შინაარსზე გადასვლა

ერობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერობაადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების სახელი რუსეთის იმპერიაში 1864-1915 წლებში. ერობა ერქვა ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921 წლებში.

რუსეთის იმპერიის ერობის კანონები საქართველოზე გავრცელდა 1890 წელს. 1899, 1900 და 1902 წლებში მიღებულ იქნა ერობის შემზღუდველი კანონები. 1864 წლის კანონით ერობა აირჩეოდა მაზრასა და გუბერნიაში. ერობას ჰქონდა წოდებრივი ხასიათი, არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის დაწესებული იყო ქონებრივი ცენზი. ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ მხოლოდ კაცებს. ერობა ირჩევდა გამგეობას, რომელიც განაგებდა მაზრის ან გუბერნიის საქმეებს. 1865-1867 წლებში სამაზრო და საგუბერნიო ერობებში თავადაზნაურობა გლეხობასთან შედარებით ბევრად უფრო მრავალრიცხოვნად იყო წარმოდგენილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]