შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ ნიკოლაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმირ ნიკოლოზის ძე ნიკოლაევი (რუს. Влади́мир Ви́кторович Никола́ев; დ. 10 ოქტომბერი, 1973, ვლადივოსტოკი) — რუსი პოლიტიკოსი, ქალაქ ვლადივოსტოკის მერი 2004-2008 წლებში.

ვლადიმირ ნიკოლაევი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთი“ წევრი იყო და თევზისა და ხორცის რეწვის, ასევე ხის გადამმამუშავებელ საწარმოებს ფლობს. ნიკოლაევი ვლადივოსტოკის მერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი ოპონენტი ამ უკანასკნელის ოფისის შესასვლელთან დადებულმა ნაღმმა იმსხვერპლა. ქალაქ ვლადივოსტოკის სასამართლობა ნიკოლაევი მერის პოსტიდან გადააყენა 2008 წელს. ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ნიკოლაევმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ამ ბრალდებას ვიღაცის შეკვეთით მის წინააღმდეგ გამართული ბინძური კამპანია და სრული ფალსიფიკაცია უწოდა. თავდაპირველად პრიმორსკის მხარემ მასზე კრიმინალური გამოძიება სახელმწიფო ხაზინის განიავების ბრალდებით დაიწყო, რის გამოც ქალაქის სასამართლოს გადაეცა მოთხოვნა მისთვის მერის უფლებამოსილების ჩამორთმევაზე.

რესურსები ინტერენტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]