იაკამარასებრნი
იერსახე
იაკამარასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამოთხის იაკამარა (Galbula dea) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Galbulidae (Vigors, 1825) | ||||||||||||
|
იაკამარასებრნი (ლათ. Galbulidae) — ფრინველების ოჯახი კოდალასნაირთა რიგისა. უმრავლესობა ბეღურის ტოლია. აქვთ წვრილი, გრძელი ნისკარტი, მოგრძო სხეული. რბილ და მარავალფერ ბუმბულ-საფარველს მკვეთრი ლითონისფერი ბზინვარება დაჰკრავს. იაკამარასებრთა ოჯახი 5 გვარის 18 სახეობაა.[1] გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტყეებში. ბუდობენ ფლატეებზე, სოროებში, ან ხის ფუღუროებში. დებენ 2-4 თეთრ, მრგვალ კვერცხს. დედალ-მამალი მორიგებით კრუხობს. ყველაზე გავრცელებული სახეობებია მწვანე იაკამარა (ლათ. Galbula viridis) და სამოთხის იაკამარა (ლათ. Galbula dea).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 38.