ვაიტუპუ
მშობ. სახელი: ინგლ. Vaitupu | |
---|---|
გეოგრაფია | |
07°28′ ს. გ. 178°41′ ა. გ. / 7.467° ს. გ. 178.683° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 5,60 კმ² |
საბჭო | ვაიტუპუს კუნძულოვანი საბჭო |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1591 (2002) |
სიმჭიდროვე | 284,107 ად. /კმ² |
ვაიტუპუ (ინგლ. Vaitupu) — ტუვალუს კუნძულების ყველაზე დიდი კუნძული წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში. ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეული (კუნძულოვანი საბჭო).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული მდებარეობს ატოლ ნუკუფეტაუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. უახლოესი მატერიკი — ავსტრალია, მდებარეობს 2800 კმ-ში[1].
ვაიტუპუ წარმოადგენს დაბლობ მარჯნულ კუნძულს, რომლის ცენტრში მდებარეობს რიფებით გარშემორტყმული ლაგუნა. კუნძულს აქვს სამკუთხედის ფორმა, დამრგვალებული კუთხეებით. ხმელეთის ფართობია — 5,60 კმ².[1] ლაგუნის სიგანე მერყეობს 750 მეტრიდან 1,6 კმ-მდე, მარჯნის რიფების — 200 მეტრიდან 700 მეტრამდე[2]. ვაიტუპუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ორი გასასვლელი: ტეფუტა და ალია-ოპეტი. ძირითადი კუნძულის გარშემო მდებარეობს რამდენიმე მომცრო კუნძული (მოტუ):
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საერთო ფართობია — 5,60 კმ².
მცენარეულობიდან ატოლზე ჭარბობს ქოქოსის პალმა, რომლებიც მოჰყავთ ადგილობრივ პლანტაციებში კოპრის წარმოებისთვის. არსებობენ მანგროს ტყეები და პატარა ჭაობები[1].
კლიმატი ვაიტუპუზე ტროპიკულია. ხდება დამანგრეველი ციკლონები[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, ვაიტუპუს პირველი კოლონიზატორი სამოელი, სახელად ტელემატუა იყო. 1825 წელს კუნძული აღმოაჩინა ამერიკელმა ობედ სტარბაკმა (ინგლ. Obed Starbuck).
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის აღწერის მონაცემებით ვაიტუპუს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1591 ადამიანს.[3] კუნძულის ერთადერთი დასახლებული პუნქტია — სოფელი ასაუ.
ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე არსებობს დაწყებითი და საშუალო სკოლა, რომლებიც 1905 წელს დააარსეს ლონდონის მისიონერული საზოგადოების წევრებმა. მოქმედებს ფოსტის განყოფილება, ერთი სასტუმრო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ტუვალუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-07. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
- ↑ Oceandots. ვაიტუპუ. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-27. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
- ↑ Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-27. ციტირების თარიღი: 2015-01-10.