შინაარსზე გადასვლა

თესალონიკელთა მიმართ (მეორე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა მოციქული პავლე

თესალონიკელთა მიმართ (მეორე) ეპისტოლეპავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი, რომელიც მან დაწერა თესალონიკში მოღვაწეობის აღსანიშნავად. ეპისტოლე შედგება 3 თავისაგან და დაწერილია იმ დროს, როცა პავლე უკვე აღარ იმყოფებოდა თესალონიკში.

პავლე მოციქული ფილიპიადან თესალონიკეში ჩავიდა და სინაგოგაში ქადაგებათა შედეგად თავის გარშემო შემოიკრიბა ჯგუფი, რომელმაც ქრისტე ირწმუნა. ესენი იყვნენ პროზელიტი წარმართები, რომელნიც ცოტა ხნის წინ იუდეველთა რწმენაზე იყვნენ გადასულნი და პავლეს ქადაგების შემდეგ ქრისტიანები გახდნენ. მათი მეშვეობით თესალონიკეში აღმოცენდა ეკლესია. იუდეველებმა დაარწმუნეს ხელისუფალნი, რომ ქრისტიანები არ სცნობენ რომის ძალაუფლებას, ამიტომ პავლე იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი.

პავლეს ადარდებდა ახალმოქცეულთა ბედი და ამბის გასაგებად ათენიდან თესალონიკეში გაგზავნა თავისი მოწაფე – ტიმოთე. ტიმოთემ უკვე კორინთოში მყოფ მოძღვარს სასიამოვნო ამბავი ჩამოუტანა: მიუხედავად დევნისა და შევიწროებისა, თესალონიკელები მაინც მტკიცედ იდგნენ ქრისტიანობაზე. გახარებულმა მოციქულმა თესალონიკეში რამდენიმე გაგზავნა, რომელიც გამოირჩევა სითბოთი და გულითადობით ახალგაზრდა ქრისტიანული თემისადმი.

მეორე ეპისტოლით მოციქული აფრთხილებს ქრისტიანებს, ზედმეტი აღგზნებული მოლოდინით ნუ შეხვდებიან წინასწარმეტყველთაგან ნაუწყებ ამბებს ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ. ამ ეპისტოლეში გადმოცემულია მოძღვრება უკანასკნელ დღეთა ამბების შესახებ. ამასთანავე ხაზგასმულია, რომ ქრისტიანმა აბუჩად არ უნდა აიგდოს ამქვეყნიური მოვალეობანი.

  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]