შინაარსზე გადასვლა

ვაირა ვიკე-ფრეიბერგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაირა ვიკე-ფრეიბერგა
ვაირა ვიკე-ფრეიბერგა
ლატვიის მე-6 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ივლისი 1999 – 7 ივლისი 2007
წინამორბედიგუნტის ულმანისი
მემკვიდრევალდის ზატლერსი

დაბადებული1 დეკემბერი 1937
რიგა ლატვია
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი
ხელმოწერა

ვაირა ვიკე-ფრეიბერგა (ლატვ. Vaira Vīķe-Freiberga; დ. 1 დეკემბერი, 1937 რიგა) — ლატვიის პოლიტიკური მოღვაწე, ლატვიის პრეზიდენტი 1999-2007 წწ. ლატვიის პირველი ქალი-პრეზიდენტი.

ვაირა ვიკე დაიბადა რიგაში 1937 წლის 1 დეკემბერს. დაბადებიდან ერთ თვეში გარდაეცვალა დედა, ხოლო სამიოდე წლისა თუ იქნებოდა, როცა ლატვიამ დამოუკიდებლობა დაკარგა და საბჭოთა კავშირმა დაიპყრო. რამდენიმე წელი მისი ოჯახი ისევ ლატვიაში ცხოვრობდა 1944 წელს კი საბჭოთა დიქტატურას გაექცნენ და გერმანიაში დასახლდნენ.

7 წლის ვაირამ სწავლა დაიწყო ლტოლვილი ლატვიელების ადმინისტრაციულ სკოლაში, რომელიც გერმანიის ქალაქ ლიუბეკში მდებარეობდა. მოგვიანებით კი სწავლა განაგრძო ფრანგულ კოლეჯში. მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კანადაში სადაც დიდი ხნით მოუწიათ დარჩენა. ვაირა აღიზარდა და სწავლობდა ორენოვან კანადაში, სადაც კარგად აითვისა ფრანგული და ინგლისური ენა, კულტურა და წეს-ჩვეულებები. ახალგაზრდა ვაირამ სწავლა დაიწყო ტორონტოს უნივერსიტეტში და დაამთავრა 1960 წელს ფსიქოლოგის სპეციალობით. 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი ამ წარმატებებამდე იგი მუშაობდა თარჯიმნად. თარგმნიდა ესპანურიდან, ფრანგულიდან, ინგლისურიდან და გერმანულიდან.

70-იანი წლებიდან დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა არჩეულ იქნა რამდენიმე ორგანიზაციის პრეზიდენტად მათ შორის: კანადის ფსიქოლოგთა ასოციაციის, კანადის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფედერაციის, ბალტიისპირელთა ამერიკული სათვისტომოს და სხვ. 80-იან წლებში მოღვაწეობდა ნატოში, სადაც მუშაობდა ადამიანური ფაქტორების კანადურ პროგრამაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ლატვიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ვაირამ მოუხშირა ვიზიტებს სამშობლოში, ხოლო 1998 წლის ოქტომბრიდან უარი თქვა კანადის მოქალაქეობაზე და ლატვიის მოქალაქე გახდა. 1999 წელს 5 ტურიანი არჩევნების შემდეგ არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად, ხოლო 2003 წელს ქალბატონმა ვაირამ მეორედ იყარა კენჭი არჩევნებში. 20 ივნისს პარლამენტში გამართულმა კენჭისყრამ მას წარმატება მოუტანა და 4 წლით გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო უფლებები.

ქალბატონი ვაირა ვიკეს უფლებამოსილების ვადა 2007 წლის ზაფხულში ამოიწურა ლატვიის კონსტიტუციის ძალით კი მას მესამე ვადით პრეზიდენტობა არ შეეძლო. 2007 წლის ივნისის დასაწყისში ლატვიის სეიმმა ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად აირჩია პროფესიით ექიმი ვალდის ზატლერსი, რომელმაც პოსტი ამავე წლის 7 ივლისს დაიკავა. ქალბატონმა ვაირა ვიკე-ფრაიბერგამ კი თანამემამულეებს სიურპრიზი მოუმზადა. მაღაზიებში გამოჩნდა კომპაქტდისკი, რომელზეც ჩაწერილია ქალბატონი ვაირას მიერ შესრულებული სიმღერა “მზე ჩემი ნათლიაა” ქალბატონი ვაირას ეს სიმღერა ლატვიის ხალხური მუსიკის კრებულში შევიდა.

1960 წელს 23 წლის ვაირა ვიკე ცოლად გაჰყვა კვებეკის უნივერსიტეტის მომავალ პროფესორს ასევე ლატვიელს იმანტას ფრეიბერგს რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: კარლისი, რომელიც ცხოვრობს ლატვიაში და ქალიშვილი ინდრა, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.

ვაირა ვიკე-ფრაიბერგა ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსია პოსტსაბჭოურ სივრცეში: მან თავისი ქვეყანა ევროპის განუყოფელ ნაწილად აქცია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
გუნტის ულმანისი
ლატვიის პრეზიდენტი

19992007
შემდეგი:
ვალდის ზატლერსი