თვითმკვლელობა სამხრეთ კორეაში
თვითმკვლელობა სამხრეთ კორეაში — სერიოზული და მასშტაბური პრობლემა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღრიცხვით მეორეა ყველაზე დიდი მაჩვენებლით და ასევე პირველი OECD-ის რეიტინგით[1][2].
განვითარებულ ქვეყნებს შორის თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზია სუიციდის მაღალი მაჩვენებელი ხნიერ ხალხში. თვითმკვლელობის სიჭარბე სამხრეთ კორეელ მოხუცებს შორის განპირობებულია ფართოდ გავრცელებული „სიღარიბე სამხრეთ კორეაში - სიღარიბე სამხრეთ კორეაში ხანში შესულ მოქალაქეებს შორის-თი“, თანაც ხნიერი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს ასე - სიღარიბის ზღვარის ნორმაზე ნაკლებ სიტუაციაში. ცუდად დაფინანსებული სოციალური დახმარება უბიძგებს მათ თავი მოიკლან, არ სურთ ოჯახების ფინანსებისთვის ზედმეტი ტვირთი გახდნენ, რადგანაც ძველი სოციალური სტრუქტურა, სადაც შვილები ზრუნავდნენ მშობლებზე 21-ე ასწლეულში აღმოფხვრილია[3][4]. შედეგად, სოფლის ტერიტორიაზე მცოხვრებ მოქალაქეებს შორის თვითმკვლელობის მაჩვენებელი მეტად მაღალია.
თუმცა მთავრობის აქტიურმა მცდელობამ კურსი დაეწიათ ეფექტიურობა გამოიჩინა 2014 წელს, როდესაც 100 000 სულ მოსახლეზე 27,3 თვითმკვლელობა მოდიოდა, რაც 4.1 %-ით ნაკლებია, ვიდრე 2013 წელს (28,5 ადამიანი) და ყველაზე დაბალია 6 წლის განმავლობაში 26,0 ადამიანის შემდეგ 2008 წელს[5][6].
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასაკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოხუცებს შორის თვითმკვლელობის უკიდურესად მაღალი დონის მაჩვენებელი სამხრეთ კორეის რეიტინგის, მაღალი საშუალო ჯამის პირველი განმაპირობებელი ფაქტორია. ბევრი გაღარიბებული მოხუცი თავს იკლავს იმის გამო რომ არ უნდა ოჯახს ზედმეტი ხარჯები მოუტანოს, რადგანაც სამხრეთ კორეული სოციალური დახმარების სისტემა ცუდადაა დაფინანსებული და ის ტრადიცია რომ შვილმა უნდა მოუაროს მშობელს 21-ე საუკუნეში დაკარგულია, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ ხალხში თვითმკვლელობის მაჩვენებელი მაღალია.
თუმცა საშუალო სკოლისა და კოლეჯის მოსწავლეებში დონე უფრო დაბალია ვიდრე მოხუცებში, თვითმკვლელობის მაჩვენებლი საშუალოზე მაღალია[7].
სქესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშუალოდ მამაკაცთა თვითმკვლელობის მაჩვენებლი ორჯერ მეტია ვიდრე ქალების[6]. ამის მიუხედავად, თვითმკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში[8]. გამოძიების მიხედვით, რადგანაც მამაკაცები იყენებენ მეტად სასტიკ და სასიკვდილო მეთოდებს თავის მოსაკვლავად, მათში უფრო მაღალია გარდაცვალების დონე თვითმკვკლელობის მიზეზით ვიდრე ქალებში. რისკის შეფასების შკალა (RRRS), რომელიც საზღვრავს მეთოდის სიკვდილიანობის კოეფიციენტს, 5 რისკითა და 5 გადარჩენის ფაქტორის შეფარდებით, საშუალოდ 37,8 მამაკაცებს მიუჩინა და 34.00 ქალბატონებს. გამოეძიებებიდან ერთ-ერთმა დაასკვნა, რომ ქალები თვითმკვლელობის ჩადენას უფრო მეტად დემონსტრაციისთვის ცდილობენ, იმ დროს როდესაც მამაკაცები თავს კონკრეტული მიზნისთვის იკლავენ[9].
სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი გამოითვლება განათლებული მოსახლეობით, ურბანიზაციის დონითა და ჩამორთმეული საცხოვრებელი ადგილების მიხედვით[10]. დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მაღალი სტრესი, არაადეკვატური ძილი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია თვითმკვლელობის ტენდეციებთან მოზარდებს შორის[11]. ეკონომიკური სირთულეების ფაქტორი აღნიშნულია როგორც ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი მოხუცთა თვითმკვლელობისთვის. რადგანაც ხნიერი მოსახლეობის 71,4% გაუნათლებელია და მათგან 37,1% ცხოვრობს სოფლის ტერიტორიაზე, ისინი დიდი ალბათობით ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგებიან, რასაც ისინი ჯანმრთელობისა და ოჯახური პრობლემებამდე მიჰყავს[10]. ყველა ეს ფაქტორი, ერთად ზრდის სუიციდისა და სიცოცხლის დასასრულის იდეებს[10].
რეგიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განვონდოში თვითმკვლელობების დონე 37,84%-ით მაღალია ვიდრე მთელს სამხრეთ კორეაში[12]. განგვონდოს შემდეგ, ჩუნჩონ-ნამდოა მეორე და ჯონბუკი მესამე[12]. ულსანში, განვონდოსა და ინჩონში თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 65 წლის ზემოთ მყოფი ადამიანებისთვისაა[12]. დეგუს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 40-დან 59 წლამდე ხალხში ფიქსირდება[12]. განვონდო, ჯონნამსა და ჩუნგნამში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 20-დან 39 წლამდე ასაკში[12].
მეთოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმის გამო, რომ სამხრეთ კორეის კანონმდებლობა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ზღუდავს, სამხრეთ კორეის ქალთა მხოლოდ ერთი მესამედი თვითმკვლელობის ჩადენისთვის ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. მოწამვლა უფრო მეტად გამოყენებადი მეთოდია სამხრეთკორეელი ქალებისთვის, ამასთანავე მოსახლეობის ასეთი თვითმკვლელობების ჯგუფის სიკვდილის ნახევარს პესტიციდები წარმოადგენენ[13]. 1996 წლიდან 2005-მდე თვითმკვლელობების 58,3% შესრულებული იყო პესტიციდიური მოწამვლით[14]. სხვა გავრცელებული მეთოდი, რომლის გამოყენებითაც სამხრეთ კორეელები თავს იკლავენ - ჩამოხრჩობაა[15]. ჯონ ეთ ალ.-ის კვლევამ აჩვენა განსხვავება მეთოდებს შორის რომლებსაც იყენებენ სუიციდის ჩამდენები რომლებიც გეგმავენ ან არ გეგმავენ თავიანთ ქმედებებს. დაუგეგმავი სუიციდის ჩამდენები ამჯობინებენ მომწამვლელ ნივთიერებებს[16].
ცნობილი შემთხვევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წელს მსახიობმა ლი ონ-ჯუმ, რამდენიმე პოპულარული ფილმის, მათ შორის „ტაეგუკის“ და „ალისფერი ასოს“ ვარსკვლავმა, ჩაიდინა თვითმკვლელობა 24 წლის ასაკში[17]. ყოფილმა პრეზიდენტმა ნო მუ ჰიენმა 2009 წლის 23 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – იგი კლდიდან გადმოხტა. სუპერმოდელმა[18] კიმ დაულმა 2009 წლის 19 ნოემბერს თვითმკვლელობა პარიზში ჩაიდინა[19].
მრეწველობის მაგნატმა სუნ ვან-ჯონგმა თვითმკვლელობა 2015 წლის აპრილში კორუფციაში დადანაშაულების ფონზე ჩაიდინა და დატოვა ბოლო წერილი, სადაც მოიხსენიებდა პიროვნებებს, რომელთა კორუპციაში მონაწილეობასაც ამტკიცებდა[20]. შემსრულებელი U;Nee ჩამოხრჩობით გარდაიცვალა 2007 წელს, 25 წლის ასაკში[21]. „ერის მსახიობმა ჩოი ჯინ სილმა“ სიცოცხლე თვითმკვლელობით 2008 წელს დაასრულა[22], ისევე როგორც მისმა ყოფილმა მეუღლემ ჩო სუგმინმა 2013 წელს.
აგრეთვე აღსანიშნავია თვითმკვლელობის შემთხვევები ტრაგედიებზე საპასუხოდ. ბორან „Sewol“-ის ჩაძირვიდან მეორე დღეს 2014 წლის აპრილში, გადარჩენილმა მაღალკლასელმა თავი მოიკლა. მან ორგანიზება გაუწია სტუდენტთა გამგზავრებას. თვითმკვლელობაში ეჭვმიტანილი ბორანების კომპანიის პრეზიდენტიც მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. 2014 წლის ოქტომბერში სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც კეი-პოპ ჯგუფ 4Minute-ის კონცერტზე, რომელზეც იგი ზედამხედველი იყო, დაზიანებული ლითონის გისოსებით 16 ადამიანი დაიღუპა.[23].
მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვლევების მიხედვით, სამხრეთ კორეაში ცნობილი პირების სიკვდილის შემდეგ აგორდა თვითმკვლელობების ტალღა[24]. კვლევებმა აჩვენეს, რომ ცნობილი პირების თვითმკვლელობებიდან თერთმეტი შემთხვევიდან სამმა გაზარდა სუიციდის დონე მოსახლეობაში[24]. შესწავლილი იქნა სხვადასხვა ფაქტორები, ისეთები როგორიცაა სეზონურობა და უმუშევრობის დონე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ცნობილი ადამიანების თვითმკვლელობების შეფარდებას ცხრა კვირასთან მეტად გაეზარდა ეს რეიტინგი[24].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- People & Power - South Korea: Suicide nation. Aljazeera.
- Jessica Kim, FACTBOX - Chronology of South Korean celebrity suicides
- EPS, Why It Is Being cause of Suicide In Korea. kantipathnews.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ South Korea still has top OECD suicide rate. Korea Herald (2015-08-30). ციტირების თარიღი: August 8, 2016.
- ↑ Evans, Stephen. (5 November 2015) Korea's hidden problem: Suicidal defectors. BBC News. British Broadcasting Corporation. ციტატა: „South Korea consistently has the highest suicide rate of all the 34 industrialized countries in the OECD.“ ციტირების თარიღი: May 17, 2016.
- ↑ Se-woong Koo, "No Country For Old People" დაარქივებული 2016-08-25 საიტზე Wayback Machine. (24 September 2014), Korea Exposé.
- ↑ Kathy Novak. (October 23, 2015) 'Forgotten': South Korea's elderly struggle to get by. CNN. ციტირების თარიღი: August 8, 2016.
- ↑ 지난해 한국 자살률 소폭 감소...여전히 OECD 1위 (2015-09-23).
- ↑ 6.0 6.1 Kim, Kristen (12 June 2015). „International Journal of Mental Health Systems. 2014, Vol. 8 Issue 1, preceding p1-8. 9p. DOI: 10.1186/1752-4458-8-17. KIM KRISTEN“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ „International Journal of Mental Health Systems. 2014, Vol. 8 Issue 1,“. 12 June 2015. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ „International Journal of Mental Health Systems. 2014, Vol. 8 Issue 1,“. 12 June 2015. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Cheong, Kyu-Seok, Min-Hyeok Choi, Byung-Mann Cho, Tae-Ho Yoon, Chang-Hun Kim, Yu-Mi Kim, and In-Kyung Hwang. "Suicide Rate Differences by Sex, Age, and Urbanicity, and Related Regional Factors in Korea." Journal of Preventive Medicine and Public Health, 2012, 70.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Kim, Myoung-Hee, Kyunghee Jung-Choi, Hee-Jin Jun, and Ichiro Kawachi. "Socioeconomic Inequalities in Suicidal Ideation, Parasuicides, and Completed Suicides in South Korea."Social Science & Medicine 70, no. 8 (2010): 1254-261.
- ↑ „Lee, Gyu‐Young; Choi, Yun‐Jung; Research in Nursing & Health, Vol 38(4), Aug, 2015 pp. 301-310“. 12 June 2015. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 Park, E, Hyun, Cl Lee, EJ Lee, and SC Hong. "A Study on Regional Differentials in Death Caused by Suicide in South Korea." Europe PubMed Central, 2007.
- ↑ Chen, Ying-Yeh, Nam-Soo Park, and Tsung-Hsueh Lu. "Suicide Methods Used by Women in Korea, Sweden, Taiwan and the United States." Journal of the Formosan Medical Association 108, no. 6 (2009): 452-59.
- ↑ Lee, Won Jin, Eun Shil Cha, Eun Sook Park, Kyoung Ae Kong, Jun Hyeok Yi, and Mia Son. "Deaths from Pesticide Poisoning in South Korea: Trends over 10 years." International Archives of Occupational and Environmental Health 82, no. 3 (2008): 365-71.
- ↑ Kim, Seong Yi, Myoung-Hee Kim, Ichiro Kawachi, and Youngtae Cho. "Comparative Epidemiology of Suicide in South Korea and Japan: Effects of Age, Gender and Suicide Methods." Crisis: The Journal of Crisis Intervention and Suicide Prevention, 2011, 5-14.
- ↑ Jeon, Hong Jin, Jun-Young Lee, Young Moon Lee, Jin Pyo Hong, Seung-Hee Won, Seong-Jin Cho, Jin-Yeong Kim, Sung Man Chang, Hae Woo Lee, and Maeng Je Cho. "Unplanned versus Planned Suicide Attempters, Precipitants, Methods, and an Association with Mental Disorders in a Korea-based Community Sample." Journal of Affective Disorders 127, no. 1-3 (2010): 274-80.
- ↑ Grief, Speculation Greet Mysterious Lee Eun-ju Suicide. The Chosun Ilbo (2005-02-24). ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ nymag.com Daul Kim დაარქივებული 2009-11-23 საიტზე Wayback Machine. accessed 4/21/2015
- ↑ telegraph.co.uk Henry Samuel, Daul Kim found hanged after posting web messages 20 Nov 2009
- ↑ BBC News South Korea in turmoil over corruption scandal Stephen Evans, 4/21/2015
- ↑ Looi, Elizabeth, "Korean singer found hanged დაარქივებული 2011-10-17 საიტზე Wayback Machine. ", Malaysia Star, January 25, 2007.
- ↑ Yi, Whan-woo. (6 January 2013) Choi Jin-sil tragedy relived. The Korea Times. ციტირების თარიღი: 2013-01-08.
- ↑ Kreps, Daniel (18 October 2014). „Korean Safety Official Commits Suicide Following Concert Tragedy“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 19 September 2015.
- ↑ 24.0 24.1 24.2 Fu, King-Wa, C. H. Chan, and Michel Botbol. "A Study of the Impact of Thirteen Celebrity Suicides on Subsequent Suicide Rates in South Korea from 2005 to 2009." PLoS ONE, 2013, E53870.