ილიას ჰრაუი
ილიას ჰრაუი | |
ლიბანის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 ნოემბერი, 1989 – 24 ნოემბერი, 1998 | |
წინამორბედი | რენე მუავადი, სელიმ ჰოსი (მ/შ) |
მემკვიდრე | ემილ ლაჰუდი |
დაბადებული | 4 სექტემბერი, 1926 ზაჰლე, ლიბანი |
გარდაცვლილი | 7 ივლისი, 2006 ბეირუთი, ლიბანი |
რელიგია | მარონიტი |
ილიას ჰრაუი (არაბ. الياس الهراوي; დ. 4 სექტემბერი, 1926 — გ. 7 ივლისი, 2006) — ლიბანის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ლიბანის პრეზიდენტი 1989-1998 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქალაქ ზაჰლესთან ახლოს მარონიტი მიწის მფლობელის ოჯახში 1926 წლის 4 სექტემბერს[1][2]. მისი მშობლები იყვნენ ჰალილ ჰრაუი და ჰელენა ჰარბი[3]. 1947 წელს მიიღო საგესის უნივერსიტეტის დიპლომი კომერციის სფეროში[4]. შემდეგ იგი შევიდა ბეირუთის წმინდა იოსების უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ დაასრულა იგი[4].
ილიას ჰრაუი დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით, სანამ იგი არ გახდა პარლამენტის დეპუტატი[5]. ეწეოდა ბიზნესს, მაგრამ მისი ბიზნეს საქმიანობა მთლიანად გაანადგურა სამოქლაქო ომმა, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებდა 1975-1990 წლებში. ჰრაუი ამის შემდეგ დაკავდა ნავთობის იმპორტით[6].
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წელს ილიას ჰრაუი თავის ძმებთან, ჟორჟთან და ჟოზეფთან ერთად აირჩიეს ლიბანის ეროვნულ ასამბლეაში. 1980-1982 წლებში იყო საზოგადოებრივი შრომის მინისტრი შაფიკ ვაზანის მთავრობაში ილიას სარკისის პრეზიდენტობის პერიოდში.
ილიას ჰრაუი პრეზიდენტად აირჩიეს ქალაქ ჩტაურის პარკ-ოტელში 1989 წლის 24 ნოემბერს[5] , პრეზიდენტ რენე მუავადის მკვლელობიდან ზუსტად ორ დღეში[7]. პრეზიდენტმა ჰრაუიმ კონსტიტუციის მიხედვით ბევრი უფლებები მიანიჭა მუსლიმურ საზოგადოებას.
იმის გამო, რომ პრეზიდენტის სასახლე სირიელთა დაბომბვის შედეგად დაინგრა 1990 წელს, ილიას ჰრაუი დასახლდა მომავალი პრემიერის რაფიკ ჰარირის აპარტამენტებში. მისი მმართველობის დროს დასრულდა სამოქალაქო ომი ლიბანში. 1992 წელს პრემიერ-მინისტრად დანიშნა რაფიკ ჰარირი.
ლიბანის საზოგადოება მის პრეზიდენტობას სხვადასხვა შეფასებას აძლევს. ერთნი აღნიშნავენ, რომ იგი წარმატებით იბრძოდა შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ, მის დროს დასრულდა სამოქლაქო ომი, რომელიც ქვეყანაში 15 წლის მანძლზე მიმდინარეობდა და გააერთიანა ლიბანის მთავარი პოლიტიკური ძალები. მისი მომხრეები მას პრაგმატულ პოლიტიკოსად მიიჩნევენ, რომელიც ეროვნულ ინტერესებს რელიგიურ ინტერესებზე მაღლა აყენებდა და ცდილობდა დაემყარებინა მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპები განსხვავებული სარწმუნოების მქონე ადამიანებში. თუმცა სამოქალაქო ქორწინების დაკანონებამ გამოიწვია რელიგიური ავტორიტეტების მკვეთრი პოზიცია.
მისი კრიტიკოსები თვლიან, რომ იგი მხარს უჭერდა სირიელთა ინტერესების გავრცელებას ლიბანში. მის მიერ სირიასთან ხელმოწერილი მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება ლიბანს პრაქტიკულად სირიის კოლონიად აქცევდა. გარდა ამისა თვლიან რომ კონსტიტუციის შესწორება და სამი წლით მისი უფლებამოსილების გაგრძელება მისი ერთ-ერთი არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი იყო[8]. ყოფილი პრეზიდენტი ამინ ჟმაიელი თვლიდა, რომ მსგავსი ქმედებები უგულვებელყოფდა ქვეყნის ძირითად კონსტიტუციურ ღირებულებებს. ილიას ჰრაუი პრეზიდენტის თაამდებობას ჩამოშორდა 1998 წლის 23 ნოემბერს[4].
ილიას ჰრაუი გარდაიცვალა სიმსივნის შედეგად ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის ჰოსპიტალში 2006 წლის 7 ივლისს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Elias Hrawi“. The Independent. 11 July 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 3 августа 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Kifner, John (25 November 1989). „Elias Hrawi; An Earthy Politician Who Makes Both Ends Meet“. The New York Times. p. 4. ციტირების თარიღი: 3 августа 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Announcement the death of former Lebanese President Elias Hrawi in Beirut“. 26 September. 7 July 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 3 августа 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ 4.0 4.1 4.2 Elias Hrawi. Presidency of the Republic of Lebanon. ციტირების თარიღი: 15 July 2012.
- ↑ 5.0 5.1 „Former President Hrawi loses fight against cancer“. The Daily Star. 8 July 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 3 августа 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Elias Hrawi. Embassy of Lebanon, USA. ციტირების თარიღი: 3 августа 2013.
- ↑ Seeberg, Peter. (February 2007) Fragmented loyalties. Nation and Democracy in Lebanon after the Cedar Revolution (Working Papers). University of Southern Denmark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-04. ციტირების თარიღი: 4 августа 2013.
- ↑ Abdelnour, Ziad K. (February-March 2004). „Syria and the Presidential Succession in Lebanon“. Middle East Intelligence Bulletin. 6 (2–3). ციტირების თარიღი: 4 августа 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)
|