ვოევოდა
იერსახე
ვოევოდა (რუს. воево́да) — ძველ სლავური ტერმინი. აღნიშნავდა მხედართმთავარს, მმართველს. რუსეთში ვოევოდა იყო ჯარის უფროსი (გააუქმა პეტრე I-მა XVIII საუკუნის დასაწყისში), ქალაქის ან ოლქის მმართველი (გაუქმდა 1775 წელს); პოლონეთსა და ლიტვაში — მეფისნაცვალი (მშვიდობიანობის დროს) და მხედართმთავარი (ომიანობის დროს), სავოევოდოს სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსი. ვოევოდა ცნობილი იყო სხვა სლავურ ქვეყნებშიც. აგრეთვე XV-XVI საუკუნის ვლახეთში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 440.