შინაარსზე გადასვლა

ზანზიბარი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზანზიბარი
მშობ. სახელი: Unguja
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 06°08′03″ ს. გ. 39°18′59″ ა. გ. / 6.13417° ს. გ. 39.31639° ა. გ. / -6.13417; 39.31639
ფართობი 1666 კმ²
უმაღლესი წერტილი 135 მ
ავტონომია ზანზიბარი
დემოგრაფია
მოსახლეობა 896 721 (2012)
სიმჭიდროვე 538,25 ად. /კმ²
ზანზიბარი (კუნძული) — ინდოეთის ოკეანე
ზანზიბარი (კუნძული)

ზანზიბარი ანუ უნგუჯა (სუაჰ. Unguja, ინგლ. Zanzibar Island) — ზანზიბარის არქიპელაგის სამი დიდი კუნძულიდან ერთი კუნძული (პემბის და მაფიის კუნძულებთან ერთად). შედის ტანზანიის (ავტონომიური ზანზიბარი) შემადგენლობაში. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში.

კუნძული ზანზიბარი აფრიკის მატერიკიდან გამოყოფილია ზანზიბარის სრუტით. ზანზიბარის გარშემო მდებარეობს მასზე საკმაოდ ბევრი, გაცილებით პატარა კუნძული, რომელთაგანაც მუდმივად დასახლებულია მხოლოდ ორი — ტუმბატუ და უზი. კუნძული პნემბა გამოიყენება ტურიზმის მიზნით.

კუნძულზე ყველაზე დიდი ქალაქია დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ზანზიბარი.

არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, კუნძული მუდმივად იყო დასახლებული სულ ცოტა 20 ათასი წელი. სავარაუდოდ ზანზიბარი სახელად მენუფია მოიხსენიება ძველბერძნულ გეოგრაფიულ კრებულ ერიტრეის ზღვის პერიპლში. ჩვენი წელთაღრიცხვით I ათასწლეულში კუნძულს სტუმრობდნენ ინდოელი, არაბი და სპარსი ვაჭრები. 1107 წელს ჩრდილოეთით აშენდა სამხრეთ ნახევარსფეროში პირველი მეჩეთიკიზიმკაზის მეჩეთი. 1505 წელს მთელი ზანზიბარის არქიპელაგი გადავიდა პორტუგალიის კონტროლ ქვეშ, ხოლო 1698 წელს — ომანის კონტროლ ქვეშ. ყველაზე უფრო დიდ აყვავების ხანას ომანის სასულთნომ მიაღწია XIX საუკუნის პირველ ნახევარში საიდ იბნ სულთანის დროს. 1840 წელს საიდ იბნ სულთანმა გადაიტანა დედაქალაქი სტოუნ-ტაუნში კუნძულ ზანზიბარზე. ზანზიბარი მისი მმართველობის დროს იყო მსხვილი სავაჭრო ცენტრი, სადაც მიმდინარეობდა ვაჭრობა მთელი ინდოეთის უკეანის მასშტაბით, პირველ რიგში მონებით და მიხაკებით, რომელიც მოჰყავდათ პლანტაციებში პირდაპირ კუნძულზე.

საიდ იბნ სულთანის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს ზანზიბარის სასულთნო და ომანის სასულთნო გახდა ორი დამოუკიდებელი სასულთნო. 1890 წელს კუნძული ზანზიბარის შემადგენლობაში გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი, ხოლო 1963 წლის დეკემბერში მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან. 1964 წლის დასაწყისში ზანზიბარის რევოლუციის დროს მონარქია ჩამოგდებული იქნა და გამოცხადდა ზანზიბარის და პემბის სახალხო რესპუბლიკა. 1964 წლის აპრილში ზანზიბარი შეუერთდა ტანგანიიკას და გახდა ავტონომიური რეგიონი ტანზანიის სახელმწიფოს შემადგენლობაში.

2002 წლის აღწერის თანახმად, კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 622 459 ადამიანს[1]. 2012 წელს მოსახლეობის რაოდენობამ მიაღწია 896 721 ადამიანს.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე ყველაზე უფრო მაღალია ქალაქ ზანზიბარში.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ზანზიბარი იყოფა 3 ოლქად[2]:

ოლქი (მკოა) სუაჰილი ინგლისური ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2012)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ჩრდილოეთი ზანზიბარი Kaskazini Unguja Zanzibar North Region მკოკოტონი 470 187 455 398,84
2 ცენტრალური სამხრეთის ზანზიბარი Kusini Unguja Zanzibar Central/South Region კოანი 854 115 588 135,35
3 დასავლეთ ზანზიბარი Mjini Magharibi Zanzibar Urban/West Region ზანზიბარი 230 593 678 2581,21
კუნძული ზანზიბარი Zanzibar Zanzibar Island ზანზიბარი 1554 896 721 577,04

თავის მხრივ, თითოეული ოლქი იყოფა 2 რაიონად. ანუ, კუნძულზე სულ 6 რაიონია[2]:

  • კასკაზინი «А» ანუ ჩრდილოეთი «А» (Kaskazini «A») — ჩრდილოეთ ზანზიბარის ჩრდილოეთი (105 780 ადამიანი, 2012),
  • კასკაზინი «B» ანუ ჩრდილოეთი «B» (Kaskazini «B») — ჩრდილოეთ ზანზიბარის სამხრეთი (81 675 ადამიანი, 2012),
  • კატი (Kati) ანუ ცენტრალური ზანზიბარი (76 346 ადამიანი, 2012),
  • კუსინი (Kusini) ანუ სამხრეთ ზანზიბარი (39 242 ადამიანი, 2012),
  • მაღარიბი (Magharibi) ანუ დასავლეთ ზანზიბარი (370 645 ადამიანი, 2012),
  • მჯინი (Mjini) ანუ ზანზიბარი-ქალაქი (223 033 ადამიანი, 2012).

ზანზიბარის არქიპელაგის შემადგენელი სამი დიდი კუნძულიდან, ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ზანზიბარის კუნძულია. დედაქალაქის გარდა (ქალაქი ზანზიბარი), ასევე მსხვილი ცენტრებია მბვენი, მანგაპვანი, ჩვაკა, ნუნგვი და მიჩენზანი.

ეკონომიკაში მთავარ როლს თამაშობს ტურიზმი.

  1. Zanzibar
  2. 2.0 2.1 2.2 Population Distribution by Administrative Units, United Republic of Tanzania, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2015-06-22.