შინაარსზე გადასვლა

იან ვან ეიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან ვან ეიკი
დაიბადა 1390[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [12] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი მაასეიკი[14]
გარდაიცვალა 9 ივლისი, 1441[16] [14] ან 9 ივნისი, 1441(1441-06-09)[15]
გარდაცვალების ადგილი ბრიუგე[14]
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა, რელიგიური ფერწერა[17] , საჟანრო ფერწერა[17] და პორტრეტი[17]

იან ვან ეიკი (ნიდერლ. Jan van Eyck; დ. 1385 ან 1390, მაასეიკი, ბელგია — გ. 9 ივლისი, 1441, ბრიუგე, ბელგია)[18] — ფლამანდიელი ფერმწერი. ითვლება ადრეული ჰოლანდიური ფერწერის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ევროპული ფერწერის, კერძოდ ადრეული ჩრდილოეთის რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. რელიგიურ სიუჟეტებზე შექმნილი ასზე მეტი ფერწერული ნამუშევრის ავტორი. ცნობილია, როგორც პორტრეტის დიდოსტატი. ფლამანდიელი ფერმწერის ჰუბერტ ვან ეიკის (1370–1426) უმცროსი ძმა.[19][20][21]

იან ვან ეიკის ცხოვრების ადრეული პერიოდის შესახებ ისტორიულ წყაროებში მეტად მცირე და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ცნობები მოიპოვება. მკვლევართათვის მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მრავალი ფაქტი ამ დრომდე გაურკვეველია და კამათის საგანს წარმოადგენს. ამგვარად, მისი ბიოგრაფია ერთგვარ გამოცანად რჩება, რადგან მხატვრის შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, საკვლევ მასალათა სიმწირის გამო, გარკვეულწილად მეცნიერთა ვარაუდებისა და ჰიპოთეზების დონეზეა წარმოდგენილი.

მისი დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ დადასტურებულ და დოკუმენტურად დამოწმებულ მონაცემებს მრავალი მცდელობის მიუხედავად დღემდე ვერ მიაკვლიეს. ითვლება, რომ იგი 1385–1390 წლებს შორის პერიოდში, გენკთან და მაასტრიხტთან ახლოს მდებარე, ამჟამინდელი ბელგიის ხუთი ფლამანდიური პროვინციიდან ერთ-ერთში, კერძოდ აღმოსავლეთ ფლანდრიის ლიმბურგის პროვინციის ქალაქ მაასეიკში (ნიდერლ. Maaseik) დაიბადა.

იზრდებოდა ძმებთან — ჰუბერტთან და ლამბერთან და დასთან — მარგარეტთან ერთად.[22] იანის უფროსი ძმის — ჰუბერტ ვან ეიკის სახელთან დაკავშირებითაც ბევრი რამ, ასევე გაურკვეველი და საკამათო რჩება. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ იანი სწორედ ჰუბერტმა აზიარა ფერწერას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მისი დაოსტატების საქმეში. არსებობს ვერსია, რომ გარკვეული პერიოდი ისინი ერთად და საკმაოდ ნაყოფიერადაც მუშაობდნენ. სხვა ვერსიის მიხედვით ჰუბერტ ვან ეიკს არავითარი შეხება ძმის შემოქმედებით ცხოვრებასთან არ ჰქონია. ამდენად, დღეისათვის არსებული წყაროების ბუნდოვანება და ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიათი მნიშვნელოვნად ართულებს აღიარებული მხატვრის ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ წარმოდგენილი ისტორიული ფაქტების ნამდვილობის მეტ-ნაკლებად გამართული, სარწმუნო და მწყობრი სურათის გადმოცემის საქმეს.

მხატვრის პირველ ნამუშევრებს ჩვენამდე არ მოუღწევია. მიჩნეულია, რომ მისი, როგორც ფერმწერის მოღვაწეობა 1422 წლიდან იწყება. ამ პერიოდში იგი ბავარიის ჰერცოგის იოჰან III-ის (გერმ. Johann III. Ohnegnade) სასახლის კარის მხატვარია და ჰააგაში ცხოვრობს. იმ დროის პირობებში ამგვარი სტატუსისა და მდგომარეობის მიღწევა მხოლოდ გამორჩეული ნიჭისა და ოსტატობის მქონე მხატვრებისთვის იყო შესაძლებელი. არსებობს მოსაზრება, რომ ამავე პერიოდში ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მას უკვე საკუთარი სკოლა გააჩნდა, სადაც მისი მოწაფეები მუშაობდნენ.

1425 წლიდან იგი ბურგუნდიის ჰერცოგის ფილიპ კეთილის კარის მხატვარია. 1427 წელს მოგზაურობს ესპანეთში, ხოლო 1428–1429 წლებში — პორტუგალიაში. მისი ზოგიერთი სურათი ხელმოწერილია დევიზით „Als Ich Kan“ („როგორც შემიძლია“). მხატვრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება „გენტის საკურთხეველი“ (გენტის წმ. ბავონის ტაძრის პოლიპტიქი).[23] საკურთხეველი შედგება სხვადასხვა ხასიათის ნამუშევრებისაგან. მათ შორის წარმოდგენილია მრავალფიგურიანი სცენა პეიზაჟით („კრავის თაყვანისცემა“), ვრცელი ინტერიერი ფანჯრის მიღმა ქალაქის ხედით („ხარება“), ადამისა და ევას ფიგურები, დონატორების პორტრეტები და სხვ. მის საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება აგრეთვე „კანცლერ როლენის ღვთისმშობელი“ (დაახლ. 1436, ლუვრი, პარიზი), „კანონიკ ვან დერ პალეს ღვთისმშობელი“ (1436, მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეა, ბრიუგე), ტრიპტიქი „ღვთისმშობელი ეკლესიაში“ (1437, დრეზდენის სურათების გალერეა). იან ვან ეიკი პირველ დიდ პორტრეტისტად ითვლება ევროპული ფერწერის ისტორიაში. მან შექმნა პორტრეტის ახალი ტიპი („ტიმოთე“, 1432, და „მამაკაცი წითელი ქუდით“, 1433, ეროვნული გალერეა, ლონდონი), მხატვრის ცოლის მარგატერ ვან ეიკის პორტრეტი (1939, მუნიციპალიტეტის ეროვნული გალერეა, ბრიუგე). მასვე ეკუთვნის „ცოლ-ქმრის არნოლფინების პორტრეტი“ (1434, ეროვნული გალერეა, ლონდონი).[24]

რელიგიურ სიუჟეტებზე შესრულებული ნამუშევრების გარდა წყაროებში მოხსენიებულია მხატვრის საერო ხასიათის ნაწარმოებებიც. მხატვრისთვის თანაბრად საინტერესოა, როგორც ადამიანი, ასევე ადამიანის გარემომცველი სამყაროც. მის კომპოზიციებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პეიზაჟი, ინტერიერი და ნატურმორტი. ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, მხატვრის ფერწერის ზედმიწევნით გულმოდგინე მანერა ხაზგასმით ავლენს მის ნამუშევრებში გამოსახული ყოველი საგნისა თუ დეტალის მშვენიერებას. იგი უმაღლესი დონის ოსტატობით გამოსახავს როგორც სივრცეს, შუქსა და ჰაერს, ასევე ბუნებას, საგნებს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს.

იან ვან ეიკის ხელოვნება გამოირჩევა სამყაროს არსის კანონზომიერების ღრმა გაგებით, რაც ნაწარმოების გააზრებულ, მკაცრად განპირობებულ აგებაში გამოიხატება. მის მიერ დასახულმა შემოქმედებითმა ამოცანებმა წარმოშვა ახალი მხატვრული ხერხების მოთხოვნილება. ზეთის საღებავებით მუშაობის მისთვის დამახასიათებელი ორიგინალური სტილისა და ტექნიკიდან გამომდინარე, მას ხშირად იხსენიებენ, როგორც ზეთის საღებავებით ხატვის ტექნიკის გამომგონებელს.[25]

მიუხედავად რელიგიურობისა, მისი ხელოვნება სინამდვილის მრავალფეროვნების ასახვის ახლებური, მკაფიოდ გამოხატული ნოვატორული მიდგომით ხასიათდება, რაც ერთგვარ საფუძველს უყრის რეალიზმის განვითარებას ევროპული ფერწერის ისტორიაში. მიიჩნევენ, რომ ევროპული დაზგური ფერწერის შექმნისა და მისი შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, იან ვან ეიკის შემოქმედებას გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი და განმსაზღვრელი როლი უკავია.

  • Ainsworth, Maryan; Christiansen, Keith (eds). From Van Eyck to Bruegel Early Netherlandish Painting in The Metropolitan Museum of Art. New York: Metropolitan Museum of Art, 1998. ISBN 978-0-3000-8609-6
  • Bauman, Guy. "Early Flemish Poertaits, 1425–1525". Metropolitan Museum of Art Bulletin, Volume 43, no. 4, 1986
  • Borchert, Till-Holger. Jan Van Eyck. London: Taschen, 2008. ISBN 978-3-8228-5687-1
  • Borchert, Till-Holger (ed). Age of Van Eyck: The Mediterranean World and Early Netherlandish Painting. Groeningemuseum, Musea Brugge, 2002
  • Borchert, Till-Holger (ed). Van Eyck to Durer. London: Thames & Hudson, 2011. ISBN 978-0-500-23883-7
  • Campbell, Lorne. The Fifteenth Century Netherlandish Schools. London: National Gallery Publications, 1998. ISBN 978-1-8570-9171-7
  • Chilvers, Ian. The Oxford Dictionary of Art. Oxford: Oxford University Press, 2004. ISBN 0-19-860476-9
  • Dhanens, Elisabeth. Hubert & Jan Van Eyck. New York: Alpine Fine Arts Collection. ISBN 978-0-9144-2700-1
  • Ferrari, Simone. Van Eyck: Masters of Art. Munich: Prestel, 2013. ISBN 978-3-7913-4826-1
  • Foister, Susan, Sue Jones and Delphine Cool (eds). Investigating Jan van Eyck. Turnhout: Brepols, 2000
  • Graham, Jenny. Inventing van Eyck: The Remaking of an Artist for the Modern Age. Oxford and New York: Berg, 2007
  • Harbison, Craig. Jan van Eyck: The Play of Realism. Edinburgh: Reaktion Books, 1995. ISBN 978-0-9484-6279-5
  • Harbison, Craig. "Realism and Symbolism in Early Flemish Painting". The Art Bulletin, Volume 66, No. 4, December 1984
  • Jones, Susan Frances. Van Eyck to Gossaert. National Gallery, 2011. ISBN 978-1-85709-504-3
  • Kemperdick, Stephan. The Early Portrait, from the Collection of the Prince of Liechtenstein and the Kunstmuseum Basel. Munich: Prestel, 2006. ISBN 978-3-7913-3598-8

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Netherlands Institute for Art History
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #118531557 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Jan van Eyck
  5. Swartz A. Jan van Eyck — 2007.
  6. KulturNav — 2015.
  7. ECARTICO
  8. SNAC — 2010.
  9. Athenaeum
  10. ხელოვნების სამეფო აკადემია (ლონდონი) — 1768.
  11. Artnet — 1998.
  12. 12.0 12.1 12.2 Find a Grave — 1996.
  13. Jan van Eyck — 2009.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 The Fine Art Archive
  15. 15.0 15.1 https://www.museabrugge.be/collection/work/id/0000_GRO0161_I
  16. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  17. 17.0 17.1 17.2 RKDartists
  18. Jan Van Eyck (1390?-1441). Birth: 1390; Death: Bruges, Belgique, 09-07-1441; Note: Peintre, attaché à la cour de Bourgogne. - Serait le frère de : Van Eyck, Hubert (1370?-1426). Bibliothèque nationale de France (French National Library). წაკითხვის თარიღი: 26 მაისი, 2019.
  19. Ян Ван Эйк. Сто великих художников. Д. К. Самин. ციტატა: „Ян Ван Эйк – „Самый главный художник нашего века“ – так назвал Яна ван Эйка его младший современник, итальянский гуманист Бартоломео Фацио“. bibliotekar.ru. წაკითხვის თარიღი: 26 მაისი, 2019.
  20. Susan Jones (ოქტომბერი, 2002). Jan van Eyck (ca. 1390–1441). Heilbrunn Timeline of Art History. ციტატა: „Jan van Eyck is the most famous member of a family of painters traditionally believed to have originated from the town of Maaseik, in the diocese of Liège“. The Metropolitan Museum of Art. წაკითხვის თარიღი: 26 მაისი, 2019.
  21. Streeton, Noëlle L.W. Jan van Eyck’s Dresden Triptych: New Evidence for the Giustiniani of Genoa in the Borromei Ledger for Bruges. Journal of Historians of Netherlandish Art, Volume 3, Issue 1, 2011. JHNA. წაკითხვის თარიღი: 26 მაისი, 2019.
  22. van Buren, Anne Hagopian. Eyck, van family. Netherlandish family of artists. The brothers (1) Hubert van Eyck, (2) Jan van Eyck and (3) Lambert van Eyck were all painters; a sister, Margaret, was also identified as a painter by van Vaernewijck (1568), who recorded that she was unmarried and was buried next to Hubert in Ghent. Oxford University Press. წაკითხვის თარიღი: 27 მაისი, 2019.
  23. Успенский, Борис Андреевич. Гентский алтарь Яна ван Эйка : композиция произведения : божественная и человеческая перспектива - Москва : Индрик, 2009. - 207 с., [50] л. ил., цв. ил. ; 24 см. - Библиогр.: с. 161-184 и в подстроч. примеч.. - Указатели: имена художников, местоположение произведений искусства: с. 185-197. Каталог Российской национальной библиотеки. წაკითხვის თარიღი: 27 მაისი, 2019.
  24. Hall, Edwin. The Arnolfini betrothal : Medieval marriage a. the enigma of van Eyck's double portr - Berkeley etc. : Univ. of California press, 1994. - XXI, 180 c., [8] л. цв. ил. : ил., портр., факс ; 28 см. - (California studies in the history of art. Discovery ser. ; 3). - Библиогр.: с. 169-172. Каталог Российской национальной библиотеки. წაკითხვის თარიღი: 27 მაისი, 2019.
  25. Kessler, Herbert Leon. Jan van Eyck - ციტატა: „Jan van Eyck, (born before 1395, Maaseik, Bishopric of Liège, Holy Roman Empire [now in Belgium]—died before July 9, 1441, Bruges), Netherlandish painter who perfected the newly developed technique of oil painting. His naturalistic panel paintings, mostly portraits and religious subjects, made extensive use of disguised religious symbols“. Encyclopædia Britannica. წაკითხვის თარიღი: 27 მაისი, 2019.