შინაარსზე გადასვლა

ვიეტნამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა
Cộng hòa Xã hội Chủ nghĩa Việt Nam
ვიეტნამი
ვიეტნამის
დროშა
დევიზი: Độc lập – Tự do – Hạnh phúc
ჰიმნი: Tiến Quân Ca
ვიეტნამის მდებარეობა
დედაქალაქიჰანოი
21°02′ ჩ. გ. 105°51′ ა. გ. / 21.033° ჩ. გ. 105.850° ა. გ. / 21.033; 105.850
უდიდესი ქალაქი ხოშიმინი
ოფიციალური ენა ვიეტნამური
მთავრობა სოციალისტური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტის მ/შ ვო თჰი ან სუანი
 -  პრ.-მინისტრი ფამ მინ ჩინი
ფართობი
 -  სულ 331 690 კმ2 (65-ე)
 -  წყალი (%) 1.3
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 94,569,072 (მე-14)
 -  1999 აღწერა 76 323 173 
 -  სიმჭიდროვე 276 კაცი/კმ2 (46-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $262.5 მილიარდი (36-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $3100 (123-ე)
აგი (2007) 0.733 (საშუალო) (105-ე)
ვალუტა დონგი (VND)
დროის სარტყელი UTC+07:00
ქვეყნის კოდი VNM
Internet TLD .vn
სატელეფონო კოდი 84

ვიეტნამი (ვიეტ. Việt Nam), ოფიციალურად ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა (ვიეტ. Cộng hòa Xã hội chủ nghĩa Việt Nam) — ქვეყანა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

  • ოფიციალური: ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Viet Nam, Cong Hoa Xa Hoi Chu Nghia Viet Nam.
  • ეტიმოლოგია: სიტყვა „ვიეტ“ არის ჩინური იეროგლიფის ვიეტნამური წარმოთქმა, რომლის მნიშვნელობა არის „შორს“, „გადალახვა“, „გავლა“. ის მიანიშნებს ჩინეთისგან შორს მდებარე ქვეყანას. მეორე სიტყვა „ნამ“ სამხრეთს ნიშნავს.

1858-1884 წლებში ფრანგული კოლონიალური სამფლობელოს ნაწილი იყო ინდოჩინეთში. 1945 წელს ვიეტნამიდან გაყვანილ იქნა იაპონიის საოკუპაციო შენაერთები. 1946-დან 1954 წლამდე წარმოებდა ომი დამოუკიდებლობისათვის საფრანგეთის წინააღმდეგ. ჟენევის კონვენციის შესაბამისად ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო მე-17 პარალელით. ამის შემდეგ დაიწყო ომი ჩრდილოეთ ვიეტნამსა და სამხრეთ ვიეტნამს შორის (რომელსაც აქტიურად ეხმარებოდა აშშ). იგი 1976 წელს დასრულდა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის შექმნით. 1978-79 წლებში ვიეტნამს ჰქონდა ომი კამბოჯასთან და სასაზღვრო კონფლიქტი ჩინეთთან. 90-იან წლებში ეს პრობლემები მოწესრიგდა.

ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ლაოსი, კამბოჯა, ჩინეთი. ფართობი: 331 688 კვ. კმ.

  • სახელმწიფო სისტემა: კომუნისტური რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ნგიენ მინ ჩიეტი(Nguyễn Minh Triết, 2006).
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (498 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 58 ოლქი (tinh) და 3 მუნიციპალიტეტი (thu do).

ჰუეს მონუმენტური კომპლექსი, ძველი ქალაქი ჰოი ანი, ჰა ლონგის ყურე, ფონგ-ნაკე-ბანგის ეროვნული პარკი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: