შინაარსზე გადასვლა

ეშტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ეშტია

სოფელი ეშტია მთა პატარა აბულის ფონზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ეშტია
კოორდინატები 41°20′33″ ჩ. გ. 43°36′43″ ა. გ. / 41.34250° ჩ. გ. 43.61194° ა. გ. / 41.34250; 43.61194
ადრეული სახელები ეშტოი
ცენტრის სიმაღლე 1850
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1691[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 98,9 %, ქართველები 1,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ეშტია — საქართველო
ეშტია
ეშტია — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ეშტია
ეშტია — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ეშტია

ეშტიასოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ეშტიის ადმინისტრაციული ერთეული; სოფლები: ეშტია, თორია, უჯმანა, ყაურმა).

ეშტია მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1850 მ-ზე, ნინოწმინდიდან 12 კმ-ის დაშორებით. 2014 წლის აღწერით სოფელში არის 1 691 მცხოვრები.

ეშტია ისტორიული ჯავახეთის ერთ-ერთი ძველი სოფელია. წყაროებში მოიხსენიება XVI საუკუნიდან, როდესაც ოსმალური ადმინისტრაციული დაყოფით, ის ახალქალაქის ლივის აკშეჰირის ნაჰიეში შედიოდა. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარში“ სოფელი ეშთიოს სახელითაა შეტანილი. სერგი ჯიქიის მიხედვით სოფლის თავდაპირველი ქართული სახელი ეშტოი უნდა ყოფილიყო. სოფელში 12 კომლი ცხოვრობდა: გოგიჩა ძამანას ძე, მერაბ, თევდორი, ზარასფა, ყურუ გრიგოლის ძე, ლომკაც ავგაროზის ძე, გოგიჩა სარხოშის ძე და სხვ. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი; ჰქონდათ ბოსტნები; ჰყოლიათ ფუტკარი, ღორი, ცხვარი. სოფელში ყოფილა 3 თვალი წისქვილი და ზეთსახდელი. სოფლის წლიური გადასახადი 21 000 ახჩას შეადგენდა.

სომხური მოსახლეობა ეშტიაში 1828 წელს გადმოსახლდა სოფელ იქილიდან, მუშიდან (ერზრუმის პროვინცია).[2] 1880-იან წლებში აქ სომხურ-კათოლოკური მრწამსის 125 კომლი ცხოვრობდა.[3] რუსეთის იმპერიის პერიოდის რუკებსა და დოკუმენტებში სოფელი Эштія/Эштиа-ს სახელით მოიხსენიება, თუმცა ადგილობრივები დღეს სომხურ ყაიდაზე „ჰეშტიას“ უწოდებენ. სოფელ ეშტიას უკავშირდება ორი სხვა ტოპონიმი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში — ეშტიისმთა და ეშტიისწყალი.[4]

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ ეშტიაში დგას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — 1850-იან წლებში აშენებული ღვთისმშობლის სახელობის სომხური კათოლიკური რიტის ეკლესია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, განზიდული ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებია ტუფის ნათალი კვადრებით. სახურავზე დადგმულია ორსართულიანი ფანჩატუროვანი სამრეკლო.[5] საბჭოთა პერიოდში ეკლესიის შენობა სოფლის მეურნეობის მიზნებისთვის გამოიყენება. ამჟამად ტაძარი მოქმედია.

ეშტიის მახლობლად, მთაზე დგას მცირე ზომის საყდარი („გლიო უხტ“, „სურბ-ჰოვანეს“), რომლის კედლებში დაუყოლებიათ გვიანდელი შუა საუკუნეების ქართული საფლავის ქვები. აღმოსავლეთ კედელში ჩადგმულ ქვის ფილაზე შემორჩენილია ჯვრის გამოსახულება და ქართული ასომთავრული წარწერა: „ქრისტე შეიწყალე ჲუნა“. ივანე გვარამაძის ცნობით (1880) ეშტიის სომხური ეკლესიის განახლების დროს მას უნახავს სხვა ქართულწარწერიანი ქვაც წმინდა სტეფანეს მოხსენიებით (არ შემორჩენილა).[6]

ეშტიაში 1998 წლიდან ფუნქციონირებს ადგილობრივი პოეტისა და მხატვრის — ვიქტორ ოვსეფიანის (დ. 1947 — გ. 1997) სახლ-მუზეუმი [ა(ა)იპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი].[7]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 691 ადამიანი, ძირითადად კათოლიკური მრწამსის სომხები, რომელთაც ადგილობრივად „მშეცებს“ ან „ფრანგ-მშეცებს“ უწოდებენ (თავდაპირველი საცხოვრისისა და აღმსარებლობის მიხედვით).

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 3 082 -- --
2014 1 691 -- --
  • ბერიძე მ., ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.), ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა, ახალციხე, 2002. — გვ. 335-404.
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ღუტიძე ი., ენობრივი ვითარება ჯავახეთში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ჯავახეთის ონომასტიკური მასალის კვლევა და დოკუმენტირება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (რედ.: ჯაბა სამუშია), თბ., 2023. — გვ. 222-223.
  3. Эштія // Географическо-статистический словарь Российской Империи / составил по поручению Императорского Русского Географического Общества П. Семенов, при содействии В. Зверинского, Р. Маака, Л. Майкова, Н. Филиппова и И. Бока. — СПб., 1885. — Т. 5: Таарджалъ — Яя. — С. 890.
  4. ხაზალაშვილი ნ., ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტოპონიმია რუკების მიხედვით, ჯავახეთის ონომასტიკური მასალის კვლევა და დოკუმენტირება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (რედ.: ჯაბა სამუშია), თბ., 2023. — გვ. 347-348.
    • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16745
  5. სილოგავა ვ., ახალაძე ლ., ბერიძე მ. და ა. შ., ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, თბ., 2012. — გვ. 44-45.
  6. ვიქტორ ჰოვსეპიანის სახლ-მუზეუმი — საქართველოს მუზეუმების ასოციაცია.