ვალი
იერსახე
ვალი (არაბ. ولي, სიტყვასიტყვით — დამცველი) — ოლქის, პროვინციის (ვილაიეთის) მმართველი თურქეთსა და ზოგ სხვა მუსლიმანურ ქვეყანაში. ემორჩილება ცენტრალურ ადმინისტრაციას. მინიჭებული აქვს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, მეთაურობს საოლქო ადმინისტრაციულ აპარატს.
სეფიანთა ირანის ადმინისტრაციულ იერარქიაში ვალი შაჰის „მოადგილედ“ ითვლებოდა. ეს ტიტული ენიჭებოდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ავტონომიური პროვინციების — ქართლის, არდალანის ქურთული საამიროს, ლურისტანისა და ხუზისტანის — მმართველებს. ქართლში „ვალი“, ჩვეულებრივ, ეწოდებოდა ქართლის მაჰმადიან მეფეებს, რომლებიც ქვეყანას განაგებდნენ 1632-1744 წლებში (როსტომი და სხვები).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვალი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.