ესტონური ევროს მონეტები
იერსახე
ესტონეთის ევროს მონეტები — ესტონეთის ფულის ნიშნები, შემოღებულნი 2011 წლის 1 იანვარს. ევროს მონეტის ნაციონალურ მხარეს განმასხვავებელ ნიშნებად ესტონეთის თანამედროვე რუკა, 12 ვარსკვლავი, ქვეყნის სახელი ესტონურ ენაზე („EESTI“) და მონეტის მოჭრის თარიღია დატანებული.
ნაციონალური მხარის დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]0,01 € | 0,02 € | 0,05 € |
---|---|---|
0,10 € | 0,20 € | 0,50 € |
1,00 € | 2,00 € | წარწერა 2 ევროიანი მონეტის სარტყელზე |
საწყისი კომპლექტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის 1დეკემბრიდან კერძო პირებს ესტონური ევროს საწყისი კომპლექტის ყიდვა 200 კრონად შეეძლოთ. კომპლექტი 12,90 ევროს (200,12 კრონი) ფულად ღირებულებას შეიცავდა. 2010 წლის 31 დეკემბრამდე ისინი იყიდებოდნენ ყველა საბანკო კანტორაში და საფოსტო განყოფილებაში. სულ გამოუშვეს 600 000 ეგზემპლარი.
კომპლექტში 42 მონეტაა:
- 1 ცენტი — 7 მონეტა;
- 2 ცენტი — 6 მონეტა;
- 5 ცენტი — 6 მონეტა;
- 10 ცენტი — 6 მონეტა;
- 20 ცენტი — 6 მონეტა;
- 50 ცენტი — 5 მონეტა;
- 1 ევრო — 4 მონეტა;
- 2 ევრო — 2 მონეტა;
- კომპლექტის უტყუარობის დასამოწმებლად, უსაფრთხოების 1 ჟეტონი.
მოჭრილი მონეტების რაოდენობის ბრუნვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნომინალური ღირებულება[1] | €0.01 | €0.02 | €0.05 | €0.10 | €0.20 | €0.50 | €1.00 | €2.00 | ჯამში |
2011 | 32,000,000 | 30,000,000 | 30,000,000 | 30,000,000 | 25,000,000 | 20,000,000 | 16,000,000 | 11,000,000 | 194,000,000[2] |
2012 | 25,000,000 | 25,000,000 | * | * | * | * | * | * | 50,000,000[3] |
* არც ერთი ამ ნომინალის მონეტა არ მოიჭრა ამ წელს |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- The Euro Information Website – Estonia
- euroHOBBY Estonia დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ესტონური ევროს მონეტების წარმოება. ესტონეთის ბანკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-10. ციტირების თარიღი: 2011-11-09.
- ↑ Eesti euromünte vermitakse Soomes 194 miljonit tükki. EPL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-18. ციტირების თარიღი: 2010-12-30.
- ↑ Eesti Pank laseb käibele 2012. aasta 1- ja 2-sendised mündid. BoE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-04. ციტირების თარიღი: 2012-05-02.