შინაარსზე გადასვლა

იბნ ქემალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბნ ქემალი
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1469(1469-05-15)[1]
დაბ. ადგილი ედირნე
გარდ. თარიღი 16 აპრილი, 1534(1534-04-16)[1] [2] [3] (64 წლის)
გარდ. ადგილი სტამბოლი
დასაფლავებულია სტამბოლი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
საქმიანობა ისტორიკოსი, პოეტი და მწერალი

იბნ ქემალი, შამსუდდინ აჰმედ ბენ სულეიმანი (დ. 1468 — გ. 1534) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე. დაწინაურდა სულთნების ბაიზიდ II-ისა და სულეიმან კანუნის დროს. იყო ღრმად განსწავლული ისლამმცოდნეობაში, პოეზიაში, ისტორიაში. სულთან ბაიაზიდ II-ის ბრძანებით დაწერა ოსმალო სულთნების ისტორია („Tevarih-I Al-I Osman“), სულ რვა წიგნი. შემდეგში მან მეცხრე და მეათე წიგნებიც შეადგინა, სადაც გადმოსცა სელიმ I-ისა და სულეიმან I-ის საქმიანობა. მეშვიდე დავთარში აღწერილია ბაიაზიდ II-ის მოღვაწეობა. მასში ავტორი დაწვრილებით განიხილავს ოსმალთა დაპყრობით ომებს, მოჰყავს მთელი რიგი ცნობები საქართველოში ოსმალთა ლაშქრობების შესახებ. საგანგებოდ აღწერს საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიებს, განსაკუთრებით ტრაპიზონის მომიჯნავე ადგილებს, აღნიშნავს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს და სხვ.

  • შენგელია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 193.
  • შენგელია ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974