შინაარსზე გადასვლა

თარგი:დღის მოვლენები:06-25

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუგლას ჰაიდი
დუგლას ჰაიდი
  • 1530 : აუგსბურგის აღსარებალუთერანული ეკლესიის რწმენის პირველი და უმნიშვნელოვანესი დოგმა წარედგინა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V–ს აუგსბურგის სეიმზე.
  • 1678 : ელენა კორნარო პისკოპია პირველი ქალი გახდა, რომელსაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
  • 1905 : სამხრეთ აფრიკის მაღაროში აღმოჩენილ იქნა მსოფლიოში უდიდესი დაუმუშავებელი ბრილიანტიკულინანის ალმასი.
  • 1938 : დოქტორ დუგლას ჰაიდი (სურათზე) ირლანდიის პირველი პრეზიდენტი გახდა.
  • 1947 : ანა ფრანკის დღიური გამოქვეყნდა.
  • 1948 : ბერლინის ბლოკადა : „საჰაერო ხიდი“ დაიწყო.
  • 1950 : კორეის ომი დაიწყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის.
  • 1998 : კომპანია მაიკროსოფტმა Windows 98 გამოუშვა.
  • 2009 : გარდაიცვალა პოპის მეფედ წოდებული ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონი.