შინაარსზე გადასვლა

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება“
რეჟისორი ჯორჯ ლუკასი
პროდიუსერი რიკ მაკ-კალუმი
სცენარის ავტორი ჯორჯ ლუკასი
როლებში იუან მაკგრეგორი
ჰეიდენ კრისტენსენი
ნატალი პორტმანი
იენ მაკდერმიდი
სემუელ ლ. ჯექსონი
კრისტოფერ ლი
ენტონი დენიელზი
კენი ბეიკერი
ფრენკ ოზი
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
ოპერატორი დევიდ ტეტერსელი
მონტაჟი როჯერ ბერტონი
ბენ ბერტი
სტუდია Lucasfilm
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 140 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 113 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 848.8 მილიონი აშშ დოლარი[1]

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება“ (ინგლ. Star Wars Episode III: Revenge of the Sith) — ამერიკული და ავსტრალიური ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჯორჯ ლუკასი. ეს არის დღეისათვის მეექვსე და უკანასკნელი ფილმი, გამოშვებული ფილმების სერიაში „ვარსკვლავური ომები“. გარდა ამისა, მოვლენათა ქრონოლოგიის მიხედვით იგი არის რიგით მესამე ფილმებს შორს.

ფილმში მოქმედება მიმდინარეობს კლონების ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ. ჯედაის რაინდები მოგზაურობენ გალაქტიკაში და სეპარატისტების წინააღმდეგ გამოყვანილ საბრძოლო კლონებს ხელმძღვანელობენ. ჯედაის საბჭოს დავალებით ობი-ვან კენობი, ჯედაის ხელოვნების ერთ-ერთი ოსტატი, ბოროტ გენერალ გრივუსის, სეპარატისტთა არმიის მეთაურის ლიკვიდაციას ცდილობს. ამასობაში ჯედაის რაინდი, ენეკინ სკაიუოკერი, რომელიც კენობისგან ცალკე მოქმედებს, პალპატინის, გალაქტიკური იმპერიის კანცლერის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელიც სითების ფარული მრძანებელია. მათი მეგობრობა სრულდება ენეკინის ძალის ბნელ მხარეს მოქცევით. ენეკინი იქცევა დართ ვეიდერად და გალაქტიკის ბედი სამუდამოდ იცვლება.

ლუკასმა ფილმის სცენარზე მუშაობა დაიწყო ფილმზე „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა“ მუშაობამდე. გადაღება დაიწყო ავსტრალიაში. დამატებითი სცენები გადაღებული იქნა ტაილანდსა და იტალიაში და სამ თვეზე მეტი გასტანა. ფილმი კინოთეატრებში 2005 წლის 19 მაისს გამოვიდა და წინა ფილმებთან შედარებით ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო.

ფილმმა კინოთეატრებში დემონსტრირებისას რამდენიმე რეკორდი დაამყარა და გამოსვლიდან პირველი კვირის ბოლოს მსოფლიო მასშტაბით 848 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა, რამაც იგი „ვარსკვლავური ომების“ ფილმებს შორის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიან ფილმად აქცია. იგი აშშ-ში ასევე იყო 2005 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და მსოფლიო მასშტაბით - რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიანი, ფილმის „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“ შემდეგ. დღეისათვის „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება“ არის ფილმების სერიის „ვარსკვლავური ომები“ ერთადერთი ნაწილი, რომელიც MPAA-ს მიერ PG-13 რეიტინგით, ACB-ს მიერ M რეიტინგით, ხოლო BBFC-ს მიერ - 12A რეიტინგით იქნა შეფასებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Star Wars: Episode III - Revenge of the Sith (2005). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2009-02-05.