპანური ენის არგენტინული ვარიანტის თავისებურებებიდან გამომდინარე, ქალაქის სახელწოდებაში ორმაგი „ლ“-ს არსებობის გამო — (ესპ. Avellaneda) — ძირითადად ისმინება, როგორც „ავე-ჟ-ანედა“.
- ↑ იგი ორი წლით ადრე, 1903 წელს ჩამოყალიბდა.
- ↑ ითვლებოდა, რომ რაც უფრო მეტი საფეხბურთო კლუბი ეყოლებოდა ქალაქს, მით უკეთესი იქნებოდა.
- ↑ მათ შორის საფეხბურთო ფორმის ფერთა არჩევანშიც.
- ↑ ამ დროს ჯერ კიდევ ორი პარალელური ჩემპიონატი ეწყობა, სადაც თითოეული თავის გამარჯვებულს ავლენს.
- ↑ 1970 წლის არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელი. პირველი ფეხბურთელი, ვინც ეს ტიტული მოიპოვა. 1974 წლის ოქროს ბუცის მფლობელი ლისაბონის „სპორტინგის“ შემადგენლობაში (46 გოლი 29 მატჩში). ლიონელ მესის გარდა იგი ერთადერთი და პირველი არგენტინელი ფეხბურთელია, ვისაც ეს ჯილდო გადაეცა.
- ↑ 1971 წლის არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელი. იასალდეს შემდეგ პასტორისა იყო მეორე ფეხბურთელი, ვისაც ეს ტიტული მიენიჭა.
- ↑ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონები არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, მათ შორის, ბერტონი იყო ჩემპიონატის ფინალში გატანილი მესამე და შესაბამისად, არგენტინის მუნდიალის უკანასკნელი გოლის ავტორი.
- ↑ მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
- ↑ 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში. პიჩიჩის ჯილდოს (ესპ. Trofeo Pichichi) და ოქროს ბუცის ორგზის (2005, 2009) მფლობელი, ურუგვაის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ფორვარდი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gorosito, Ricardo Ismael. El Clásico de Avellaneda. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Archetti, Eduardo P. (2005). El deporte en Argentina (1914–1983). unse.edu.ar. ციტატა: „en la revista Trabajo y sociedad, Nº 7, vol. VI, junio-septiembre de 2005, Santiago del Estero, Argentina, ISSN 1514–6871, pag. 6.“ ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Vicente de la Mata · Toda su vida hizo Capote. independiente1905.com.ar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-10. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Un saltarín elegante y mortífero · Arsenio Pastor Erico. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ 1938 Arsenio Erico, el máximo goleador. El Gráfico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-22. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Gorgazzi, Osvaldo José. (16 ივლისი, 2000) Intercontinental Club Cup 1973 · Juventus (Italy) 0–1 Independiente (Argentina). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Gorgazzi, Osvaldo José. (13 თებერვალი, 2005) Intercontinental Cup 1984. Independiente (ARG) 1–0 FC Liverpool (ENG). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Gorgazzi, Osvaldo José. (18 მაისი, 2017) Copa Dr. Ricardo C. Aldao. Peñarol (Montevideo) 1–3 Independiente (Avellaneda). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Gorgazzi, Osvaldo José. (18 მაისი, 2017) Copa Dr. Ricardo C. Aldao. Nacional (Montevideo) 0–5 Independiente (Avellaneda). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Ricardo Enrique Bochini — Fuiste, sos y serás el más grande. Eternamente gracias. GraciasMaestro.com.ar (21 აპრილი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-21. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Borinsky, Diego. (29 სექტემბერი, 2009) Ricardo Bochini: "Hoy se usa la palabra ídolo para cualquier cosa". El Gráfico. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Pierrend, José Luis. (16 იანვარი, 2009) Argentina - Player of the Year 1983 · Ricardo Bochini (Independiente). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Pierrend, José Luis. (16 იანვარი, 2009) Argentina - Player of the Year 1970 · Héctor Yazalde Pastoriza (Independiente). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Arotaritei, Sorin; Di Maggio, Roberto. (19 აგვისტო, 2020) Argentina - Player of the Year 1970 · Héctor Yazalde Pastoriza (Independiente). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Football player Hector Yazalde holding his European Golden Boot award, as the highest goal scorer in the European league, Boulogne, France, circa 1974.. Photo by Keystone/Hulton Archive/Getty Images. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Pierrend, José Luis. (16 იანვარი, 2009) Argentina - Player of the Year 1971 · José Omar Pastoriza (Independiente). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Ciullini, Pablo. (17 აპრილი, 2014) Argentina 1993/94. Torneo Clausura 1994. RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Roimiser, Javier. (17 მარტი, 2004) Argentina 2002/03. Torneo Apertura. RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Sitio Oficial del Estadio Libertadores de América. estadioldareb.com. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2023
- ↑ Estadio Libertadores de América. clubaindependiente.com.ar. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2023
- ↑ Estadio Libertadores de América
- ↑ Estadio Libertadores de América (Historia). clubaindependiente.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-14. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Intercontinental Cup 1964. Independiente (Argentina) 1–0 Internazionale (Italy). RSSSF (8 ივლისი, 2000). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Intercontinental Cup 1965. Independiente (Argentina) 0–0 Internazionale (Italy). RSSSF (7 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Intercontinental Cup 1972. Independiente (Argentina) 1–1 Ajax (Netherlands). RSSSF (16 ივლისი, 2000). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Intercontinental Cup 1974. Independiente (Argentina) 1–0 Atlético Madrid (Spain). RSSSF (16 ივლისი, 2000). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Copa Libertadores de América 1964. Independiente (Argentina) 0–0; 1–0 Nacional (Uruguay). RSSSF (29 ნოემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Copa Libertadores de América 1965. Independiente (Argentina) 1–0; 1–3; 4–1 Peñarol (Uruguay). RSSSF (29 ნოემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Copa Libertadores de América 1972. Independiente (Argentina) 0–0; 2–1 Universitario (Perú). RSSSF (21 მარტი, 2016). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Copa Libertadores de América 1973. Independiente (Argentina) 1–1; 0–0; 2–1 Colo Colo (Chile). RSSSF (28 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Copa Libertadores de América 1974. Independiente (Argentina) 1–2; 2–0; 1–0 São Paulo (Brasil). RSSSF (28 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Copa Libertadores de América 1975. Independiente (Argentina) 0–1; 3–1; 2–0 Unión Española (Chile). RSSSF (28 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Copa Libertadores de América 1984. Independiente (Argentina) 1–0; 0–0 Grêmio (Brasil). RSSSF (7 მარტი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ Diego Paulich. Bochini: dos goles y mucha emoción // Olé
- ↑ კლუბისა და არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
- ↑ 18 ოქტომბერი, 1981
- ↑ „ინდეპენდიენტე“ 1967 წლის არგენტინის ჩემპიონი.
- ↑ „გრემიო“ - „ინდეპენდიენტე“, 24 ივლისი, 1984.
- ↑ ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა (ესპ. Estadio Libertadores de América) „ინდეპენდიენტეს“ საშინაო არენა, 2014.
- ↑ კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და ტიტულოვანი ფეხბურთელი.
- ↑ Copa Libertadores de América 1984. Independiente (ARG) 1–0 Grêmio (BRA). RSSSF (7 მარტი, 2013). ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021
|