შინაარსზე გადასვლა

თეოდორ მორელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეოდორ გილბერტ მორელი (გერმ. Theodor Gilbert Morell) (დ. 22 ივლისი, 1886, ტრაისი (მიუნცენბერგი) ამჟამად მიუნცენბერგის ერთ-ერთი რაიონი, გერმანია, — გ. 26 მაისი, 1948, ტეგერნზე) — გერმანელი უროლოგი. 1936-1945 წლებში იყო ადოლფ ჰიტლერის პირადი ექიმი.

თეო მორელმა 1907 წელს ჩააბარა აბიტურიუმი გისენში და შემდეგ მედიცინას სწავლობდა გისენის (1 სემესტრი), ჰაიდელბერგის (5 სემესტრი) და მიუნხენის (2 სემესტრი) უნივერსიტეტებში, აგრეთვე საზღვარგარეთ გრენობლისა და პარიზის უნივერსიტეტებში. პირველ მსოფლიო ომამდე მორელი ცხრა თვის განმავლობაში იყო გემის ექიმად. 1933 წელს მორელი შეუერთდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიას (NSDAP). 1935 წელს მან გადაიტანა თავისი პრაქტიკა კურფურსტენდამზე, სადაც საკუთარ თავს უწოდა „ექიმი (სპეციალისტი) კანისა და ვენერიული დაავადებებისთვის“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]