ილიამნა
იერსახე
ილიამნა | |
---|---|
კოორდინატები: 60°02′ ჩ. გ. 153°04′ დ. გ. / 60.033° ჩ. გ. 153.067° დ. გ. | |
ქვეყანა | ალასკა |
სიმაღლე | 3053 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 1876 |
ილიამნა (ინგლ. Iliamna) — მოქმედი სტრატოვულკანი ჩრდილოეთ ამერიკაში. მდებარეობს ალასკის ნახევარკუნძულზე, ალეუტის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. სიმაღლე 3053 მ. ქალაქ ანკორიჯიდან განლაგებულია სამხრეთ-დასავლეთით 215 კმ-ში. ვულკანის ციცაბო კალთები აწყდება კუკის ყურის დასავლეთ სანაპიროს. ზღვის დონიდან 2740 მ სიმაღლეზე განვითარებულია ფუმაროლები, აღმოსავლეთ კალთებზე ხშირია კვამლი და ორთქლი. დაფარულია მყინვარებით. ვულკანიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კმ-ში მდებარეობს ტბა ილიამნა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილიამნა – ინფორმაცია დაარქივებული 2012-09-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ილიამნა – ინფორმაცია დაარქივებული 2012-11-20 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)