თეთრძირა (ლათ. Circaea lutetiana) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 2050 სმ. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი, რბილი ბეწვით შებუსული. ფოთლები პირისპირ არის განლაგებული, ფოთლის ფირფიტა კვერცხისებურია ან კვერცხისებურლანცეტა. ქვედა ნაწილში გაფართოებული და მჭიდროდ მიკრული ბეწვით შებუსული, ხერხკბილა. ყვავილედი მტევანია, იღლიური ან კენწრული, მარტივი ან დატოტვილი. გვირგვინის ფურცლები თეთრია, ორნაკვთიანი. იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში. საქართველოში გავრცელებულია ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე და შუა აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ირანსა და ჩრდილოეთ ამერიკას.