ვილემ IV ორანელი
ვილემ IV ორანელი | |
---|---|
ორანის პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 სექტემბერი, 1711 |
მმართ. დასასრული: | 22 ოქტომბერი, 1751 |
წინამორბედი: | იოჰან ვილემ ფრისო |
მემკვიდრე: | ვილემ V |
გაერთიანებული პროვინციების შტატჰალტერი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 მაისი, 1747 |
მმართ. დასასრული: | 22 ოქტომბერი, 1751 |
წინამორბედი: | ვილემ III |
მემკვიდრე: | ვილემ V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 სექტემბერი, 1711 |
გარდ. თარიღი: | 22 ოქტომბერი, 1751, (40 წლის) |
მეუღლე: | ანა ბრიტანელი |
შვილები: |
კაროლინა, ბადენ-დურლახის პრინცესა ანა ვილემ V, ორანის პრინცი |
დინასტია: | ორან-ნასაუ |
მამა: | იოჰან ვილემ ფრისო, ორანის პრინცი |
დედა: | მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი |
რელიგია: | კალვინიზმი |
ვილემ IV ორანელი (ნიდერლ. Willem IV van Oranje; დ. 1 სექტემბერი, 1711 — გ. 22 ოქტომბერი, 1751) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების შტატჰალტერი 1747 წლის 4 მაისიდან გარდაცვალებამდე. ნიდერლანდების მეფე ვილემ I-ის პაპა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილემი დაიბადა 1711 წლის 1 სექტემბერს ლიუვარდენში, ნიდერლანდებში. იგი იყო ორანის პრინც იოჰან ვილემ ფრისოსა და მისი ცოლის, მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის ნაბოლარა ვაჟი, რომელიც მამის გარდაცვალებიდან სამ თვეში დაიბადა. ამრიგად, იგი დაბადებიდანვე ატარებდა ორანის პრინცის წოდებას, თუმცაღა სრულწლოვანებამდე მის მოვალეობებს დედამისი ასრულებდა, როგორც რეგენტი.
დედის მმართველობის ქვეშ ვილემი გახდა ფრიზიის, გრონინგენის, გელდერნის, ჰოლანდიის, ზელანდიის, უტრეხტისა და ოვერიხლესის შტატჰალტერი. 1747 წლის 4 მაისს ეს წოდებები გაერთიანდა როგორც ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების შტატჰალტერი, რომელსაც ვილემი ფლობდა. ამ პროცესისათვის ხელის შესაშლელად 1747 წლის აპრილში ფრანგული არმია შევიდა ფლანდრიაში, საიდანაც ცდილობდნენ ნიდერლანდელების გახლეჩას. ამის გამო ვილემი თავის ოჯახთან ერთად ლიუვარდენიდან ჰააგაში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მდომარეობის გამო ვილემი ვერ ახერხებდა ჯარის გაძღოლას, რის გამოც ნიდერლანდურ არმიას ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი სარდლობდა ხოლმე.
იგი საკმაოდ გონიერ და წარმატებულ მმართველადაა მიჩნეული. მიუხედავად ალიანსისა, 1750-იანი წლების დამდეგს ნიდერლანდები დიდ კონკურენციას უწევდა დიდ ბრიტანეთს, რომლის საწინააღმდეგოდაც ვილემმა დააარსა ჰოლანდიის ოსტინდოეთის სავაჭრო კომპანია, რომელსაც საკმაოდ დიდი შემოსავალი მოჰქონდა ქვეყნისათვის.
ვილემ IV 1751 წლის 22 ოქტომბერს გარდაიცვალა ჰააგაში, 40 წლის ასაკში. ამის გამო ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, ვილემ V-მ დაიკავა, რომლის რეგენტიც მისი ცოლი, ანა ბრიტანელი გახდა.
ქორწინება და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1734 წლის 25 მარტს, სენტ-ჯეიმზის სასახლის სამლოცველოში, ლონდონში ვილემმა ცოლად შეირთო დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის უფროსი ქალიშვილი ანა ბრიტანელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა:
- მკვდარშობილი გოგონა (1736);
- მკვდარშობილი გოგონა (1739);
- კაროლინა (1743-1787), ცოლად გაჰყვა ბადენ-დურლახის პრინც კარლ კრისტიანს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ანა (1746), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ვილემ V (1748-1806), ორანის პრინცი 1751-1806 წლებში. ცოლად შეირთო ვილჰელმინა პრუსიელი, რომელთანაც შეეძინა ნიდერლანდების პირველი მეფე ვილემ I;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Uwe Schögl (Red.): Oranien. 500 Jahre Bildnisse einer Dynastie aus der Porträtsammlung der Österreichischen Nationalbibliothek, Wien und der Niederländischen Königlichen Sammlung Den Haag. (Ausstellung vom 1. Februar bis 19. März 2002, Camineum der Österreichischen Nationalbibliothek, Wien). Österreichische Nationalbibliothek u. a., Wien 2002, ISBN 3-01-000028-6, S. 96.