ვარდის სახელი (ფილმი)
„ვარდის სახელი“ | |
---|---|
ჟანრი | ისტორიული, დეტექტივი |
დამდგმელი რეჟისორი | ჟან-ჟაკ ანო |
პროდიუსერი | ბერნდ აიხინგერი, ფრანკო კრისტალდი, ალექსანდ მნოუხკინე |
სცენარის ავტორი | ენდრიუ ბირკინი, ჯერარდ ბრახი, ჰოვარდ ფრანკლინი |
ნაწარმოები |
ვარდის სახელი — უმბერტო ეკო |
როლებში |
შონ კონერი კრისტიან სლეიტერი |
მუსიკა | ჯეიმზ ჰორნერი |
ოპერატორი | ტონინო დელი კოლი |
მონტაჟი | ჟან სეიზი |
გამოსვლის თარიღი | 24 სექტემბერი, 1986 |
ხანგრძლივობა | 126 წთ. |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $18,5 მილიონი |
შემოსავალი | $77 153 487 |
ვარდის სახელი (ინგლ. The Name of the Rose) — 1986 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია ჟან-ჟაკ ანო. ფილმი წარმოადგენს უმბერტო ეკოს ცნობილი რომანის, „ვარდის სახელის“ ეკრანიზაციას.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის მთხრობელი მელქელი ბერი ადსოა, რომელიც საკუთრი სიყმაწვილის პერიოდის ამბავს იხსენებს, რომელიც 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში მოხდა. ადსო ფრანცისკელი ბერის, უილიამ ბასკერვილელის თანამგზავრია. უილიამმა მოანწილეობა უნდა მიიღოს ავინიონელი პაპისა და მწვალებლებად შერაცხილი მინორიტების წარმომადგენელთა თეოლოგიურ დისპუტში ქრისტეს სიღარიბის შესახებ. მონასტერში ყოფნისას უილიამი იქ მომხდარი უცნაური მკვლელობების გამოძიებას ცდილობს. მკვლელობები მონასტრის ბიბლიოთეკაში შენახულ აკრძალულ წიგნს უკავშირდება. წიგნის ხელში ჩაგდების ყველა მსურველი გაურკვეველ ვითარებაში იღუპება. ესაა არისტოტელეს „პოეტიკის“ მეორე ტომი, რომელიც დაკარგულად ითვლება. საკუთარი გამჭრიახობის წყალობით უილიამი აღმოაჩენს წიგნსა და დამნაშავეს, თუმცა წიგნის გადარჩენას ვერ მოახერხებს და ბიბლიოთეკასა და მონასტერს ხანძარი გაანადგურებს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შონ კონერი - უილიამ ბასკერვილელი
- კრისტიან სლეიტერი - მელქელი ადსო
- ფარიდ მარი აბრაამი - ბერნარ გუი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]BAFTA
- საუკეთესო მსახიობი კაცი: შონ კონერი
- საუკეთესო გრიმი: ჰასო ფონ ჰიუგო
სეზარი
- საუკეთესო უცხოური ფილმი: ჟან-ჟაკ ანო